პარასკევი, სექტემბერი 4, 2026

გუდაურში ძაბვის ვარდნის შემდეგ ოპერატორმა შეცდომა დაუშვა- დიმიტრი ქუმსიშვილი

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები იმყოფებოდნენ, შესაბამისად, მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გაასაჯაროვა.

“ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია. თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.  სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი. დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული გვირაბიდან, წყალდიდობიდან 9 დღის შემდეგ, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრეშთას, ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი მუშა - სანჯაი საჰი და კაბირ მაჰარჯანი - ამოიყვანეს.ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწემ Reuters-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ხელებსა და ფეხებს ვერ ამოძრავებს, მეორეს კი კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება.მისი თქმით, ორივე მათგანი კატმანდუს საავადმყოფოში გადაიყვანეს.ოფიციალური პირები და მაშველები მიიჩნევენ, რომ 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო დინებაში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ექვს ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებულ გვირაბებში, სულ მცირე, 900 ადამიანი აღმოჩნდა ჩარჩენილი.შეგახსენებთ, ნეპალი-ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად ნეპალში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა და 4 200-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 21-ია, ხოლო 540-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მიხეილ სააკაშვილი – აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია წართმეულ სახლებში, ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და ქართულ სახელმწიფოს თუ აღიარებენ, პრობლემა არ...

აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია ძირითადად წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, მაშინ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.„დაურ ბუავა განსაკუთრებით კეთილშობილი აფხაზი ახალგაზრდა იყო და ასეთებს უნდა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ და მისი სიკვდილი ტრაგედიაა. თუმცა, დაური პატარა უმცირესობას წარმოადგენს აფხაზთა შორის.აბა, თვითონ დაუფიქრდით ფაქტს. აფხაზეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ აფხაზთა რაოდენობა არის მაქსიმუმ 50 ათასი. ამათგან 45 ათასი შესახლებულია ძირითადად ქართველებისგან და ასევე ბერძნებისგან, ესტონელებისგან, ებრაელებისგან წართმეულ სახლებში. ისინი არიან დანაშაულის მონაწილე და თქვენ მოელით, რომ ყაჩაღს, რომელმაც სახლი წაგვართვა, თქვენ უნდა უყვარდეთ?ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან გასაყრელია და თუ დაუბრუნდებიან თავის ძველ სახლებს, უმეტესად გუდაუთაში და აღიარებენ ქართულ სახელმწიფოს, მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – წერს სააკაშვილი.

„პოლიტიკო“ – აშშ-ის ზარაფხანამ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები მიმოქცევაში გაუშვა, მონეტები 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება

აშშ-ის ზარაფხანამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტები უკვე მიმოქცევაშია და მათი შეძენაც შესაძლებელია.გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა 1866 წლის შემდეგ, როდესაც აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულება აღბეჭდეს.მედიის ცნობით, მონეტები იყიდება 25 ან 100-ცალიან შეფუთვებად, რომელთა ფასი 61 დოლარიდან იწყება. მონეტის ერთ მხარეს ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ასევე დატანილია წარწერები – LIBERTY („თავისუფლება“), IN GOD WE TRUST („ღმერთის გვწამს“) და თარიღები – „1776 ~ 2026“. მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია პრეზიდენტის ბეჭედი და  დატანილია წარწერა „250“, ქვეყნის დამოუკიდებლობის 250  წლისთავის აღსანიშნავად.„პოლიტიკო“ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობდა, ტრამპის პორტრეტი აშშ-ის ვალუტაზე განეთავსებინა, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, რომლის მიხედვითაც ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვა დაუშვებელი იყო.1866 წელს კონგრესმა აკრძალა ნებისმიერი ცოცხალი ადამიანის პორტრეტის განთავსება ვალუტის კუპიურებზე, ობლიგაციებსა და ფასიან ქაღალდებზე. 2020 წელს ტრამპმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელმაც სახაზინო დეპარტამენტს 2026 წელს აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავის აღმნიშვნელი დიზაინის მქონე 1-დოლარიანი მონეტების გამოშვების უფლებამოსილება მისცა. ტრამპმა ასევე წამოაყენა 250-დოლარიანი კუპიურის გამოშვების წინადადება, რომელზეც მისი პორტრეტი იქნება გამოსახული.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – ჯარიმა 200 ლარი და მინუს 20 ქულაა

შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ.ხმაურის შემოწმება მოხდება უწყების მიერ შეძენილი, საერთაშორისო – ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებული ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტით.შსს-ს ცნობით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის რეგულირებული.დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა – 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.

კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებას

კაია კალასი – ევროკავშირის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსი მებრძოლებისთვიდ ვიზების გაცემის აკრძალვას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების პირობების გამკაცრებასევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომში მონაწილეობდნენ, ვიზების გაცემის აკრძალვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პირობების გამკაცრების წინადადებას ევროკავშირში „ფართო მხარდაჭერა“ აქვს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები.აღსანიშნავია, რომ მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ გიზემ ასევე განაცხადა, რომ „რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში დასასვენებლად გაცემული ვიზების რაოდენობა მეტისმეტად დიდია“. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყებოდა.გერმანია პარტნიორებთან იმუშავებს, რათა „გაცემული ვიზების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს“, – აღნიშნა გიზემ.მისივე თქმით, ვიზები მხოლოდ იმ რუსებისთვის უნდა გაიცეს, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ. როგორ განისაზღვრება ეს, მას არ დაუკონკრეტებია.„არ მსურს ვინმეს მივცე შესაძლებლობა, კონტროლის ამ ზომებს გვერდი აუაროს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.ცნობისთვის პირველ სექტემბერს, გერმანიის მთავრობამ რუსეთი საჯაროდ დაადანაშაულა ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს დრონების გამოყენებით დივერსიის მომზადებაში. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი ბერლინის პოზიციას შეუერთდნენ.

ბოლო სიახლეები