პარასკევი, ივლისი 4, 2025

ვარლამ ლიპარტელიანი: დავით ქევხიშვილმა ჩვენთან შეხვედრას თავი აარიდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენებთან შეხვედრას თავი აარიდა.

ფედერაციასთან ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქცია უკვე დასრულდა და 4 საათზე სპორტის სამინისტროსთან განახლდება.

“დავით ქევხიშვილი არ დაგვხვდა სამსახურში, სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც შევუთვალეთ რომ მოვდიოდით, რომ მას ღიად გაეცა კითხვებზე პასუხებუ, მან კიდევ ერთხელ აარიდა ამ ყველაფერს თავი. მოვუწოდებ აქ მყოფ ხალხს, ძიუდოს გულშემატკივარს, ვისაც გული შესტკივა ძიუდოზე, გადავინაცვლოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. შევხვდებით მინისტრს და რა პასუხიც არ უნდა იყოს შემდეგ ვბრუნდებით ისევ აქ და დავსახავთ სამომავლო გეგმებს” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ამ ეტაპზე სპორტსმენებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავთ და ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობით გამოვა საქართველოს ნაკრები მომავალ ჩემპიონატებზე.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, რომელზეც პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესები განიხილება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია, რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე იწერება, მხარდაჭერა არ ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია.შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა.„სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, რომ არა ჯო უილსონისა და უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანილი  წინადადება, მხარდაჭერას მიიღებდა.„რაც შეეხება დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში

მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, დეკლარაცია „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.„მოხარული ვარ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ჩემ მიერ შეტანილ ცვლილებას პორტოს დეკლარაციაში. ის „მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის და უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“, – დაწერა ნიკოლოზ სამხარაძემ.ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

რევაზ სოხაძე – მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე ჩვენი მიდგომა მკაცრი იქნება

ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ  წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.მისივე თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან მკაცრ ზომებს მიიღებს.წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.სამუშაოების დასრულება სამ თვეში იგეგმება.ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.

„გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

მომღერალი ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს და „ინსტაგრამის“ სთორიში წერს:„არ ვარ მეგობრებო ფეხმძიმედ, ასეთი კაბაა. გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას“.

ირაკლი კობახიძე – დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის, დემოკრატიული სისტემის არაღიარება, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს, არ შეიყვანეს ისინი პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში

დაკავებული პოლიტიკოსების პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათმა პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან, ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. ყველა ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები და მათ შორის, ყველა ხედავს იმას, თუ რა იყო მათი პატიმრობის მიზეზი. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სწორედ მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს – არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. მთელი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატია იყო ჩართული ქართულ, დემოკრატიულ არჩევნებში. გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ადიოდნენ არამარტო პარლამენტარები. უცხოელი პარლამენტარი რომ გამოდის სცენაზე და პოლიტიკური განცხადებებით, საარჩევნო განცხადებებით საუბრობს, ამას არაუშავს. ესეც, რა თქმა უნდა, უხეში ჩარევაა ქართულ დემოკრატიაში, მაგრამ პარლამენტარია და არ მოეთხოვება იმდენი, რამდენიც სხვა პოლიტიკოსს, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ სცენაზე, რუსთაველის გამზირზე და პირდაპირ საარჩევნო მოწოდებებით მიმართეს რადიკალური ოპოზიციის ამომრჩევლებს. ამის შემდეგ, პირდაპირ ევროკავშირის ელჩი გამოვიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამომრჩევლებს მოუწოდა მობილიზებისკენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ. აბსოლუტური ისტერიკა იყო. ამის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ხდება. ვერ შეეგუვნენ იმას, რომ ქართველმა ხალხმა მაინც მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას, იმ კურსს, რომელიც ამ ხელისუფლებას ჰქონდა და აქვს აღებული და, საბოლოო ჯამში, ამ ფონზე, გააგრძელეს ეს დელეგიტიმაციის კამპანია. ზუსტად ამ ფონზე, არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება – პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები