პარასკევი, ივლისი 24, 2026

გიული ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს – წონაში ცოტა მომატება არის

სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ცოტა მომაგრდეს, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„რაღაცით არის უკეთ და რაღაცით არის გაუარესება, ეს ექიმების დასკვნაშიც წერია და საერთოდ ცდილობს, რასაც მე ვხედავ, ძალიან ცდილობს გამოკეთდეს, ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია, რომ ცოტა მომაგრდეს. ჯანმრთელობაზე მეტად მისი ფსიქოლოგიური განწყობა არის უკეთესი ჯერჯერობით. ცდილობს ცოტა მეტი იმოძრაოს, მეტი ნაბიჯი გადადგას, იმიტომ რომ ნაბიჯების გადადგმაც ძალიან უჭირდა ადრე, მაგრამ მერე ეწყება ქოშინი და აუცილებლად უნდა წამოწვეს, ფერი ეკარგება. რაც შეეხება წონას, ცოტა მომატება არის“, – გნაცხადა გიული ალასანიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ადიგენში მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ირანზე – განვიხილავ მასიურ დარტყმას, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე

ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.“განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის”, - განაცხადა ტრამპმა.მან აღნიშნა, რომ ისრაელი “ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ,” მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად “არავინ გვჭირდება”.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას “შედეგები” ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა.ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია. ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა - Axios საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.„საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა.ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში იმყოფებოდა. 

სალომე ზურაბიშვილი – ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. ამის შესახებ საქართველოს მეხუტე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. კრემლისთვის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, არასდროს ვიქნებით უკანა კარი რუსული აგრესიისთვის!”, - წერს ზურაბიშვილი.შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა – ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.ყულევის ქარხნის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის მიმართ სანქციების 21-ე პაკეტის ნაწილია.კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თანახმად, ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში.“ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, ასევე, მსხვილ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა.დამატებით, პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთსა და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ამუშავებენ და გადაამუშავებენ. ამ ჩარჩოში ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც ძალაში ექვს თვეში შევა - ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და ამუშავებს ყულევში.მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები