ორშაბათი, მარტი 9, 2026

კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სახეობის 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სახეობის, 51 871 მწვანე ნარგავი დაირგო, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დაითესა ბალახი 157 710 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნიადაგის მულჩირების სამუშაოები ჩატარდა 11 176 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

„დაირგო სხვადასხვა ჯიშის 418 166 ძირი სეზონური ყვავილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 პარკსა და სკვერს.

განხორციელდა მწვანე ნარგავების ფიტოსანიტარიული კვლევა და შემდეგ წამლობა სხვადასხვა მისამართზე, 129 897 ძირ მწვანე ნარგავზე.

კონკრეტულად: განახლდა ვეტერანთა, კულტურისა და დასვენების პარკი, რომლის ფართობიც 72 100 კვადრატული მეტრია. ტერიტორიაზე, ჯამში 6 088 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ვარკეთილის დასახლებაში, დ. ალექსიძის ქუჩაზე არსებულ სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო. შედეგად 8 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე 1 879 ძირი ხე და 2 423 ბალახოვანი მცენარე დაირგო. ასევე, დაითესა 6 200 კვ.მ ტერიტორიაზე ბალახი.

რეაბილიტირდა ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერი, რომლის ფართობიც 7 180 კვადრატული მეტრია. დაირგო სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესა ბალახი ჰიდროთესვის პრინციპით.

განახლდა მოსკოვის გამზირზე არსებული ორკილომეტრიანი შუა ზოლი, სადაც საბავშვო და სპორტული მოედნები, ველო და სასეირნო ბილიკები, განათების, სარწყავისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყო. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის 9 063 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

ევროპის ქუჩაზე არსებულ ორკილომეტრიან შუა ზოლში 746 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

დაირგო 70-მდე ძირი მწვანე ნარგავი ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებულ შუა ზოლში.

აღმაშენებლის გამზირზე, №59ა-ში მდებარე ვერტიკალური კედელი, რომლის ფართობიც 200 კვადრატულ მეტრზე მეტია, 19 894 ძირი მცირე ზომის ახალი მცენარით შეივსო.

26 მაისის მოედანზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვ. მ-ია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5 264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.

4 208 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო გულუას ქუჩაზე, 5 000 კვ.მ ფართობზე, სადაც გამწვანებული კუნძულები მოეწყო.

თამარაშვილის ქუჩაზე ახალ გზაგამყოფ კუნძულებზე 2 044 ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. ასევე, 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბალახის საფარი.

სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის რაიონის გამგეობის შენობის მიმდებარედ არსებულ კუნძულები 300-მდე ნარგავით გამწვანდა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ ზოლში 50-მდე ძირი მწვანე ნარგავი დაირგო.

მარჯვენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან არსებულ გამწვანებულ კუნძულებზე დაირგო 348 ძირი მწვანე ნარგავი.

100-მდე მწვანე ნარგავი დაირგო აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ ახლადმოწყობილ კუნძულებზე“, – წერს კახა კალაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის დანიშვნით უკმაყოფილოა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა.ტელევიზიის წამყვანის, ბრაიან კილმიდის განცხადებით, ის აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „მე უკმაყოფილო ვარ“.ცნობისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად დანიშნეს. მედიის ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.

დონალდ ტრამპი – ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი იქნება და მას ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.აშშ-ის პრეზიდენტმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ირანი ისრაელის განადგურებას აპირებდა და ის მან და ბენიამინ ნეთანიაჰუმ იხსნეს.„ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, – აღნიშნა ტრამპმა.კითხვაზე, შეძლებდა თუ არა ისრაელი ირანის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას, თუ აშშ გადაწყვეტდა თავდასხმების შეწყვეტას, ტრამპმა უარი თქვა ამ შესაძლებლობის განხილვაზე და აღნიშნა, რომ ეს საჭირო არ იქნება.როდესაც მას მოჯთაბა ხამენეის ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნის შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა ასევე უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე და აღნიშნა: „ვნახოთ, რა მოხდება“.

თინა ბოკუჩავა – ოპოზიციის ალიანსი დღეს არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა და პარტიების აკრძალვაზე განცხადება ნამდვილად ასახავს რეჟიმის შიშს

რეჟიმი დროს წელავს. ვხედავთ, ამდენი თვეა, ფეხს ითრევს პარტიების აკრძალვაზე, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტის კომისია ამისთვის შექმნეს. ხვდებიან, რომ ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში არ არიან, მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, „იციან, რომ ძალიან მძიმე შედეგები იქნება, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რადგან ეს ერთგვარი წითელი ხაზია და ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას“.„ამავდროულად, დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ. დღეს ოპოზიციის ალიანსი არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის მანძილზე და ეს განცხადება ამასაც უკავშირდება. ორი ფაქტორია – ერთი არის რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთიანობის მიმართ და მეორე, ისინი ცდილობენ, დრო მოიგონ. ტექნიკურად მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა, თუ ახალი პარტიების დამატებას მართლაც გეგმავენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ალბათ მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის კორექტირება, დაგვჭირდება პარტიების დასახელებათა შეცვლა ან დამატება“.შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

შალვა პაპუაშვილი – ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან, უპირობო მხარდაჭერას, უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს და ჰიმნი ისმის

გამოსვლას დავიწყებ მილოცვით და იმ წარმატების აღნიშვნით, რაც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულად სასიხარულო აღმოჩნდა. საქართველოსთვის სპორტული გამარჯვებები და მაღალი მიღწევები უცხო არ არის და ჩვენ თითოეული შეჯიბრიდან თუ ტურნირიდან ყოველწლიურად მაქსიმალურ შედეგს ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითოეული ნაბიჯი და მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას, ყოველდღიურ შრომას უკავშირდება.„ქართველები მაქსიმალისტები ვართ, გვინდა, მეტს მივაღწიოთ, საუკეთესოები ვიყოთ, მუდამ გვწყურია გამარჯვება. ეს ადვილი არ არის. ძნელი და რთულია, უპასუხო გულშემატკივრის ასეთ მოთხოვნას, რადგან თითოეული ნაბიჯი, მიღწევა სპორტში უმძიმეს ძალისხმევას და ყოველდღიურ, მუხლჩაუხრელ შრომას უკავშირდება.მეორე მხრივ კი, ეს მხარდაჭერა, გულშემატკივრის სიყვარული და ენერგია იძლევა იმ ძალას და მოტივაციას, რაც სპორტსმენს მიზნისკენ სვლაში ეხმარება.წლების წინ არსებობდა სპორტის რამდენიმე პოპულარული სახეობა, რასაც მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა და ბევრი სახეობა გულშემატკივართა მხოლოდ ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერით სარგებლობდა. დღეს ეს ვითარება სრულად შეიცვალა.ჩვენ დღეს ვხედავთ ქართული სპორტის, ქართული დროშის ერთიან და უპირობო მხარდაჭერას. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო აღმაფრენას ნებისმიერი სახეობის მიმართ, სადაც კი ქართული დროშა ფრიალებს და ქართული ჰიმნი ისმის. ეს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და თვითშეგნებაზე მეტყველებს.ამ ყველაფრის გამოხატულებაა საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრები, რომელსაც, მის ფედერაციასთან ერთად, ვულოცავ ზამთრის ოლიმპიადაზე მიღწეულ შედეგს და ქართულ სპორტში შეტანილი წვლილისთვის ვუხდი მადლობას. მადლობა კიდევ ერთხელ და გილოცავთ მიღებულ ჯილდოებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრები და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.მათივე ცნობით, 56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.ამასთან, მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.ცნობისთვის, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები მიიჩნევენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, შესაძლოა, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაჭრილი იყოს.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის არჩევაში აუცილებლად თავადაც უნდა იყოს ჩართული. „ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერი ჩემი დადასტურების გარეშე დიდხანს ვერ გაძლებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ეიბისი ნიუსთან“.

ბოლო სიახლეები