ორშაბათი, აპრილი 27, 2026

მამუკა მდინარაძე – ზოგადად არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, შედარებით სუსტია

ზოგადად არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ, არის შედარებით სუსტი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მდინარაძე გამოეხმაურა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და აღნიშნა, რომ ქვეყნის პირველი პირის შენიშვნების გაზიარება-არგაზიარების საკითხზე წინასწარ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან ფრაქციის წევრები არ შეიზღუდონ.

„თქვენ მეკითხებით პოზიციას იმასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაზეც ვიკრიბებით. დღეს არა მარტო ამ საკითხზე გვექნება მსჯელობა. საკმაოდ კარგი არგუმენტები ჰქონდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მაგრამ ბოლო განხილვების დროს გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის ვეტოს მხარდამჭერი არგუმენტები მაინცდამაინც სიმყარით არ გამოირჩეოდა, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამ საკითხს და დღეს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება.
ერთი დეპუტატი მამუკა მდინარაძე მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ გავაკეთო შეფასება, რადგან მე არ მინდა შევზღუდო ჩემი ფრაქციის წევრები წინასწარი პოზიციით, ამიტომ წინასწარ აზრს ვერ დავაფიქსირებ. ზოგადად არგუმენტები, რომ ჩვენ პრეზიდენტის ვეტო გავიზიაროთ არის შედარებით სუსტი. მაგრამ როცა საუბრობენ მაგალითად იმაზე, რომ თუ 2012-2013 წლების შემდეგ სარეკლამო ბაზარმა იკლო, ეს არ არის მართალი, აქედან გამომდინარე, ამ არგუმენტის გამოყენება საფუძვლად სხვა დანარჩენი პოზიციისა, რომელიც ამყარებს პრეზიდენტის პოზიციას, არის შეუძლებელი. ასეთივე არგუმენტები ხმოვანდება ბოლო დღეების განმავლობაში. ადამიანები პარლამენტში დადიან მხოლოდ და მხოლოდ მესიჯბოქსით და არა არგუმენტებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პარლამენტი „მაუწყებელობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს უყრის კენჭს. უმრავლესობა დღეს ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – როგორც ირკვევა, ნიკა მელია აპირებდა საღამოს პროცესზე მოსვლას ჩემთან სადებატოდ, კარგია, რომ არ დავრჩი ამ პროცესზე, გადავრჩით

ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს,  – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით“.„დღეს ორი ე.წ. სასამართლო ჩამინიშნეს. დილის პროცესის შემდეგ, რამდენიმესაათიანი მოცდა მიწევდა სასამართლოს საკუჭნაოში „ზვიგენის საბოტაჟის“ საქმის განხილვამდე. ამიტომ ჩემი სათქმელი დილასვე ვთქვი და ციხეში დავბრუნდი. ახლა ირკვევა, რომ საღამოს პროცესზე ნიკა მელია აპირებდა მოსვლას და ემზადებოდა ჩემთან სადებატოდ, მანამდე ნიკა ბოიკოტირებდა სასამართლოს. ხოდა, ვიფიქრე, რომ კარგია რომ არ დავრჩი დღეს. ძალიან მძიმე აღსაქმელი იქნებოდა დიქტატურის ტყვეების ვერბალური პაექრობა შუშის ვოლიერს შიგნით, როგორც რომში არენაზე დატყვევებული გლადიატორების. ეს არა მხოლოდ უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებდა დიქტატორს, არამედ უპრეცედენტო იქნებოდა მსოფლიო პოლიტპატიმართა ისტორიაში.  ასე რომ, გადავრჩით და იმედია, მომავალში არ ჩავიყენებთ თავს სასაცილო მდგომარეობაში. ძალა ერთობაშია“, – წერს სააკაშვილი. 

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.მიხეილ მაღლაკელიძემ 1997 წელს დაამთავრა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ, 28.11.2019 - 24.06.2025 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 10.10.2014 - 28.11.2019 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა. 13.03.2013 - 23.03.2013 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე. 11.2012 - 01.2013 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 10.1996 - 11.2012 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სხვადასხვა პოზიცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოს აღმოსავლეთის მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი. ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი განცხადებას ავრცელებს

,,დღეს ოფიციალურად და წერილობით მივმართე ტელევიზია Obieqtivi TV-ს, რათა მიიღოს ზომები და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ დავით თარხან-მოურავის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ნაბიჯის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენა და ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაციის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღნიშნული მედიისთვის. მჯერა, რომ მინაბის სკოლის ბავშვები უცოდველი ანგელოზები იყვნენ და მათ შესახებ სიცრუის გავრცელება დაუშვებელია. პასუხისმგებლიან მედიას საზოგადოებისა და სიმართლის წინაშე აქვს ვალდებულება, გაასწოროს არასწორი ინფორმაცია. გამჭვირვალობა არის საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი და ორი ერის საერთო მომავლის გარანტია''-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ალი მოჯანი ავრცელებს.შეგახსენბთ, ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანმა დავით თარხან მოურავი ტყუილში ამხელს

სამხრეთ სუდანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბასთან ახლოს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სამოქალაქო საავიაციო სამსახურის განცხადებით, შემთხვევა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა.მათივე ცნობით, კატასტროფა კომპანია CityLink Aviation-ის თვითმფრინავმა, Cessna 208 Caravan-მა განიცადა და მის ბორტზე მყოფი 14-ვე პირი, 13 მგზავრი და ერთი პილოტი, დაიღუპა. დაღუპულებიდან 12 – სამხრეთ სუდანის, ორი კი კენიის მოქალაქე იყო.წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა.

Reuters – ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბა

ისრაელმა აღმოსავლეთ ლიბანში საჰაერო დარტყმები განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად ბექაას ხეობაში „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს.ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰეზბოლამ“ სამხრეთ ლიბანში ისრაელელი ჯარისკაცების მიმართულებით დრონი გაუშვა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ დრონით თავდასხმა ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკზე განახორციელეს.ცნობისთვის, ბექაას ხეობაში დარტყმები პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 16 აპრილს აშშ-ის შუამავლობით ისრაელმა და ლიბანმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ოფიციალურმა პირებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად ოფიციალური შეხვედრები გამართეს. 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სამი კვირით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადა.

ბოლო სიახლეები