ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკა მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ჩვენი ემიგრანტები იქ მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ამაზე ღია განცხადებას თავად იქ მყოფი ქართველები მთხოვენ

ჩვენი ემიგრანტები მიყვებიან, რომ უკრაინის ომის შემდეგ სამუშაო ადგილების შოვნა ჭირს. ოჯახები იღებენ კოლოსალურ ვალებს, ფეხით გადადიან მექსიკის საზღვარზე და შემდეგ იქ უმუშევრები არიან. ყველას განთავსება ვერ ხერხდება სასტუმროებში და მათი უმეტესობა მანქანებში ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, უკრაინის ომის შემდეგ ამერიკაში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა და ჩიბურდანიძე მოუწოდებს ამერიკის ელჩს, ამერიკამ გაამარტივოს, ან გააუქმოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რაც იქნება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების საპირწონე.

„ვიცი, ამ განცხადებასაც ანტიდასავლურ რიტორიკად ჩამითვლიან, მაგრამ ჩემთვის მთავარი სიმართლის თქმაა. სრულიად ვეთანხმები ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ პარტნიორობა მხოლოდ ფრენებში და უვიზო მიმოსვლაში არ გამოიხატება. ქართულ დიასპორებთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს და თითქმის ყოველდღე ვესაუბრები სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს თანამემამულეებს.

უკრაინის ომის შემდეგ, ევროპული სახელმწიფოებიდან ჩვენი ემიგრანტების ნაწილი ამერიკაში გადავიდა, ასევე, მიდიან საქართველოდანაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, თავად ვნახე ჩვენი ემიგრაცია და ერთ-ერთ ღონისძიებაზე მადლობა გადავუხადე იქ წარმოდგენილ ამერიკის ადგილობრივ ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეების მიმართ კარგი დამოკიდებულებისთვის. დღეს სულ სხვა სიტუაციაა. ჩვენი ემიგრანტები მიყვებიან, რომ უკრაინის ომის შემდეგ სამუშაო ადგილების შოვნა ჭირს. ოჯახები იღებენ კოლოსალურ ვალებს, ფეხით გადადიან მექსიკის საზღვარზე და შემდეგ იქ უმუშევრები არიან. ყველას განთავსება ვერ ხერხდება სასტუმროებში და მათი უმეტესობა მანქანებში ცხოვრობს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. ნერვიულობის ნიადაგზე ხშირია ნარკოტიკების მოხმარება და გარდაცვალება. როგორც თავად მითხრეს, უკან დასაბრუნებელი თანხებიც არა აქვთ და ხვალინდელი დღის იმედით, თვეობით ასეთ სტრესულ მდგომარეობაში ცხოვრობენ. და თუკი ვინმეს გაუმართლა და სამსახური იშოვა, უკიდურესად მძიმე დატვირთვით მუშაობენ მცირე ანაზღაურებით. ამას მიყვებიან ჩვენი ემიგრანტები ამერიკიდან და მთხოვენ, მოვამზადოთ სატელევიზიო კლიპები, გავაგებინოთ ჩვენს ხალხს, რომ ამერიკაში ისე არ არის, როგორც მათ ეუბნებიან. ვეღარც ერთმანეთს ეხმარებიან იქ მასიური უმუშევრობის პირობებში. მთხოვენ, გავაგებინოთ ხალხს, რომ არ წავიდნენ ცრუ მოლოდინებით, რეალობა სულ სხვაა.

მიუხედავად ამ ინფორმაციისა, ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ამერიკის მთავრობას ამ საკითხში, რადგან უკრაინის ომისგან გამოწვეული კრიზისი ყველას შეეხო, მითუმეტეს დასავლეთს. ამერიკაში მილიონობით უკრაინელი წავიდა და ისინი სხვა პრივილეგიებით სარგებლობენ. ბაიდენის მთავრობა დღეს უმთავრესად უკრაინის პოპულარიზაციით არის დაკავებული და ეს ბუნებრივიცაა მათი პოზიციიდან გამომდინარე. მაგრამ, როდესაც ამერიკის ელჩი ან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველი ხალხისთვის მიუღებელ განცხადებას აკეთებს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენც შევახსენებთ, რომ ამერიკაში დღეს ქართველების დიდი ნაწილი მძიმე პირობებში იტანჯებიან. ნუ განასხვავებენ მათ უკრაინელი ხალხისგან. თუკი ასე ძალიან უყვართ ქართველები, მათაც მისცენ ნორმალური ცხოვრების საშუალება.

მივმართავ ამერიკის ელჩს, გააუქმეთ ან გაამარტივეთ ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს იქნება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების საპირწონე ქმედება და არა ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა. მე, როგორც დემოგრაფ ექსპერტს, არ მსურს ამერიკასთან ვიზების გამარტივება ან გაუქმება, რადგან, ვიცი რა მოჰყვება ამას, მაგრამ ვსაუბრობ არა ჩემი პოზიციიდან, არამედ, მათი გადმოსახედიდან. პირადად მე ველი, რომ 2024 წლისთვის, თუკი ამერიკის დღევანდელი პოლიტიკის მესვეურებმა ვერ დაინახეს მათ მიერვე შექმნილ ოპოზიციაში სიცოცხლის ნიშან-წყალი და გამარჯვების შანსი, ბოლო პოლიტიკური ნაბიჯი სწორედ ვიზების გამარტივება იქნება, რათა ქართველების გული მოიგონ და იქ წასულ ემიგრანტებში მაინც აიღონ ოპოზიციისთვის ხმები. თან ჩვენს ემიგრანტებს მოსთხოვენ აქ მყოფი ოჯახებიდან ხმებს. ამას ისეთივე ოპერატიულობით და მკაცრი მოთხოვნით გააკეთებენ, როგორც იმუშავეს “გამჭვირვალობის შესახებ კანონზე”. თუკი ამერიკის მთავრობამ ეს გააკეთა, ამას მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის გააკეთებს ხელისუფლების შესაცვლელად და არა ქართველი ხალხისთვის. თუმცა, ოპოზიციის სრული კრახი მოახლოებულ არჩევნებზე უკვე სახეზეა“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები