ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

იაგო ხვიჩია – მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო, რევოლუცია არის ყოველდღიური პროცესების შედეგი

მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როცა წინასწარ აანონსებდნენ რევოლუციის კონკრეტულ დღეს და იმ დღეს მომხდარიყო, რევოლუცია არის ყოველდღიური პროცესების შედეგი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ ივანიშვილს დამხობის გარეშე ვერ დავამარცხებთ, უნდა მოხდეს ეროვნული, სახალხო მობილიზება, ბუნებრივი დედლაინი გვაქვს 4 ოქტომბერს, მანამდე თუ მოხდება, კიდევ უკეთესი“.

„ხაბეიშვილის ერთ-ერთი მსგავსი განმარტების მიხედვით, მიშა ახლა უკვე გარეთ უნდა იყოს, ამიტომ მაგაში არ შევალ. რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, არავინ გამოჩენილა. მგონი, ჯერ ისიც არ არის გადაწყვეტილი, „ლელოს“ და გახარიას გეგმები იცვლება თუ – არა. შესაბამისად, სწორი არ იქნება, ვილაპარაკო მანამდე, ვიდრე ამ ხალხს საკუთარი პოზიცია არ გამოუხატავს. შევხედოთ ვითარებას. საერთოდ ვერ ვხვდები, ეს სიგიჟე რატომ ხდება ქვეყანაში, ვის ინტერესებში შედის. ზოგადად, მსოფლიო ისტორიიდან არ მახსენდება ეპიზოდი, როდესაც წინასწარ აანონსებდნენ, ამ დღეს მოვახდენთ რევოლუციასო და იმ დღეს მომხდარიყო. მგონი, რევოლუცია არის იმ პროცესების შედეგი, რაც ყოველდღიურად უნდა აკეთო და არა ის, რომ შენ ერთ კონკრეტულ დღეს ელოდო და იმ დღეს მოხდეს რევოლუცია. ვერ გეტყვით, მე არაფერ შუაში ვარ ამათთან. ჯერჯერობით ვაკვირდები, რა ხდება ჩვენ გარშემო და ვიდრე სრულ წარმოდგენას არ შევიქმნი, არ მინდა, ვინმეზე ზედმეტი ვთქვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის ქმედებებს, საკითხის შეფასებისას იაგო ხვიჩიამ აღნიშნა:

„ლელო“ იქნებ, ციხიდან მაინც მიხვდეს და ტელევიზია, რომელიც პრივატიზებული აქვთ, ციხეში ყოფნის პერიოდში მაინც დაუთმონ სხვა ვინმესაც. იქნებ, ვინმემ მათი გათავისუფლების გზები მოიფიქროს, რადგან მათი მოქმედებები აქამდე ყველაფერს ახშობდა, რაც საპროტესტოს წარმოადგენდა ამ ქვეყანაში. არჩევნებში მონაწილეობის მიუხედავად რომ ციხეში აღმოჩნდნენ, სულ მცირე, უნდა დაფიქრდნენ, რომ საკუთარი რესურსები განსხვავებული აზრისთვის ბლოკირებული არ ჰქონდეთ. ვიდრე რამეს მოიფიქრებ, ჯერ ლაპარაკი უნდა დაიწყო. იცით, რომ ამ ქვეყანაში სალაპარაკო სივრცეები ოპოზიციის მხრიდან „ლელოს“ ეკუთვნის და ის დახშულია. ვიდრე დახშულია, ჩავთვლი, რომ ისინი არაფერს აკეთებენ ციხიდან გამოსასვლელად. მგონი, მიშა გამოხატავს ხოლმე პერმანენტულად სოლიდარობას დაჭერილი ხალხის მიმართ და დანარჩენი „ნაცების“ პოზიცია არ ვიცი, რამდენად უნდა ჩავთვალოთ „ნაცმოძრაობის“ პოზიციად“.

კიდევ ერთ კითხვას, „შესაძლებელია თუ არა, რომ ხაბეიშვილის პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციად არ იყოს წარმოჩენილი?“, იაგო ხვიჩიამ უპასუხა:

„პირველ რიგში, ეს არის ხაბეიშვილის პოზიცია და შემდეგ „ნაცების“. მოგეხსენებათ მიშა „ნაცების“ სულიერი ლიდერია და ერთმანეთისგან არ განსხვავდება“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები