სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

ლევან ხაბეიშვილი – ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს, ამიტომ ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს

ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა აპირებენ არჩევნების ჩატარებას, წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ივანიშვილის რეჟიმი იმსახურებს მშვიდობიან დამხობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ“.

„ბიძინა ივანიშვილი იჭერს ყველას, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია. თუ არ ვლაპარაკობთ პეპლებზე, პინგვინებზე, თუ ვისაუბრებ, რომ პენსიებმა მოიმატა, ადამიანებს ხელფასები მოემატათ, ყველაფერი კარგად არის, ეკონომიკა დუღს – რა კარგი კაცია, ეს იყოს თავისუფალიო, მაგრამ როგორც კი ლაპარაკობ გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე, რუსულ რეჟიმზე და იმაზე, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ, მაშინ აუცილებლად უნდა დაგაპატიმრონ. მას ასე წარმოუდგენია. პირდაპირ გეტყვით, არ მომწონს ყოველდღიურად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა, ველოდებით, ვის როდის დააკავებენ. ჩემი აზრია, რომ ქართველ ხალხს სრული უფლება აქვს, თავი კი არ დავიცვათ, არამედ ბიძინა ივანიშვილს გამოვგლიჯოთ ხელისუფლება, მათ შორის ყველა იმ ხერხით, რომელიც დასაშვებია კონსტიტუციით. კონსტიტუციაში წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ქვეყანა  ეკუთვნის ქართველ ხალხს. ამიტომ, ვფიქრობ, იქით არის შესატევი, იქით უნდა ვიყოთ თავდასხმის რეჟიმში და იქით უნდა იყვნენ თავდაცვის რეჟიმში. გულწრფელად ვფიქრობ ასე. ეჭვი მაქვს, საბოლოო ჯამში, ამის მობილიზებას შევძლებთ, ქართველი ხალხი დაირაზმება ივანიშვილის წინააღმდეგ. მე თუ მკითხავთ, დღესაც მინდა. მეტსაც გეტყვით, 2012 წელს რომ მოვიდა რუსული ხელისუფლება და რუსეთის აგენტები – ჩახალიანები და შკრილნიკოვები გამოუშვა, მაშინვე ცხადი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, გავრილოვი მარტო 2019 წელს კი არა, 2013 თუ 2014 წელი იყო, დაასეირნებდნენ დედაქალაქის ქუჩებში და მაშინვე ვაპროტესტებდი. ჩემთვის ეს ხელისუფლება რუსული იყო თავიდანვე. ახლა მთელი მსოფლიო აღიარებს, ამას ხომ ვხედავთ. მათ არავინ ართმევს ხელს, ყველა აღიარებს, რომ რუსული ხელისუფლებაა. ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერი, როცა ისინი აპირებენ არჩევნების ჩატარებას. ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მათ თქვან, რომ არჩევნებს ვატარებთო. როგორ უნდა ჩაატარონ არჩევნები, ყველა პარტიის თავმჯდომარე და ლიდერი ციხეში ჰყავთ. „ახალის“ თავმჯდომარეები ერთი, მეორე ციხეში, „გირჩის“ თავმჯდომარე ციხეში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეს ციხეში უშვებენ, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში, „ლელოს“ თავმჯდომარეები და ხელმძღვანელები ციხეში. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი და ფაქტობრივი ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში. გავიგე, რომ სოზარ სუბარია გარეთ და ალბათ ფიქრობენ, მას მიაღებინებენ მონაწილეობას. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ წინააღმდეგობა არის ერთადერთი შესაძლებლობა, ბიძინა ივანიშვილი ამ დღეში არ გვამყოფებდეს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიტიკურ ოპონენტებს. მე თუ მკითხავთ, ამ ხელისუფლებას არჩევნები, დემოკრატია გაუქმებული აქვს. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მშვიდობიან დამხობას იმსახურებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები