ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

მეუფე დანიელი – ინტრონიზაციაზე არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, არ ვფიქრობ, რომ მათი არდასწრების მიზეზი პროტესტი იყო – თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ

პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, მას [ჩემთვის] უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მიტროპოლიტი დანიელის თქმით, აღსაყდრების დროს პატრიარქ შიოს თვალზე ცრემლი ბევრ რამეს ნიშნავდა და პირველ რიგში ეს იყო მისიის გააზრების, სიხარულის და მადლიერების ცრემლი.

„ცრემლი პატრიარქის თვალზე ბევრ რამეს ნიშნავდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო შეგნება და გააზრება იმისა, რომ პიროვნებას ღმერთმა ასეთი მისია დააკისრა. რასაკვირველია, ეს იყო უდიდესი მადლიერების განცდა. ეს იყო სიხარულის ცრემლი, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი სიხარული, ეს არის რაღაც ძალიან ამაღლებული. სხვა რამესაც ვიტყვი, ეს ორი თვე, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ძალიან დაძაბული იყო ყველასთვის, იყო შიში, როგორ განვითარდება, რა შედეგები გვექნება, მე ვიცი, რომ პატრიარქ შიოს ღამეები არ ეძინა, ჩვენც არ გვეძინა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, მას [ჩემთვის] უთქვამს, რომ ძალიან მძიმე იყო ეს პასუხისმგებლობა, ჯერ პატრიარქის გაცილებასთან დაკავშირებით, მერე არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გარდა წმინდა ადმინისტრაციული [საკითხებისა], რომ ღირსეულად მოხდეს ყველაფერი, ეს ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, მაგრამ ამას ემატებოდა სწორედ ის, რომ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო ეს. დღეს შემოგვეხმიანა ჩემი ოჯახის ახლობელი ქალბატონი, რომელიც ასი წლის ხდება და თქვა, რომ ძალიან მეშინოდა, რომ პატრიარქის შემდეგ დაიწყებოდა არეულობა და განხეთქილება და გუშინ რომ ვუყურე კურთხევას, ეს შიში გამიქრა. მე მგონი, ეს შიში მთელს საზოგადოებაში გაქრა“, – განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

მიტროპოლიტი დანიელის თქმით, წმინდა სინოდის წევრი ეპისკოპოსები აცნობიერებენ, რომ თუ არ გაერთიანდებიან, იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ აწევენ.

მისივე თქმით, პატრიარქ შიოს აღსაყდრებას ორი ეპისკოპოსი არ ესწრებოდა, მაგრამ მათი არ დასწრების მიზეზი პროტესტი არ ყოფილა.

„პატრიარქ ილია მეორის დროს შეიძლებოდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ჩვენ იმ ჯვარს, რასაც პატრიარქი ატარებდა, ვერ ავწევთ. არ უნდა გავუცრუოთ იმედი არც ჩვენს პატრიარქს[ილია მეორე], რომელმაც ამდენი იზრუნა, ამდენი ჩადო, ჯერ სასულიერო დასში, შემდეგ საზოგადოებაში, მრევლში.

გუშინდელ დღეს[ინტრონიზაციას] ორი მღვდელმთავრის გარდა ყველა ესწრებოდა. მე არ ვფიქრობ, რომ მათი არ დასწრების მიზეზი იყო პროტესტი. არ იყვნენ მეუფე ზენონი და მეუფე ზოსიმე, რომელიც მიესალმა და ძალიან კეთილგანწყობილია ახალი პატრიარქის მიმართ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კირ სტარმერი აცხადებს, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი თუ დაიწყება, ეს პარტიას კრიზისში ჩააგდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პარლამენტში მინისტრებს შეხვდა. როგორც სტარმერმა აღნიშნა, ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი თუ დაიწყება, ეს პარტიას კრიზისში ჩააგდებს.როგორც მედია წერს, ჯანდაცვის მინისტრის, უეს სტრიტინგის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სტრიტინგი ხვალ მინისტრის პოსტიდან გადადგება და კირ სტარმერის წინააღმდეგ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას დაიწყებს.დაუნინგ სტრიტის წარმომადგენლის განმარტებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს სტრიტინგის მიმართ „სრული ნდობა“ აქვს.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ.ტროპარი: წმინდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

დღეს თამარობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყნის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვათახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.ეს დღე განსაკუთრებული ზეიმით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღინიშნება, რადგან გადმოცემით, თამარ მეფემ ჯვარი სწორედ ამ ეკლესიაში დაიწერა.მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედებთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.

577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი – ირაკლი ქადაგიშვილი

577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე.მისივე თქმით, ეს პროცესი ევრობიუროკრატების მხრიდან ეფექტური ვერ არის.„მათ, ამ პროცესში გარკვეული ეფექტი რომ მიღწეული ჰქონოდათ, აქ შედეგი დღეს სულ სხვა იქნებოდა - ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მაგრამ მათ ვერცერთ ჯერზე ვერ მოახერხეს რაიმე კონკრეტული შედეგისა და ეფექტის მიღწევა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.

სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის – ირაკლი ქადაგიშვილი „დემოკრატიების ალიანსის” კვლევაზე

ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია.საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის.„კვარტალურად, გარკვეული ობიექტური კვლევები ქვეყნდება, მათ შორის ევროპული კომპეტენტური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული, რომელიც კონკრეტულ კვლევაზე და კონკრეტულ მოცემულობაზეა აგებული და აღმოჩნდა, რომ სასამართლოს ობიექტურობის, მდგრადობის კუთხით საქართველო ლიდერი სახელმწიფოა ყველა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის. მაგრამ, არსებობს ის პოლიტიკური მიზანი, რაც გააჩნია ბიუროკრატიას, გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს, რა მიზნის მისაღწევადაც ეს ობიექტივიზმი და ეს ობიექტური ინფორმაცია არ აინტერესებთ, ამიტომ მიდიან ყველაფერზე. მიდიან იმაზე, რომ 577-კაციან საფრანგეთის ეროვნულ საბჭოში 68 დეპუტატი იღებს რაღაც განცხადებას და ამ განცხადებით უნდათ საქართველოს წინააღმდეგ შეაიარაღონ სალომე ზურაბიშვილი და ის ადამიანები, ვინც აქ თავისივე ქმედებებით თავის რეიტინგს მინუსისკენ მიაქანებენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბოლო სიახლეები