ორშაბათი, ივლისი 13, 2026

კაია კალასი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებებს, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.

„მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინისთვის აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში საჭირო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კალასი.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს ციხეები გადავსებული იყო, 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, უმეტეს შემთხვევაში მძიმე ან...

გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრემიერმა.

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის გააქტიურების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩინეთის უდიდესი მეგაპოლისი, რომელიც ყოველდღიურად მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.ქალაქის მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ჩინეთის ტურისტული სერვისების სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქსუნ ჟანმა ისაუბრა."შანხაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ქალაქი საერთაშორისო ავიარეისების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბია ჩინეთში. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ 500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბაღები, 400 წელზე ძველი ტაძრები და ამავე დროს, იხილოთ თანამედროვე ჩინეთის სიმბოლო - ცათამბჯენებით სავსე ქალაქი. სწორედ ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმა აქცევს შანხაის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად," - განაცხადა ქსუნ ჟანმა.შანხაიში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის მდიდარი წარსული და სწრაფად მზარდი თანამედროვეობა ერთდროულად შეიგრძნონ.მოგზაურებისთვის ჩინეთის კულტურის გაცნობის მნიშვნელობაზე შანხაის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იეჰუა ჩენმა გააკეთა განცხადება."თუ ჩინეთში ჩამოსვლას გეგმავთ, მე გირჩევდით, რომ ამ ქვეყნის შესწავლა შანხაით ან პეკინით დაიწყოთ. ჩინეთში ჩამოსვლისას, ყველას სურს მეტი გაიგოს ჩვენი ისტორიის შესახებ. შანხაის შედარებით ახალი ისტორია აქვს, თუმცა აქ ყველაფერი ყოველწლიურად ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქი ძალიან შეიცვალა. შანხაიში შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ წარსული, თანამედროვეობა და მომავალი," - განაცხადა იეჰუა ჩენმა.

ირაკლი კობახიძე – ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება...

ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.„ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, „დიპ სთეითისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მაგალითია ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნები ან უკრაინაში ამ კუთხით არსებული რთული ვითარება, რადგან ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, უპრობლემოდ აღიარებენ.„რადგან არჩევნებზე ვსაუბრობთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევით, სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თუ ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ბოლო დროს ჩატარებულ არჩევნებს ან უკრაინაში ამ კუთხით არსებულ რთულ ვითარებას გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს დაქვემდებარებულ ევროპულ ბიუროკრატიას პრობლემა მხოლოდ საქართველოსთან აქვს, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს კი, მრავალრიცხოვანი დარღვევების თუ დემოკრატიასთან შეუთავსებელი პროცესების მიუხედავად, ისინი უპრობლემოდ აღიარებენ.საგულისხმოა, რომ ევროპულ ბიუროკრატიას, საქართველოს მსგავსად, პრობლემები ჰქონდა უნგრეთთან, ვიდრე ქვეყანას ვიქტორ ორბანი მართავდა, აგრეთვე სლოვაკეთთან და სერბეთთან, ანუ ქვეყნებთან, ხელისუფლებებთან და ლიდერებთან, რომლებიც გამოკვეთილად ეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული კრიტიკის არაერთ ტალღას, რეალურად, არც დემოკრატიის ხარისხთან და არც ადამიანის უფლებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. „დიპ სტეიტისთვის“ მთავარი პრობლემა მოქმედი ხელისუფლებაა, რომელიც არა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების, არამედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ამიტომაა, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საქართველო უსაფუძვლო კრიტიკისა და ცრუ ბრალდებების ქარცეცხლშია გახვეული.ამ ფონზე, ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეიძლება გაუჩნდეს ილუზია, რომ სხვა სახელმწიფოების მსგავსად, რომლებიც არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს არიან დაქვემდებარებული, საქართველოც შეიძლება დაჰყვეს „დიპ სთეითის“ თამაშის წესებს და ამით, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ის ტურბულენტობა, რომელშიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ბიუროკრატია ამყოფებს. ამ ილუზიის თავს მოხვევაა სწორედ არაფორმალური ოლიგარქიული ძალის მიზანი. ეს არის ილუზია, რომლის ვერშეცნობის ფასსაც დღემდე იხდიან ერთ დროს ყველაზე წარმატებული ევროპული სახელმწიფოები. ეს არის ფასი, რომელმაც ეს ქვეყნები ეკონომიკურ სტაგნაციამდე, იდენტობის მოშლამდე და უმძიმეს ღირებულებით კრიზისამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერმა.

ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. ამის შესახებ მან შუშაში, მეოთხე გლობალური მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა.„2023 წელს ჩვენ, ჩვენი კანონიერი უფლების გამოყენებით, ოკუპაციისგან გავათავისუფლეთ ტერიტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა აზერბაიჯანის დასასჯელად შესაბამისი რეზოლუციები მიიღეს“, – აღნიშნა ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. ალიევის თქმით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არ ყოფილა და სინამდვილეში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ამიტომ აზერბაიჯანის დელეგაციამ ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი თქვა.„თუ ხმის მიცემის უფლება არ გვაქვს, იქ ყოფნას რა აზრი აქვს?“ – განაცხადა ალიევმა.აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში, რის გამოც, მისი თქმით, ქვეყანა ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღარ აღიარებს.„უკვე ორი წელია, დისკრიმინაციას ვაწყდებით. ღიად ვაცხადებ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ წევრობის შეჩერებას ან გაყინვას, არამედ ევროპის საბჭოდან სრულ გასვლასაც განიხილავს“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.ალიევის განცხადებით, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მას პირადად სთხოვა, ამ ნაბიჯისგან თავი შეეკავებინა და შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა ეცადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, თუ ევროპის საბჭო აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს, ქვეყანა ორგანიზაციაში მუშაობას დაუბრუნდება. მისი შეფასებით, სწორედ ევროპის საბჭომ მიიღო „უსამართლო და არალეგიტიმური“ გადაწყვეტილება, ამიტომ შეცდომაც თავად უნდა გამოასწოროს.სიტყვის დასასრულს ალიევმა აღნიშნა, რომ თუ აზერბაიჯანი ორგანიზაციას საბოლოოდ დატოვებს, ამას პრაქტიკულად ვერავინ იგრძნობს, შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს.„აქ ბევრი არაფერი შეიცვლება. შესაძლოა, მდგომარეობა უკეთესიც კი გახდეს. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია. აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა და ჩვენ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენ 2001 წელს ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით შევუერთდით. მაშინ ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. ორგანიზაციაში დიდი მოლოდინებითა და იმედით შევედით, რომ ის ჩვენი მთავარი საკითხის – ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა“, – აღნიშნა ალიევმა.

ბოლო სიახლეები