კვირა, სექტემბერი 27, 2026

მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დღეს გუბერნატორებს შეხვდება. შეხვედრა თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში 19:00 საათზე დაიწყება.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ გუბერნატორებმა თავიანთი რეგიონების შესახებ პრეზენტაციები და პრობლემური საკითხები უნდა წარადგინონ და თუკი პროცესში საკანონმდებლო ორგანოს ჩარევა გახდება საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა ამისათვის მზად არის.

დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იქნება შრომისა და მშენებლობის უაფრთხოების საკითხი, ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დეტალები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – თუ გვსურს, ერი კვლავ გაერთიანდეს, გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება, ძალიან ვხარობ, რომ დღეს ყველა ადამიანი...

როდესაც ვცდილობთ, ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს, მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.პატრიარქმა მართლმადიდებლებს ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„თქვენო აღმატებულებავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, თქვენო აღმატებულებავ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარევ, მაღალყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო გილოცავთ ჯვართამაღლების დიდებულ დღესასწაულს, დღეს ვფიქრობთ უფლის ჯვარზე მის მნიშვნელობაზე და ძალაზე. შეგვეწიოს ყველას მისი ძალა და მადლი ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.უფალი იესო ქრისტე ნებსით მოკვდა ჯვარზე ჩვენ ცოდვილებისთვის დამნაშავეებისთვის რომ გადაგვარჩინოს, გვიხსნას და გვაცხონოს და აი, ჩვენ როდესაც თაყვანს ვცემთ მაცხოვრის ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ პირველ რიგში აი, ამ სიყვარულის ღვაწლს, დიდი თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს. სწორედ ეს სიყვარული აღსრულდა, ეს ღვაწლი აღსრულდა ჯვარზე. ჩვენ ასევე ჯვრის თაყვანისცემით თაყვანსა ვცემთ ჩვენი მკვდრეთით აღდგომის იმედს და სიხარულს. რადგან, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. მაგრამ სწორედ ამ დროს აღდგა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი იმედიც სწორედ ამაშია. რომ ცოდვის უფსკრულიდან დაცემულობის უფსკრულიდან ჩვენ შეიძლება აღვდგეთ ქრისტიანული ცხოვრებისთვის. და ღმერთთან თანაზიარებისთვის.მძიმე და დიდი იყო ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თქვენ იცით, ის ხისგან იყო დამზადებული და მას შემდეგ სხვადასხვა ადამიანები აკეთებდნენ ასეთი დიდი ზომის ჯვრებს და ერთობლივი ძალისხმევით მიაბრძანებდნენ იერუსალიმში და გოლგოთის გზაზე აჰქონდათ. ზოგს თავიანთ სენაკებაში ჰქონდა, მაგალითად ღირს ალექსი შუშანიას სენაკში ჰქონდა და მხრებზე იდებდა ლოცვის დროს. აი, ჩვენს წინაშე აღმართულია თხოთის ჯვარი. თქვენ იცით, რომ თვით წმინდა ნინომ, მეფე მირიანმა, დედოფალმა ნანამ აღმართეს ეს ჯვრები. პირადად მცხეთის მთაზე აიტანეს.მაგრამ ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან ან სხვა რაიმე მასალისგან დამზადებული. არსებობს ასევე სულიერი ჯვარიც, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან და განსაცდელებისგან, მწუხარებებისგან, სნეულებებისგან ოჯახური სირთულეებისგან. და როდესაც ადამიანი სცოდავს და ამ ცოდვაში ჯიუტად ყოფნას განაგრძობს მაშინ, ამ ჯვრებს, ამ თავის ჯვარს ამძიმებს. ხოლო როცა ადამიანი ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ის თავის ჯვარს ამსუბუქებს.ეს რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ ვცდილობთ ჯვარს გავექცეთ, მოვიშოროთ, ჩვენ ვშორდებით ქრისტეს ჯვარს, ჩვენ ვშორდებით თვით უფალს. მაგრამ როდესაც ჩვენ მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით ვღებულობთ, ვზიდავთ ჩვენ ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება. მაშინ ჩვენ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული. აღდგომის სიხარული. ამიტომ ვეცადოთ, ვებრძოლოთ ცოდვას და ნუ ვიქნებით სულმოკლენი ჩვენი ჯვრის ზიდვაში. მაშინ უფალი ჩვენთან იქნება, ჩვენ ვივლით ქრისტეს გზით და ასე ამ სიხარულით ყოველთვის უფალთან ვიქნებით. მოგვმადლოს ეს უფალმა ჯვრის ძალითა და მადლით“,- განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.შიო მესამემ სოხუმის დაცემის დღეზეც ისაუბრა.„დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამწუხარო და ტრაგიკულ მოვლენას ჩვენი უახლესი ისტორიისა. შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან, სოხუმის დაცემიდან. ამ საშინელმა ომმა მოიტანა 30 000 მდე დაღუპული ადამიანი, ასობით ათასი განდევნილი თავისი მიწა-წყლიდან, თავისი კუთხიდან, სახლიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ომის შემდეგ, უკვე კოდორის გზაზე სიარულისას, კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესეც დიდი ჯვარია ღვთისგან დადებული და არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა სოხუმის დაცემა და იოანე ოქროპირის ხსენებაც ხომ სწორედ ამ დღეს არის, რომელიც დაკრძალული იყო აფხაზეთში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ომზე და ალბათ, მე მახსენდება კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვები – რომ იმ ომში არავინაა გამარჯვებული, აფხაზებიც და ქართველებიც დამარცხდნენ. ჩვენ თუ გვინდა რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და მარგებელი იყოს ჩვენთვის, რომ ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, შენდობა, ურთიერთპატიება. მე ძალიან ვხარობ იმით, რომ დღეს ყველა ადამიანი საქართველოში ამ განწყობით არის. ეს გვაერთიანებს, ასეთი დამოკიდებულება აფხაზების და აფხაზეთის მიმართ. და იმისადმი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი შემდგომი ცხოვრება და ერთად ყოფნა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ჯვართამაღლებას.დღეს ჩვენ აღვასრულეთ პანაშვიდი, მოვიხსენიეთ ყველა, ვინც დაიღუპა ომში, აფხაზებიც და ქართველებიც. ასევე გავიხსენეთ ცხინვალში გარდაცვლილი ჩვენი მეომარი ძმები და დები. ღმერთმა აცხონის მათი სულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჯვრის ძალამ და მადლმა გაგაძლიეროთ ყველანი. ჯვრის ძალით და მადლით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გადაარჩინოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“,- აღნიშნა შიო მესამემ.

