ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026

„ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ლიგაში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ასაკობრივი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

აღმასკომის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის წლევანდელი გათამაშების ახალი ფორმატი და კლუბების ლიცენზირებასთან დაკავშირებით დებულებაში ცვლილებები შეიტანეს. რეგიონულ ლიგაში „ზესტაფონის“ 19-წლამდე კლუბი „ლოკომოტივი 2“-ის ადგილს დაიკავებს, რომელმაც თამაშზე უარი განაცხადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა – დროებითი ორგანო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქმნება ექვსი თვით, შესაბამისად, ჩემს თავს არ ვხედავ ამ სტრუქტურაში, დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს და პარტიის პოლიტიკურ საბჭოს შემადგენლობაში რიგით წევრად დარჩება. ამის შესახებ ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სამი მიზეზით მოვედი. პირველი – მადლობა ვუთხრა მხარდამჭერებს, იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან დელეგატები ყრილობაზე, იმ ნდობისთვის, რომელიც მომანიჭეს ორი წლის წინ, რათა მემსახურა პარტიისთვის, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს სწორედ ეს იყო. მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩემთვის მთავარია ბრძოლა და არანაირ თანამდებობას არასდროს ჰქონია მნიშვნელობა. მთავარია ბრძოლა, სიმართლე, ღირსება და ის გამარჯვება, რომელიც ყველამ ერთად უნდა მოვიპოვოთ.მესამე მიზეზი, რის გამოც დღეს აქ მოვედი – მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელ ყრილობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომ მართოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დღესაც მივიღე შემოთავაზება გარკვეულ თანამდებობებთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი მხრიდან ახლა ყველაზე სწორი იქნება, ბრძოლა გავაგრძელო ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რიგითმა წევრმა. ჩემი თხოვნაც იყო, რომ ჩემი კანდიდატურის დასახელებაც არ მომხდარიყო, რათა არ შექმნილიყო უხერხულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც არაერთხელ განიმარტა, ეს არის დროებითი ორგანო, დროებითი სტრუქტურა, რომელიც იქმნება, რამდენადაც მე მესმის, ექვსი თვით, შესაბამისად, მე ჩემს თავს არ ვხედავ დროებითი მართვის სტრუქტურაში.განვმარტავ კრიტიკოსებისთვისაც, გულშემატკივრებისთვისაც, მაგრამ, პირველ ყოვლისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, ვისთან ერთადაც 2012 წლიდან მთელი ჩემი არსითა და შეგნებით ვიბრძვი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ არსად წასვლას არ ვაპირებ. ვრჩები იმ ორგანოს წევრად, რომელიც მიმაჩნია, რომ მთავარი პოლიტიკური ორგანოა ამ პარტიაში, ზოგადად დემოკრატიულ პარტიებში, რადგან ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სგპ “ყაზბეგის” მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

16 ივლისიდან  2 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“, დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში -782 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 169 776 ლარი შეადგინა.6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. 

ირაკლი კობახიძე – აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, პირველი ფაზა უნდა დასრულდეს 2029 წელს და პორტმა პირველი გემები მიიღოს

აქტიურ ფაზაში შევიდა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, მთავრობის გეგმის მიხედვით, სამუშაოების პირველი ფაზა 2029 წელს უნდა დასრულდეს, რა დროსაც ღრმაწყლოვანი პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს.„პირველი ფაზა, ჩვენი გეგმის მიხედვით, უნდა დასრულდეს 2029 წელს და 2029 წლისთვის უკვე პირველი გემები უნდა მიიღოს ღრმაწყლოვანმა პორტმა, რისთვისაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები“, – აღნიშნა პრემიერმა.

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შვიდი წლის ლუკა ბესელიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ლუკა ბესელიძეს პირველადი დიაგნოზით აუტიზმი აქვს, ახლა კი დაუდასტურდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე – მედულობლასტომა ნათხემზე, რომელსაც თან ახლდა ჰიდროცეფალია. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ორი კვირის წინ ლუკა ბესელიძეს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.რამდენიმე დღეში ლუკას თურქეთში სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს სხივური და ქიმიოთერაპიის კურსი. ასევე საჭიროა დამატებითი პოსტოპერაციული კვლევები, რათა გამოირიცხოს მეტასტაზების არსებობა.მკურნალობის ხანგრძლივობა, წინასწარი შეფასებით, სულ მცირე, ექვსი თვე იქნება. ამ პერიოდის განმავლობაში ლუკას ოჯახს სტამბოლში მოუწევს ყოფნა. პარალელურად, ბავშვს დასჭირდება ნეიროფსიქიატრის მუდმივი მეთვალყურეობა.მკურნალობისთვის საჭირო თანხა 89 500 აშშ დოლარს შეადგენს. ოჯახი საზოგადოებას დახმარების სთხოვს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:​„საქართველოს ბანკი“: GE80BG0000000686894200„თიბისი“ ბანკი: GE27TB7146745063600027Paypal: paypal.me/LRusiaმიმღები: ოთარ ბესელიძე

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა

14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.მას იზოლატორთან ოჯახის წევრები და ახლობლები ტაშით და შეძახილებით დახვდნენ.შეგახსენებთ, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს.ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ბოლო სიახლეები