ხუთშაბათი, სექტემბერი 24, 2026

მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები რეკორდული რაოდენობის მგზავრს მოემსახურა

მიმდინარე წლის პირველი 4 თვე საქართველოს ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. სამივე საერთაშორისო აეროპორტი 2 მილიონ 200 ათასამდე მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, ეს მონაცემი არის ისტორიული მაქსიმუმი ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრიისთვის, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ასევე გაზრდილია საქართველოს აეროპორტებში შესრულებული რეისების რაოდენობაც და ზრდამ 16 პროცენტი შეადგინა.

„ეს დასტურია იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება. მიმდინარე წელს ჩვენს ავიაბაზარს ოთხი ახალი ავიაკომპანია (ბრიტიშ ეარვეისი, იზიჯეტი, ედელვაისი და ტრანსავია – ფრანსი) შემოემატა. ეს ნიშნავს გაზრდილ სიხშირეებს, წვდომას ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც განაპირობებს მგზავრთნაკადისა და ტურისტული ნაკადების ზრდას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მოლაპარაკებებს სტრატეგიულ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა ვიხილოთ მეტი ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ქვეყნის ავიაბაზარზე შემოვა ავიაკომპანია „ეარ სერბია“, რომელიც რეგულარული ფრენების შესრულებას თბილისისა და ბელრადის მიმართულებით დაიწყებს.

„ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დარგების – ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზაზა ფაჩულია – უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტი“ ზაზა ფაჩულიას მისსავე საკალათბურთო აკადემიაში ესტუმრა. ქეთი ხატიაშვილის რუბრიკაში „ჩემს მაგალითზე“, ზაზამ ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.„არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ხარ, თუ ასაკოვანი, უნდა გქონდეს ოცნება, რისთვისაც ცხოვრება უნდა გადადო, ბევრი იშრომო. რაც უფრო ასაკი გემატება ხედავ მაგალითებს, რომ მართლა ყველაფერი შესაძლებელია“.

გიორგი მამარდაშვილი – მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მოვიგოთ

ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე მოახლოებული შეხვედრების შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ისაუბრა.„მნიშვნელოვანი თამაშები მოდის. კარგი განწყობით ჩამოვედი და მაქსიმალურად მზად ვარ. რა თქმა უნდა, 100%-ით მოტივირებულები ვართ ამ თამაშებისთვის და იმედი მაქვს, რომ ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ.პირველი თამაში შედარებით რთული იქნება იმის გამო, რომ მაყურებელი არ გვეყოლება, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს თამაში მოვიგოთ და სამი ქულა ავიღოთ.შემდეგ კი უკვე უკრაინასთან შეხვედრაზე ვიფიქრებთ. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება და ქართველი გულშემატკივარი გამარჯვებას ჩვენთან ერთად იზეიმებს“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

ოთარ კიტეიშვილი – ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მოახლოებული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.„ერთა ლიგის ახალი სეზონი და ახალი ეტაპი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულია. მოკლე პერიოდში გვიწევს ოთხი მატჩის ჩატარება და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელები, რომლებიც ამ თამაშებისთვის არიან გამოძახებულნი, მაქსიმალურად მზად იყვნენ.თითოეული შანსი, რომელიც გვაქვს, მნიშვნელოვანია და მისი გამოყენება აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ერთა ლიგიდან ერთხელ უკვე მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და ვეცდებით, ამ ჯგუფშიც წარმატებას მივაღწიოთ.კარგი სტარტი, განსაკუთრებით კი საშინაო მატჩებში წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, კარგად დავიწყებთ და მიმდინარე შეკრებას დადებითი შედეგით დავასრულებთ“, – ამბობს ოთარ კიტეიშვილი.

საპენსიო ფონდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია ერთჯერადი და განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში იმ დამსაქმებლების მხარდაჭერა, რომლებსაც საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული გადაუხდელი  ჯარიმები გააჩნიათ.კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სრულად შეასრულებს საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის ვალდებულებას.ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება შეეხება, 2026 წლის 18 სექტემბრამდე დაკისრებულ და გადაუხდელ ადმინისტრაციულ სახდელს, რომელიც 2025 წლის 1 მაისის შემდეგ წარმოშობილი საპენსიო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარეობს.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმებიც, რომლებითაც საპენსიო შენატანის განუხორციელებლობისთვის ჯარიმის ოდენობა 300 ლარით განისაზღვრა. ამავე თარიღიდან, თუ დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება და მისი დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სრულად დაფარავს საპენსიო შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.კანონი ასევე ითვალისწინებს, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და აღსრულების პროცედურების დროებით შეჩერებას. ამ პერიოდში შესაბამისი საქმეების აღსრულებას შეაჩერებს აღსრულების ეროვნული ბიუროც, ხოლო საპენსიო ფონდი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აღსასრულებლად არ მიაქცევს.მნიშვნელოვანია, რომ საქმის წარმოების შეჩერება არ იწვევს საპენსიო შენატანზე საურავის დარიცხვის შეჩერებას.დამსაქმებლებს შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრულ ვადაში სრულად შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათით.კანონის მიხედვით, ჯარიმისგან გათავისუფლების პროცესისთვის დამსაქმებლის მხრიდან დამატებითი განცხადების ან მიმართვის წარდგენა საჭირო არ არის. შეღავათი ავტომატურად გავრცელდება იმ დამსაქმებლებზე, რომლებიც კანონით განსაზღვრულ პირობებს დააკმაყოფილებენ.2026 წლის 15 ოქტომბრიდან ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს საპენსიო ფონდის, ისე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემებში.დამსაქმებელს შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის  და საბალანსე თანხის შესახებ ინფორმაციის შემოწმება შეუძლია საპენსიო ფონდის ელექტრონულ სისტემაში www.pensions.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საპენსიო ფონდის ცხელ ხაზს 14 80-ზე.

„გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი“ – იაგო ხვიჩია

"გვინდა, რომ პარაზიტებისგან გაიწმინდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. მიხეილ სააკაშვილიც გამოვიდეს და ღიად თქვას, რომ შეცდომა იყო, ხალხო, რომ მოგიწოდებდით არჩევნებში არ მონაწილეობისკენ და ბოიკოტისკენ. აბა, მოდით დავდგეთ ერთად, მოდით წარმოვადგინოთ ქვეყანას როგორი მომავალი გვინდა," - ამის შესახებ "თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ორწლიანი დაგვიანებით ამბობენ იმას, რასაც თავად და მისი თანაგუნდელები იძახდნენ." მაქვს, ოღონდ ძალიან დიდი დაგვიანებით. აი, მაგალითად, ჩემი დაკვირვებით, ორწლიანი დაგვიანებით ხდება ყველაფერი "ნაცმოძრაობის" და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. იმიტომ რომ, მე ასე დავაკვირდი - ჩვენ რაღაცას ვამბობდით, აი, მაგალითად, მთელი ქვეყანა რომ იძახდა, მიხეილ სააკაშვილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეთო, ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ხალხო, გადაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ერთი-ორი წლის შემდეგ, როცა მოჰბეზრდათ სხვადასხვა საავადმყოფოებში სიარული, მერე დაიწყეს ამ ნარატივის გავრცელება.ჩვეულებრივად მიგვაჩნია, რომ ბუნებრივი ამბავია, სამწუხაროდ, რომ "ნაცმოძრაობა" იმდენად იგვიანებს, რომ მერე ისინი იტყვიან თუ არა, ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა ნაკლებად აქვს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები