გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, წლების განმავლობაში დედაქალაქში ქაოტური განაშენიანება მიმდინარეობდა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებები კი, მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დაკვეთაც არის.
“მნიშვნელოვანია ის რეკრეაციული და ლანდშაფტური ზონები, რომელიც ქალაქში არსებობს, შენარჩუნებული იქნას. არის იმის საშუალება, რომ თუ ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა, მშენებლობაზე ნებართვები გაუქმდეს. ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების კუთხით.
არის შემთხვევები, როდესაც ნაყიდი აქვთ კერძო საკუთრება , მაგრამ სტატუსია სარეკრეაციო, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ სავალდებულოა შეიცვალოს სტატუსი. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქაოტურ განაშენიანებებთან ბრძოლა“- აღნიშნა კუჭავამ.
ცნობისთვის, პარლამენტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფება, რომელიც თბილისის საკრებულოს და პარლამენტის წევრებს სითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმას აცნობს. შეხვედრას ოპოზიციის წევრები არ ესწრებიან.