“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ თბილისში. ეს ვიზიტი სიმბოლურია ორივე მხარისთვის, რამდენადაც ჩვენ აღვნიშნავთ რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს. მოხარული
ვართ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და ძალიან პოზიტიური დინამიკა. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება თბილისში. ლიტვა არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი, რისთვისაც ჩვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა ლიტველ კოლეგას უმასპინძლა
თეთრი სახლი – მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, - ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დროებით შეაჩერონ საომარი მოქმედებები ქალაქ ოლეშკიში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადებულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო დერეფნის გავლით.ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 29 ოქტომბერს უნდა შევიდეს.„დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“, - განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.აღინიშნება, რომ პირველი ლედი და მისი წარმომადგენელი პირდაპირ მუშაობდნენ რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან, რათა გაერკვიათ ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის პირობები.„ორივე ქვეყნის არასამხედრო, სამოქალაქო პირები ერთად იმუშავებენ, რათა ეწვიონ ოლეშკის მაცხოვრებლებს მათ სახლებში და დაადგენენ დახმარების მოცულობას, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მცხოვრებლები, რომელთაც ევაკუაცია სურთ, კოორდინირებულ დახმარებასა და ტრანსპორტს მიიღებენ მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. მოველი, რომ ზოგიერთს რუსეთში წასვლა ენდომება, და ზოგიერთს უკრაინაში“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი ამერიკული მედია ორგანიზაცია მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე იქნება რუსულ და უკრაინულ გუნდებთან და მოვლენებს გააშუქებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება, რომელიც უნივერსიტეტის საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას ეხება.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გავრცელებული განცხადებით განმარტავს, დაუსრულებელი აუდიტის მასალების საბოლოო, დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა დაუშვებელია და ქმნის მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის რეალურ საფრთხეს. ამასთან, უნივერსიტეტი დოკუმენტაციის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლას, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს. „2026 წლის 22 ოქტომბერს „სტუდია მონიტორმა“ გამოქვეყნა მასალა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2022 წლების საქმიანობის აუდიტორულ შემოწმებას უკავშირდება. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ აღნიშნული შემოწმება დასრულებული არ არის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შესაბამის საკითხებზე კომუნიკაცია კვლავ მიმდინარეობს და საბოლოო აუდიტორული ანგარიში არ არსებობს. მიუხედავად ამისა ჩვენი მხრიდან პასუხი გაეცა ჟურნალისტის მიერ სტატიის მომზადების პროცესში გამოგზავნილ კითხვებს. პასუხის მოკლე და ზოგადი ხასიათი განპირობებული იყო აუდიტორული შემოწმების დაუსრულებლობითა და იმ ფაქტით, რომ საბოლოო დასკვნის არარსებობის პირობებში უნივერსიტეტს არ გააჩნდა დასრულებული აუდიტის შედეგებზე დაფუძნებული დეტალური განმარტებების გაკეთების ობიექტური შესაძლებლობა. ამ გარემოების საწინააღმდეგოდ ინტერპრეტირება ან მისი უნივერსიტეტის პოზიციის სისუსტედ წარმოჩენა საფუძველს მოკლებულია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აუდიტორული შემოწმების დაუსრულებელ ეტაპზე არსებული დოკუმენტაციის გავრცელებისა და აუდიტის შედეგების ანგარიშის შედგენამდე გასაჯაროების კანონიერების საკითხი მოითხოვს დაუყოვნებლივ სამართლებრივ რეაგირებას. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი აუდიტის განმახორციელებელ მოსამსახურეებს პირდაპირ ავალდებულებს, აუდიტის შედეგები არ გაასაჯაროონ აუდიტის ანგარიშის შედგენამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისისა. შესაბამისად, არსებობს კანონით დადგენილი ვალდებულების შესაძლო დარღვევის კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რომლის უგულებელყოფაც დაუშვებელია. მივმართავთ სამართალდამცავ და სხვა უფლებამოსილ უწყებებს, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის წარმომავლობა, მისი მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერება, პასუხისმგებელი პირები და შესაძლო სამართალდარღვევის ყველა გარემოება. ამასთანავე, მოვითხოვთ არა ფორმალურ განმარტებას, არამედ საკითხის სრულყოფილ სამართლებრივ შესწავლასა და სათანადო რეაგირებას. ასევე ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად მივმართოთ სასამართლოს, ვინაიდან დაუსრულებელი და საბოლოოდ შეუფასებელი მასალის დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა უნივერსიტეტს რეპუტაციული ზიანის რეალური საფრთხის წინაშე აყენებს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება არ წარმოადგენს კანონით დადგენილი შეზღუდვების უგულებელყოფას. უნივერსიტეტი მოითხოვს, „სტუდია მონიტორმა” განმარტოს გამოქვეყნებული დოკუმენტაციის სამართლებრივი სტატუსი და დააზუსტოს, რა საფუძვლით იქნა გამოყენებული სამსახურებრივი მიმოწერა. უნივერსიტეტი, აღნიშნული გარემოებებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ნიშნების გათვალისწინებით, მიმართავს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და საქმიანი რეპუტაციის დასაცავად, ხოლო შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში - საქართველოს პროკურატურასაც, რათა დადგინდეს დოკუმენტაციის გავრცელების კანონიერება და პასუხისმგებელი პირების მოქმედებებს მიეცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ „სტუდია მონიტორმა” სტატია მიზანმიმართულად, საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობისა და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების მიზნით მოამზადა და გაავრცელა, რაც სიმართლის დადგენას კი არა, უნივერსიტეტის სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა. ამდენად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ შეეგუება დაუსრულებელი აუდიტის მასალების საკუთარი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და მოითხოვს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვისი მოქმედებებიც კანონის დარღვევას და უნივერსიტეტის რეპუტაციის შელახვას უკავშირდება”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში.
“23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა – დღეს, მთელი პროცესისას ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ”
დღევანდელი დღე მაქვს ყველაზე მძიმე. 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა, ეს პირველად მე შევამჩნიე ბინტზე. დღეს, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ, მაგრამ მობილიზება მაინც შევძელი, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს დაესწრო.როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კუპატაძემ განაცხადა, მალანიას ოჯახი მისი შვილის, ნიკა ავალიანის მისამართით სხვადასხვა რეპლიკებს აჟღერებდა, რის გამოც, ის სასამართლოში აღარ დადის.“ნიკა, ჩემი შვილი და ასევე ჩემი ძმა, რომელიც თითქმის ყველა სასამართლო პროცესზე დადიოდა, ჩემს გვერდით აღარ არიან, რადგან მერაბ მალანიას ოჯახის ახლობლები, განსაკუთრებით ნიკას სისასტიკით ექცეოდნენ – ესროდნენ რეპლიკებს, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ. მერაბ მალანიას ახლობლების დიდი არმიიდან ყველაზე საშიში, ამაზრზენი მერაბ მალანიას დედა გახლავთ, რომელსაც სწორება ჰქონდა ნიკაზე, სწორედ, ამის გამო აღარ დამყავს ის სასამართლოში გიორგი მალანიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მაქსიმალური წლები, რასაც ბრალი ითვალისწინებს, არის მნიშვნელოვანი. მაქსიმალურად დიდი ხნის ვადით უნდა გაარიდონ ეს არასრულწლოვანი ამ ოჯახს.დღეს, პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდა. მალანიას ადვოკატის აქცენტი სატელეფონო ანძებზე იყო. ფეხდაფეხ მაქვს დავლილი, ყველა ანძა ვიცი, რომელი ქსელისაა, აბსოლუტურად ყველაფერს დავდებ სოციალურ ქსელში, პროცესზე კი პროკურორი ქეთი სონიძე იტყვის.დღევანდელი დღე მაქვს ყველაზე მძიმე, 23 ოქტომბერი იყო, როცა გიგას ნაკერებს შორის ტვინი გამოუვიდა, ეს პირველად მე შევამჩნიე ბინტზე და დღეს, მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში, ეს გამოჟონილი ტვინი მედგა თვალწინ, მაგრამ მობილიზება მაინც შევძელი. ხვალ გიგას ბიოლოგიური გარდაცვალებიდან ერთი წლის თავი სრულდება, ამ ცხელ დღეებს როცა ჩავივლით, ყველაფერს დავდებ”, – განაცხადა კუპატაძემ.ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
პაატა ბურჭულაძე – 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული მომღერალი, პაატა ბურჭულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ მზად არის გამოცხადდეს სასამართლოში, ან დისტანციურად ჩაერთოს ჩვენების მისაცემად, თუ „4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება“.როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, 4 ოქტომბრის ორგანიზატორი არის მხოლოდ და მხოლოდ ის და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ „რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში“.„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს!პატივცემულო მოსამართლეებო, ვადევნებ თვალს თქვენს სასამართლოს და შევიტყვე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ბრალად აქვს წაყენებული 4 ოქტომბრის შეკრების, ეროვნული კრების ორგანიზება, რაც არის ტყუილი. 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე და სხვას არავის შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს სწორი და სრული ინფორმაცია თუ რისთვის შეიკრიბა ასი ათასობით მოქალაქე თბილისის ცენტრში, რას უყარა კენჭი და რა შედეგი მოჰყვა მას. ჩემი დაკითხვის გარეშე 4 ოქტომბრის დიდი შეკრების არათუ განხილვა, არამედ ხსენებაც კი არამხოლოდ უსამართლობა, არამედ უსინდისობაც იქნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად.დიდი მადლობა!P.S. ოპოზიციურ პარტიებს გთხოვთ გამიწიოთ შუამდგომლობა რომ თუ 4 ოქტომბრის საკითხი წამოიჭრება სასამართლოს მივცე ჩვენება”,- წერს ბურჭულაძე.
ძმები ფეიქრიშვილების დედა – ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, გარეთ, სახლთან დაინახეს, ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ! – ბატონო პრემიერო, გაერკვიეთ, ცუდად არის საქმე, სუს-ია...
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო აბრამიშვილის ინფორმაციით, გუშინ, პატიმარი ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე “კაწრო”, გარეთ დაინახეს.როგორც გლდანის ციხესთან მან განმარტა, ბილანიშვილს ფოტოებიც გადაუღეს.“ტყუილად ასეთ ჭორებს არ იგონებენ, “კაწრო” სახლთან დაინახეს და გადაუღეს სურათი. ჩემს შვილს კრიმინალს ეძახიან, მაგრამ ყველაზე დიდი კრიმინალები არიან ციხის უფროსი, ფერაძე, ანუ “ზაუტა”. ზუსტად ვიცი, რომ ფირცხალავა იყო ჩემს შვილთან, გოგასთან შესული კამერაში. რა უნდოდა ფირცხალავას ჩემს შვილთან? რა თამაში მიდის ხალხო? გაერკვიეთ, ბატონო პრემიერო, ცუდად არის საქმე ქვეყანაში, სუს-ი არის სათავეში, ხსნით უფროსებს, მაგრამ თვითონ იქ არის კრიმინალური ბანდა. რატომ არავინ მოვიდა და არ მეუბნებიან, არ ინერვიულოთ, თქვენი შვილები დაცულები არიანო? ბატონო ბიძინა, მე არ მეშინია, რომ მომკლავენ, რადგან ჩემი სიკვდილი უარესი იქნება. მესმის, რომ კრიმინალური ბანდა ვამხილე, ესენი არიან სუს-ის წევრები, სუს-ი ყოფილა ყველაზე დიდი ბანდა, მთავრობა ხსნის ერთ უფროსს, მეორეს, მესამეს, მაგრამ შიგნით ერთი და იმავე ხალხია”, - განაცხადა აბრამიშვილმა.რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას, სადაც დავით ფეიქრიშვილის დაზიანებებზე ნათქვამია, რომ “დაცემის შედეგად მიიღო, აღნიშნული დედისთვის დაუჯერებელია.“თუ მე-9 სართულიდან გადმოვარდებოდა და ცემენტზე დაეცემოდა, იმ შემთხვევაში, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ დანით არის დასერილი, ბლაგვი საგნით, ეს ბატონმა ზურამ მითხრა, ამდენი ტრავმა ხომ გაუგებარია? ჩემი შვილების სიცოცხლეს ყოველთვის ექნება საფრთხე, ვიდრე თანამდებობაზე იქნება გიორგი პატარიძე . პრაქტიკულად კაცი მხილებულია ბანდასთან შეკრულობაში, ყოველ წუთას ვატო ყიფიანი ელაპარაკებოდა “ზაუტას”. მე მინდა დაცვა, დაიცვან ჩემი შვილები და ჩემი ოჯახი! დაგვაწყნარონ, მოგვცენ პირობა, რომ ჩვენი სიცოცხლე დაცულია. ამ საქმეს მთავრობა ვერ ჩაფარცხავს, ამას ბევრის თავი გადაყვება!” - განაცხადა აბრამიშვილმა.