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ირანის სამშვიდობო წინადადება უარყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ირანს სურს ნებისმიერი მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესა და აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადაზე იყოს ფოკუსირებული, ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ირანელები დათმობაზე წავიდნენ ბირთვულ საკითხში. ,,მათ წინადადება წამოაყენეს, და მე ის უარვყავი,” - განაცხადა ტრამპმა. ერთი-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, როგორც აქამდე იყო, აშშ-სა და ირანს შორის შუამავლების მეშვეობით მიმდინარეობს ,,პოზიტიური და კონსტრუქტიული” განხილვები, მათ შორის ბირთვულ საკითხზე. ცნობისთვის, ირანმა აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნა და ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა ერთ კვირაში, თუ აშშ საზღვაო ბლოკადას მოხსნის, ნავთობის გაყოდვაზე სანქციებს გააუქმებს და მთელ რეგიონშ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღადგენს. Axios-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, 22 სექტემბერს მოლაპარაკებების დროს ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა ირანულ მხარეს მკაფიოდ გააგებინეს, რომ ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს და ამიტომ არ შეუძლია მასთან დაკავშირებით მოთხოვნების წამოყენება.

ხვიჩა კვარაცხელია – მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება

ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ვილი სანიოლის წასვლას.„მადლობა, ვილი! ერთად ბევრი რამ გავიარეთ, დავძლიეთ სხვადასხვა სირთულე, პირადად მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ავიხდინეთ ბავშვობის ოცნება და ჩვენი ქვეყნის სახელი ევროპის ჩემპიონატზე გავიტანეთ, ეს შენთან ერთად მოვახერხეთ და ამ წარუშლელი ისტორიის მონაწილეები ერთად გავხდით. ეს სიხარული და ემოცია, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად გავიზიარეთ, ყოველთვის გამორჩეულ ისტორიად დარჩება. ამ პერიოდისთვის და ერთად გატარებული წლებისთვის განსაკუთრებულ მადლობას გიხდი, ეს საფეხბურთო თავგადასავალი არასდროს დაგვავიწყდება. წარმატებებს გისურვებ მომავალში, ჩვენ კვლავ შევხვდებით“, – წერს კვარაცხელია.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

რევაზ ჩიკოიძე მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე (J2, 95+კგ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია.თბილისში მიმდინარე პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ჩიკოიძემ წარმატებით იასპარეზა, ხოლო ფინალური შეხვედრა ყაზახ შუკურბეკოვთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.ტურნირზე ოქროს მედლები საქართველოს დელეგაციას ლევან გუგავამ (J2, 81 კგ) და საბა ბაღდავაძემ (J1, 81 კგ) მოუტანეს.პარაძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი 27 სექტემბერს დასრულდება.

ვილი სანიოლი – ძვირფასო საქართველო, ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული, ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით – მთელი გულით...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ექვსწლიანი თანამშრომლობის დასრულების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტი გულშემატკივარს გამოსამშვიდობებელი წერილით მიმართავს.„ძვირფასო საქართველო,გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით“, – ამბობს სანიოლი.შეგახენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე გახდა, რომელიც გუნდს 2028 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს. 

ბოლო სიახლეები