პარასკევი, მაისი 15, 2026

მეცნიერებმა იპოვეს სოფელი, სადაც ბიჭებს სასქესო ორგანო არ ეზრდებათ

დომინიკის რესპუბლიკის სოფელ სალინასში მეცნიერებმა უნიკალური მოვლენა დააფიქსირეს: 12-წლამდე ბიჭებს სასქესო ორგანო არ ეზრდებათ. ამასთან, იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც 5-ალფა რედუქტაცესის ფერმენტის დეფიციტი აქვთ, სრულფასოვნად სქესობრივად მწიფდება მხოლოდ ათიდან 7 ბიჭი. ამის შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს.

ახალშობილებს, რომლებსაც კაცის სასქესო ორგანო ფორმირებული არ აქვთ, ხშირად ქალის სახელს არქმევენ და როგორც ქალს ისე ზრდიან. ცხოვრების სტილსა და ქალის სახელს ბევრი სქესობრივი მომწიფების ასაკის, 12-14 წლის მიღწევის შემდეგაც ინარჩუნებს.

ექიმების თქმით, ამ პრობლემის სამედიცინო გზით გადაჭრა, დიაგნოსტიკის მხოლოდ საწყის ეტაპზე შეიძლება. 5-ალფა რედუქტაცესის მკურნალობა რთული პროცესია და ჰორმონალური თერაპიის შედეგი გარანტირებული არ არის. ამასთან, თავად დაავადება გენეტიკურია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიგა ფარულავა – ჩვენთვის „ნაცები“ წითელი ხაზია, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცები“, ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ

ფრაქციის „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ გიგა ფარულავას განცხადებით, მისი პარტია ოპოზიციურ ალიანსში არ გაწევრიანდება.ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ფარულავა ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათთვის „ნაცები“ წითელი ხაზია.„ჩვენთვის წითელი ხაზი, მით უმეტეს, „ოცნების“ მიერ მოსყიდული „ნაცებია“. ეს დაადასტურა კობახიძემაც და მდინარაძემაც, რომელმაც პირდაპირ ეთერში აღიარა, როგორ დაგეგმა და განახორციელა 4 ოქტომბერი მათ მიერ ჩანერგილი აგენტების მეშვეობით. მათი დღის წესრიგი არ გვაინტერესებს, თავიანთ საქმეს მიხედონ. ალიანსში გაწევრიანება არც განგვიხილავს და არც განვიხილავთ. მოსყიდული „ნაცები“ არიან, ძველი და ახალი „ნაცები“. კობახიძემ თქვა, რომ ჩანერგილის სახით „ანიტები“ ჰყავდათ. ბევრი ფაქტია იმის, სუს-ი და „ოცნება“ როგორ აძლევენ აგენტებს, არჩევნების წინ ან მას შემდეგ ფულს. ფაქტები აჩვენებს, რომ, სამწუხაროდ, ისინი „ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედებენ”, – განაცხადა ფარულავამ.ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ პარტიები „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე – ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, მთავარი ამოცანაა, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები

ჩვენ შევხვდით სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩართულ კომპანიებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ მიღებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა მათთან. მათი მხრიდან გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს სექტორში ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხი, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ გავაძლიეროთ მაქსიმალურად კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება. ასევე, გამოვთქვით სრული მზაობა, რომ მომავალშიც მაქსიმალური კონსულტაციების რეჟიმში გავაგრძელოთ თანამშრომლობა შესაბამის კომპანიებთან. სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურას და სათანადო ფასებს. ეს არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა

მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს, ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს, მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ევროპარლამენტმა.„ვხედავთ, რომ ევროპული სტრუქტურები პრაქტიკულად სრულად კარგავენ სახეს. მათთვის არაფერს ნიშნავს მედიის თავისუფლება. რაც დაიწყო ბრიტანეთმა, ის გააგრძელა ახლა ევროპარლამენტმა. ეს არის სრულიად სამარცხვინო, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს. მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს. ევროპარლამენტი დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი გამოსწორდება. აბსოლუტურად საბჭოური მიდგომაა, რასაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. არ გვიკვირს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ინიციატივებით გამოდიან, სარგებლობენ ძალიან საეჭვო რეპუტაციით, მათ აქვთ საეჭვო წარსული. ევროპარლამენტში რასაც ვხედავთ, ეს მთლიან დეგრადაციაზე მეტყველებს“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად გრიგოლ ლილუაშვილი ესწრება.დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა გააკეთა."იკითხებიან სასამართლოში ის ადამიანები, რომლებიც დაადასტურებენ, მათ შორის, გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას. რა თქმა უნდა, აქ არ არის ასეთი მოცემულობა, რომ ყველა ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით გვყავს ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ყველა დეტალზე საუბრობს - ლოგიკურია, ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ზოგადად, ჩვენი პროფესიის და საქმის სირთულეც ის არის, რომ ყველა მოწმეს თავის ფარგლებში აქვს ინფორმაცია. ეს ყველაფერი შემდგომ უნდა შევაჯეროთ, გავაანალიზოთ და ზუსტად ამის საფუძველზე უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება," - აცხადებს საქმის პროკურორიშეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძე 26 მაისის აქციაზე – ოპოზიციას იმის რესურსიც კი არ აქვს, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდა

26 მაისს რაც შეეხება და აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ - 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ოპოზიციური ალიანსის“ მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნებისმიერი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული.„26 მაისს რაც შეეხება, აქ ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი მცდელობა არის სრული წარუმატებლობისთვის განწირული, ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“,- აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები