ოთხშაბათი, ივლისი 29, 2026

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმაზე, თუ რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებებისთვის

დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან დიდად არც განსხვავდებოდა. განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პროცესის დაწყებიდან – ჯერ კიდევ 2024 წლიდან, მნიშვნელოვანი იყო მედიკამენტებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა არა იმპულსურად და ემოციურად, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

„დასაწყისიდანვე მშობლების შეხედულება იყო, რომ არ დავლოდებოდით მტკიცებულებებს და გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად მიგვეღო. მე მაინც ვთვლი და თავიდანვე ამ პოზიციაზე ვიდექით – გადაწყვეტილების მიღებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და, საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს არა იმპულსური და ემოციური, არამედ გააზრებული გადაწყვეტილებაა, თუმცა აქვე მინდა, აღვნიშნო – ვერცერთ შემთხვევაში, ვერცერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ თითოეული ნაბიჯის გადადგმა, თუმცა ეს ბუნებრივია. ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც თანამშრომლობა და მუშაობა დავიწყეთ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა: ერთი მხრივ, დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაუფრთხილებლად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ეს რისკი, ბუნებრივია, მუდმივად პროცესის თანმდევი იყო“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს პროცესი არ შეუჩერებია და მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუდმივად ეცნობოდა წამყვანი სახელმწიფოების გამოცდილებას.

„პირველივე ბრიფინგზე გავაკეთე განცხადება, რომ პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას აუცილებლად ჩავაყენებდით საქმის კურსში. ჩვენ ურთიერთობების გამწვავების ფონზეც გავაგრძელეთ მუშაობა, პროცესი არ შეგვიწყვეტია, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე რომ ვიმყოფებოდი და მქონდა შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვისა და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვედროდი, იქაც გამოიკვეთა გარკვეული შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია, რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ მაშინ ინფორმაცია. სწორედ ამ ტიპის სამუშაოებმა შეუწყო ხელი დიდწილად საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა თითოეულმა პაციენტმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

„მთელი პროცესი სრულად უნდა იყოს მორგებული პაციენტებზე. სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება, მათ შორის, მედიკამენტების შესყიდვისა და მათი გვერდითი მოვლენების დამუშავების კუთხით. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატების თაობაზე ინფორმაციის გაზიარება იმ ექიმებისთვის, რომლებმაც უშუალოდ უნდა მართონ პაციენტები, ამიტომ, ბუნებრივია, ისინი სრულად იქნებიან პროცესებში ჩართული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისად, უწყების წარმომადგენლებთან და ექიმებთან ერთად თითოეული საკითხი განხილული იქნება პაციენტების მშობლებთან.

„რაც შეეხება ვადებს, რთული სათქმელია, რადგან ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. საუბარია, მათ შორის, იმ ორგანიზაციებზე, რომლებთანაც კომუნიკაცია, კონსულტაცია და მოლაპარაკებები გვექნება. შემიძლია, გადაჭრით ვთქვა, რომ ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება თითოეული გადაწყვეტილება მიღებული, უბრალოდ, ობიექტურად, შესაძლოა, გარკვეულ ნაბიჯებს მომზადება დასჭირდეს, თუმცა ყველაფერი გაკეთდება თითოეული პაციენტის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი დაკვირვებითა და ყურადღებით წარიმართოს, რათა ყოველგვარი რისკი გამოირიცხოს და მაქსიმალური სარგებელი მიიღოს თითოეულმა პაციენტმა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ პროცესის გრძელვადიან პერსპექტივაზეც ისაუბრა.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალში გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, რომლებიც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს, რაც იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით და, ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს

გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

საქართველოში ჩინური მანქანების იმპორტი მაქსიმუმზეა – რა ჯდება ერთი ავტომობილი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 6 თვეში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი წლიურად 66%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა.ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის უკვე მესამე ადგილზეა.უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 4 185 ერთეული (38.473 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 521 ცალი (21.710 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) იყო.შედარებისთვის, 2024 წელის 6 თვეში საქართველოში ჩინეთიდან 1 393 ერთეული (22.777 მლნ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 852 ავტომობილი (10.729 მლნ აშშ დოლარის), 2022 წლის იანვარ-ივნისში კი 348 (2.632 მლნ აშშ დოლარის) ერთეული.სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2026 წლის 6 თვის მდგომარეობით, ჩინური ავტომობილების ღირებულება ზოგად ჭრილში წლიურად მომატებულია.უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-ივნისის იმპორტის მონაცემებით, ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება, დაახლოებით 9.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2025 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 8.6 ათასი აშშ დოლარი. (შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).რაც შეეხება მთლიანობაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ჯამში, 100 616 ერთეული (1.614 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა) ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 12.3%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, გასული წლის 6 თვეში მანქანების იმპორტმა 114 778 ერთეული (1.938 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა.ამასთან, აღსანიშნავია რომ წელს საანგარიშო პერიოდში შემოსული ავტომობილების 4.1% ჩინეთზე მოდის.

დონალდ ტრამპი – ლინდსი გრემს ომი უყვარდა, ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია

ლინდსი გრემს ომი უყვარდა. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მაგრამ მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია. ის ამ საკითხით ძალიან იყო გატაცებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.მისივე თქმით, ეს „კარგი მიზეზების“ გამო ხდებოდა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გრემი ირანთან შეთანხმების მომხრე იყო და აღნიშნავდა, რომ შეთანხმების დადებისთვის კარგი დრო იყო.„ლინდსის შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა – ირანის საკითხზე ის, როგორც იტყვიან, ყოველთვის ძალიან მკაცრი პოზიციის იყო,  მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოზიცია შეიცვალა. ფიქრობდა, რომ შეთანხმების მიღწევა თუ შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გარიგების დადება უკეთესია, ვიდრე ქვეყნის დარჩენილი ნაწილის უბრალოდ განადგურება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლინდსი გრემს უფრო „მებრძოლი“ და ხისტი პოზიცია ჰქონდა და ის მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა.ამასთან, ტრამპმა გრემს უწოდა „დიდი პოლიტიკოსი“, რომელსაც „ადამიანების გაერთიანება შეეძლო“.„ჩვენი ურთიერთობა ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ეს მართლაც შესანიშნავ მეგობრობაში გადაიზარდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გრემი მას ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა.

ირანში ორი მომიტინგე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, - ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

ფასები განახლდა – კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია, ისევ 140 მილიონი ევროა.პირველი ათეული ასე გამოიყურება1-2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) - 220 მლნ1-2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 220 მლნ3. კილიან მბაპე (რეალი) – 200 მლნ4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 170 მლნ5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 160 მლნ6. პედრი (ბარსელონა) – 150 მლნ7-10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ვინისიუსი (რეალი) – 140 მლნ7−10. ვიტინია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ჟოაო ნევეში (პსჟ) – 140 მლნ

ბოლო სიახლეები