ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

ზურაბ ჯაფარიძე: თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას

თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

„2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე:
ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, ‘გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის’ ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა.

თუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ – დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც ეს შარშან გავაკეთეთ.

ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი.
ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი.

ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი – მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები
გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.

ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
კოვიდი მოვილიე, სექტემბერში სრულად ფორმაში ვიქნები“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონკოპლასტიკური ქირურგი საზოგადოებას აფრთხილებს

მამოლოგი, ონკოპლასტიკური ქირურგი, პროფესორი – ირაკლი კოხრეიძე სოლარიუმის მოხმარებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აფრთხილებს. „ირაკლი კოხრეიძის საკონსულტაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ხშირი გარუჯვა სოლარიუმში, კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, მამოლოგი პასუხობს, რომ ეს აბსოლუტური რეალობაა:„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სოლარიუმი მიაკუთვნა ნომერ პირველ კანცეროგენების ჯგუფს, ვისაც არ უნდა ეწყინოს ნუ რა ვქნა, ასეა – ამიტომ სოლარიუმი კატეგორიულად არა, რაც შეეხება მზის სხივებს და რუჯს, რუჯი და მზის სხივები შეიძლება, ოღონდ მანამ,სანამ მზე იქნება ზენიტში, ანუ დილის საათებში და დღის ბოლოს (16:00 საათის შემდეგ) თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ მზის სხივები, ეს არის თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი“ – ამბობს ექიმი.

მარტა კოსი – ვისურვებდი, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს

როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ქართული მედიასაშუალების ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.კოსის თქმით, „ისურვებდდა, საქართველო, ქართველი ხალხის უზარმაზარი მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს“.„როგორ გავაგრძელებთ ქვეყანასთან ურთიერთობას, ძირითადად დამოკიდებულია, როგორ ხედავენ წევრი სახელმწიფოები მომავალს, მაგრამ ბევრი რამ, რაც საქართველოში ახლა ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა“, – აღნიშნა მარტა კოსმა.

მძიმე ავარია ქუთაისში

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, რომელიც ინერციით ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა.ამის შესახებ „ინფო იმერეთი“ წერს.ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნოდარ ჩაჩუას მეუღლეც.პროკურატურის ცნობით, ნოდარ ჩაჩუას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება კოკაინის შეძენა - შენახვა რეალიზაციის მიზნით და რეალიზაცია ) და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ( ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძისა) და ფსიქოტროპული ნივთიერება კეტამინის შეძენა - შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ ნოდარ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა. 2025 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი ბუდაპეშტში გახდა.ეთერ ლიპარტელიანი ევროპის მოქმედი ჩემპიონიცაა. მიმდინარე წლის აპრილში თბილისში გამართულ კონტიტენტის პირველობაზე მან ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია – შეჯიბრების პირველ დღეს გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ბოლო სიახლეები