პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026

კახა კალაძე – ძლიერი თვითმმართველობა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას ყველა თანაბრად არ გაიზიარებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა საქართველოს თვითმმართველობის განვითარების ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მოხარული ვარ, რომ დღეს ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობ, როგორც დედაქალაქის მერი და როგორც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.
ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობას ჰქონდეს მეტი რესურსი და მეტად განვითარდეს, რადგან სწორედ ძლიერი თვითმმართველობაა ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ღერძი. სწორედ ამ მიდგომით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ერთხელ უკვე გატარდა ძირეული რეფორმა და ახლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის ამ რეფორმის შედეგების გამყარება, დეცენტრალიზაციის პროცესის გაღრმავება და მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ განვიხილავთ თვითმმართველობის განვითარების ახალ ხედვას, რომელსაც მომდევნო წლებში ჩვენი საქმიანობა დაეფუძნება. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, არც ერთი ხედვა არ გაამართლებს, თუ მის ძირითად პრინციპებს და ეფექტიანი თვითმმართველობის განხორციელების პროცესზე პასუხისმგებლობას თანაბრად არ გაიზიარებს ყველა – ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და მთლიანად, საზოგადოება.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვმართოთ, ერთად ვიზრუნოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემოს და ჩვენი ყოფის გაუმჯობესებაზე, ამიტომაც საჭიროა, კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის პროცესში, ყურადღება დაეთმოს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის ხარისხის ზრდას, გაიზარდოს თვითმმართველობის უფლებამოსილება და რესურსები, გაუმჯობესდეს სერვისები და ეფექტიანად გადაიჭრას მოსახლეობის პრობლემები, რათა თვითმმართველობის ორგანოებსა და მოქალაქეებს შორის შემცირდეს დისტანცია, გაჩნდეს ნდობა და განვითარდეს თანამშრომლობა”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია. “გვინდა დაგიდასტუროთ მზადყოფნა თანამშრომლობისთვის. იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები და მზად ვართ, ამ რეფორმებში მივიღოთ მონაწილეობა. გვინდა კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მივცეთ მოსახლეობას, რომ ჩაერთონ რეგიონების, ქალაქების განვითარებაში და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც დღეს აქტუალურია”, – განაცხადა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“სკოლისაკენ უნდა მიიჩქაროდეს, აი იას უნდა კითხულობდეს მაგრამ არა, სიცოცხლისთვის იბრძვის” – 6 წლის მახარეს, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

6 წლის მა­ხა­რე ყვა­ვა­ძეს, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა. მა­ხა­რეს მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში და­უს­ვეს.თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა ორ­თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა დიდ რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ოჯახ­მა ის თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნა. მკურ­ნა­ლო­ბა კი ისეთ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნად­გო­მის გა­რე­შე, არა­ფე­რი გა­მო­ვა."ჩემს შვილს, 5 წლის მა­ხა­რეს მწვა­ვე ლიმ­ფობ­ლას­ტუ­რი ლე­ი­კე­მია და­უდ­გინ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმ რის­კე­ბი­სა, რაც ტრან­სპორ­ტი­რე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თურ­ქეთ­ში, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში წა­ვიყ­ვა­ნე. მა­ხა­რემ გა­უძ­ლო გზას და უძ­ლებს ახ­ლაც უდი­დეს გან­საც­დელს. ის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია. ჩემს პა­ტა­რას და­ხუ­რუ­ლი აქვს ერთი ფილ­ტვი, ექი­მე­ბი ცდი­ლო­ბენ აუ­მუ­შა­ონ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა.რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი დღის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის კი არა, ძა­ლი­ან მდი­და­რი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც უდი­დე­სი თან­ხა იქ­ნე­ბოდა - ერთ დღე­ში 1500 დო­ლა­რი გვჭირ­დე­ბა მხო­ლოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ის­თვის. ცალ­კეა და­მა­ტე­ბი­თი ანა­ლი­ზე­ბის და კვლე­ლე­ბის ხარ­ჯე­ბი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ გთხოვთ დახ­მა­რე­ბას, ჩემი მა­ხა­რეს გა­და­სარ­ჩე­ნად. თქვე­ნი თა­ნად­გო­მის გა­რე­შე აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დი. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ხალ­ხო, ვინც გვერ­დით მიდ­გა­ხართ, ახლა თითო ლარ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბეწ­ვის ხიდ­ზე გავ­დი­ვართ", - წერს ბავ­შვის მამა, გია ყვა­ვა­ძე."სკო­ლი­სა­კენ უნდა მი­იჩ­ქა­რო­დეს! მერე,სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, შე­მოდ­გო­მის მზი­ა­ნი დღე­ე­ბით აფე­რა­დე­ბულ ეზო­ში, "დედა ენით" ხელ­ში, აი იას უნდა კი­თხუ­ლობ­დეს! ლექ­სებს ისე ხმა­მაღ­ლა უნდა კი­თხუ­ლობ­დეს, სამ­ყა­რო უს­მენ­დეს სულ­გა­ნა­ბუ­ლი! მაგ­რამ არა!..ახლა ის სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის! ჯერ ექ­ვსი წლი­საც არ არის! უცებ,ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად,მო­ვი­და გან­საც­დე­ლი,ვერ გა­ვი­აზ­რეთ! ისე და­ვი­ბე­ნით,ვერ მივ­ხვდით, რა უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა! ახ­ლაც ვერ ვხვდე­ბი, ღმერ­თო, რომ ეს ტკბი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე, მე­ოც­ნე­ბე ბიჭი ამ ურ­თუ­ლეს გზას გა­დის!როცა ქა­რიშ­ხა­ლი ჩად­გე­ბა(და მჯე­რა,აუ­ცი­ლებ­ლად ჩად­გე­ბა), მე მო­ვუყ­ვე­ბი მა­ხა­რეს,რო­გორ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა მთე­ლი სამ­ყა­რო! ყვე­ლა წამს ვთხოვ ღმერ­თს,არ მიგ­ვა­ტო­ვოს! ეს ბრძო­ლა შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნოს და მოგ­ვა­გე­ბი­ნოს", - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, მა­რი­ნა ყვა­ვა­ძე.ან­გა­რი­შის ნომ­რე­ბი:თი­ბი­სი ბან­კი: #GE14TB7263736010300007საქ. ბან­კი: #GE88BG0000000027396100მიმ­ღე­ბი: პა­ა­ტა ქურ­ცი­კი­ძე (ბიძა)

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელი პარტნიორები და სტუდენტები კომპანია „ნიკორას“ წარმოების პროცესს გაეცნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივითა და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები პარტნიორ კომპანია „ნიკორას“ ესტუმრნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ქართული პროდუქციის წარმოების პროცესის ადგილზე გაცნობა და საქართველოს ბიზნესგარემოს შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღება. სტუმრებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს - ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ გუგული ყურაშვილს, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორებს - ავთანდილ ადეიშვილსა და ბესიკ შერაზადიშვილს, შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ დაკვირვებოდნენ წარმოების პროცესის სხვადასხვა ეტაპს, გაცნობოდნენ ადგილობრივი კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასა და პროდუქციის შექმნის პროცესს.სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის - ნატო ქათამაძის თქმით, მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივები ხელს უწყობს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტთა პროფესიული ხედვის გაფართოებასა და სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესგარემოს შესახებ ცოდნის გაზიარებას.„ჩვენი მთავარი ამოცანაა, სტუდენტების ინტერესებისა და პროფესიული განვითარების საჭიროებების გათვალისწინებით, ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებას. ამ მიზნით, მუდმივ კომუნიკაციას ვინარჩუნებთ შრომის ბაზარზე წარმატებულ პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან, რათა ახალგაზრდებს შევუქმნათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ და უკეთ გაეცნონ თანამედროვე ბიზნესგარემოს.გერმანელი სტუდენტებისთვის საქართველოს ბიზნესსექტორის გასაცნობად გადავწყვიტეთ, გვეჩვენებინა ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანია - „ნიკორა“. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის შეფუთვამდე. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ვიზიტმა სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, კომპანია „ნიკორას“, კერძოდ, ბრენდ „ნიკორას“ გენერალურ მენეჯერს, კონსტანტინე შატაკიშვილს, რომელმაც სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წარმოების პროცესის, მისი სპეციფიკისა და პროდუქციის შექმნის ეტაპების შესახებ“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

“ეს არის რევოლუციური შეთქმულთა ჯგუფები რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ”

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს – გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ ასეთი რამ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევასთან დაკავშირებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ასევე, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებებს გამოეხმაურა.„არადა ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ“, – აღნიშნა მან.საქართველოს ხელისუფლებას ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა. ისტორიულ-სამართლებრივი პროცესით შეშფოთდა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი ნიკლას ვაგნერიც.

ანზორ ჩუბინიძე – თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები კომპლექსური და ტრანსნაციონალურია, აუცილებელია ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ფორუმი „დიდი კედელი – 2026“ კარგი საშუალებაა

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიციის ძალების (PAP) მიერ გამართულ მე-6 საერთაშორისო ანტიტერორისტულ ფორუმში „დიდი კედელი – 2026“.ანზორ ჩუბინიძემ საუბრისას ყურადღება ფურუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ გამოცდილების გაზიარების კარგ საშუალებას იძლევა.„ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება აზრთა ურთიერთგაცვლის, ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების. მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები არის ძალიან კომპლექსური და ტრანსნაციონალური. აუცილებელია ამაზე პროფესიონალური აზრის შექმნა და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით „დიდი კედელი – 2026“ საერთაშორისო ფორუმი არის ძალიან კარგი საშუალება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართავს.„ყველას დიდი მადლობა ხვიჩას სიყვარულისთვის და გამხნევებისთვის.ხვიჩას უფალმა არგუნა ის ბედი, რასაც გადის, წარმატებაც და განსაცდელიც, უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება!! ის უფალს უყვარს და უფრო ძლიერს დაუბრუნებს თავის ქვეყანას და გულშემატკივრებს! ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე!! მადლობა!!!ამაყი ვარ შენი სიძლიერით დედი!“, - წერს მაკა ლუკავა სოციალურ ქსელში.ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში, „ბარსელონასთან“ გამართული შეხვედრის დროს დაშავდა.„პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალური ინფორმაციით, კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.მძიმე ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. მისი მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო სიახლეები