ორშაბათი, აპრილი 20, 2026

გიორგი მარგველაშვილი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დაწყებამდე ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ბრიუსელში შეხვდა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ მხრივ მხარეებმა ნატოს მომდევნო სამიტი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს და კონგრესმენებს შუამდგომლობით მიმართა, რომ ნატოს 2018 წლის სამიტზე საქართველოს საკითხი განსაკუთრებული ყურადღებით იყოს წარმოდგენილი. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი რეგიონში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ახალი მთავრობა დათმობებზე არ წავა​ და მოუწოდებს ვოლოდიმირ ზელენსკის, განაახლოს რუსული ნავთობის ტრანზიტი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია

პეტერ მადიარი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, განაახლოს რუსული ნავთობის ტრანზიტი, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია და ამტკიცებს, რომ ახალი მთავრობა დათმობებზე არ წავა.პრესკონფერენციის დროს „ტისას“ ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, „შეასრულოს თავისი დაპირება“ და განაახლოს „დრუჟბას“ მილსადენის ექსპლუატაცია.„ჩვენ არანაირ დათმობაზე არ წავალთ და ამას არ გირჩევდით – ვიმეორებ, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ – მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ გზის არჩევას არ ვურჩევდი. ეს არ იქნება მიღებული არა მხოლოდ უნგრეთში, არამედ ევროპაშიც. ევროპელი ლიდერები არ მიიღებენ იმას, რომ მას სურს უკვე შეთანხმებული საკითხების ხელახლა განხილვა და ევროპელი ლიდერების შანტაჟი. ეს იგივეა, რომ ვინმე სადილზე წავიდეს, დაპატიჟონ და შემდეგ შანტაჟი გამოუცხადოს: თუ ლეჩო არ არის, ან თუ საშუალო ცეცხლზე არ გამომცხვარა, მაშინ ამას და იმას გავაკეთებ. ჩემი აზრით, ეს არასწორი დამოკიდებულებაა და არ გირჩევდით“, – განაცხადა პეტერ მადიარმა.

სი ძინპინი – ჰორმუზის სრუტეში ნორმალური გადაადგილება უნდა შენარჩუნდეს

ჰორმუზის სრუტეში ნორმალური გადაადგილება უნდა შენარჩუნდეს, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან და პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზში თავისუფალი გადაადგილება რეგიონის ქვეყნებისა და საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესებს ემსახურება.როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთთან ურთიერთობების განვითარებას და ყოველთვის იცავს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ურთიერთსასარგებლო პრინციპებს.ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს დაუყოვნებლივ, ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობის აღდგენისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას და კვლავ ერთგული რჩება დავების პოლიტიკური, დიპლომატიური საშუალებებით მოგვარების.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადისგან თავისუფლდება

სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის.დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა მსგავსი შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება.ინიციატორების შეფასებით, აქციზის გადასახადით დაბეგვრა სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად აწვება და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას.

კახა კალაძე – სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიუშენის სამკურნალო პრეპარატის, რომლის საქართველოში შემოტანასაც აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ, ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე თავად მწარმოებელი კომპანია ვერ იღებს პასუხისმგებლობას.ამის შესახებ მან აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, მედიკამენტს ე.წ. შავი ჩარჩოს გაფრთხილება მიენიჭა.„გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა, რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ირაკლი კობახიძე – რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მოუთმენლად ელოდება ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუმენ რადევსა და მის გუნდს არჩევნებში გამარჯვებას სოციალურ ქსელ X-ზე ულოცავს.მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის პარტნიორობის გაღრმავებაზე.„რუმენ რადევს და მის გუნდს ვულოცავ  არჩევნებში გამარჯვებას. ბულგარეთის წინსვლისა და ბულგარელი ხალხის უწყვეტი პროგრესისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში ვუსურვებ მას წარმატებას.საქართველო მოუთმენლად ელოდება ჩვენი დიდი ხნის მეგობრობის შემდგომ განმტკიცებას და ჩვენი ძლიერი პარტნიორობის გაღრმავებას“, – აღნიშნავს პრემიერი. 

ბოლო სიახლეები