შაბათი, სექტემბერი 19, 2026

გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი დაიწყო

გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის მეთაური საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი უკვე ევროპულ საბჭოში იმყოფება, სადაც მას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი სამუშაო საუზმეზე მასპინძლობს

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გარდაიცვალა.პაატა ნაცვლიშვილი წლების განმავლობაში ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა და ქართული მედიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.მის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.

ლორდ სპენსერის შოკისმომგვრელი მემუარები – რა უთხრა ჩარლზმა დიანას ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ

ლორდ ჩარლზ სპენსერის, პრინცესა დიანას ძმის, მემუარების წიგნმა მისი უფროსი ვაჟი, პრინცესა უილიამი და მეფე ჩარლზ III განარისხა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.პრინცი უილიამი ათწლეულების განმავლობაში მოუწოდებდა ყველას, დიანას ხსოვნისთვის პატივი ეცათ, რის გამოც, ინსაიდერების ცნობით, იგი განსაკუთრებით გულნატკენია ნათესავის ღალატით. გამოცემის ინფორმაციით, უილიამი ძალიან გაბრაზებულია, თუმცა კენსინგტონის სასახლე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს. ვითარებას განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს ის გარემოება, რომ დიანას საფლავი სპენსერების საგვარეულო მამულში, ოლთორპში მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დედის ხსოვნისთვის პატივის მიგების მიზნით უილიამს დიანას ძმასთან ურთიერთობა მოუწევს.მეფე ჩარლზ III-ის რისხვის გადმოცემა, როგორც ჟურნალისტი რებეკა ინგლიში ამტკიცებს, სიტყვებით შეუძლებელია. ამის მიზეზი გახდა წიგნიდან ფრაგმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ დიანას სასიკვდილო ავარიიდან მალევე, მეფემ (იმ პერიოდში ჯერ კიდევ პრინცმა ჩარლზმა) სატელეფონო საუბარში თითქოსდა უთხრა მას: „მას მალე დავივიწყებთ“. სასახლემ მემუარებიდან ამ ამონარიდის გამოქვეყნებიდან 90 წუთში მოახდინა რეაგირება და განცხადება გაავრცელა, რომელიც, მიმომხილველების აზრით, ლორდ სპენსერის რეპუტაციისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მის უდიდებულესობას ახსოვს, რომ ძმის მწუხარებამ შესაძლოა ადამიანს დაუბინდოს  გონება, იმოქმედოს განსჯის უნარსა და დაამახინჯოს მეხსიერება ასეთი დანაკარგის შემდეგ მრავალი წლის გასვლის შემდეგაც კი“.მეფის ყოფილმა პრესმდივანმა ჯულიან პეინმა BBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩარლზ III-ისგან მსგავსი არაფერი სმენია. მონარქის მეგობრები აღნიშნავენ, რომ სწორედ ჩარლზი მოითხოვდა ყოფილი მეუღლის ცხედრის პარიზიდან სამშობლოში გადმოსვენებას და შესაბამისი ფორმით დაკრძალვის ჩატარებას, რის გამოც დიანას „დავიწყების“ სურვილის შესახებ ბრალდებები მათთვის ლოგიკას მოკლებულია.წყაროს ცნობით, თავად ლორდ სპენსერი, როგორც ისტორიკოსი, ყოველთვის გამოირჩეოდა დეტალური დღიურების წარმოების ჩვევით, რაც მის ვერსიას დამატებით წონას სძენს. ამავდროულად, იმის შემოწმება, თუ რა ითქვა სინამდვილეში იმ საუბარში, უკვე შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და გააკეთებს

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე  ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.„ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია.  სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შენ არასდროს არ ყოფილხარ ქართული ოცნების მებრძოლი! მე არ მაინტერესებს ვინ სად შეცდა, ან რა შეცდომა დაუშვა… მე ვიცი ერთი მთავარი, როცა ომში ვიყავით...

ლუკა კურტანიძე მამუკა მდინარაძეს უპირისპირდება და პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:“მე, მამუკა მდინარაძეს თანამედროვე პავლიკა მოროზოვად აღვიქვამ!ამას პირადად გეტყვი!რაც მომიწყე და რაც განახორციელე, ის ბუმერანგი უბრალოდ მაგ გასიებულ უკუღმართ თავში დაგიბრუნდა! შენ არასდროს არ ყოფილხარ ქართული ოცნების მებრძოლი! შენ შემოიპარე ქართულ ოცნებაში და ის გააკეთე რასაც შემოპარული არსებები აკეთებენ!არაუშავს გამოვასწორებთ! ერთხელ ჩემს ძმას, სოსო ჯაჭვლიანს ჰკითხეს, მიდიხართ ქართული ოცნებიდანო?! იცი სოსომ როდის გასცა პასუხი ყველას?! როცა სიკვდილს ებრძოდა და გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე მითხრა – ლუკა, ერისკაცს ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთო!კარდაკარაც რომ დაგვჭირდეს სიარული უნდა ვიაროთო! ეს სიტყვები სიკვდილთან მებრძოლმა სოსო ჯაჭვლიანმა მითხრა! აი ასეთი ერთგულება ვიცით ჩვენ გენერალო…თუნდაც გვტკიოდეს, თუნდაც ვკვდებოდეთ, თუნდაც იქ, ციხეში ვიტაჯებოდეთ სადაც შენ გაგვამწესე…ჩვენ ერთგულებით საქართველოსთვის ბრძოლაში არ დავიღლებით! არცერთი ერთგული მეომარი არ დაიღლება! პირად ტკივილზე მაღლა დავდგებით! მე კი ეს მაგალითი სოსო ჯაჭვლიანმა დამიტოვა 2024 წლის 6 იანვარს ბოლო შეხვედრისას! ჩვენ ასეთი ერთგულება ვიცით გენერალო….უკაცრავად მამუკა! შენ დაიღალე და მოგენატრა შვილები, ოჯახი… მე კი ასე გავიზარდე, ნამდვილი გენერლები არასოდეს არ იღლებიან!! სიკვდილის შემდეგაც! ეს კარგად დაიმახსოვრე მამუკა!იმედია ოდესმე შეგხვდები, რომ სრულად გითხრა რასაც იმსახურებ, იცის უფალმა ღმერთმა როგორ მტკივა ყველა ჩემი თანამებრძოლის ტკივილი… მე არ მაინტერესებს ვინ სად შეცდა, ან რა შეცდომა დაუშვა… მე ვიცი ერთი მთავარი, როცა ომში ვიყავით ნაც.რეჟიმის წინააღმდეგ ერისკაცის ლიდერობით, მაშინ თითოეული მათგანი სიცოცხლის ფასად იბრძოდა და ერთიმეორის იმედით გაიმარჯვა საქართველომ!ახლა კი, ვინც განსაცდელშია, თითოეული მათგანის განცდა, ტკივილი, ჩემი ტკივილიცაა… ვინც კი გადაიტანა, მათიც მტკივა… რადგან ვიცი, იქ,ციხეში ყოფნა რამხელა დარდი და ტკივილია!!!ბოლოს კი ყველას ერთობისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენი მოწინაღმდეგე აქ დაქსასული ოპოზიცია კი არა, არამედ საქართველოს მოწინაღმდეგე .. დანარჩენი მსოფლიო გლობალური ინტერესებია.მთელი ცხოვრება დამარცხებულს ხელს ვუწვდიდი და ვეხმარებოდი ფეხზე წამომდგარიყო…. შეგიძლია გადაამოწმოთ… შენგან განსხვავებით ბატონო გენერალო.როცა წაიქცევით, მე ვიქნები ის ერთ-ერთი, ვინც წიხლის მაგივრად ხელს გამოგიწვდის და ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარება!”- წერს კურტანიძე.

ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს – ხარჯებს სრულად...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს.უწყების განმარტებით, ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.„გავრცელებული ინფორმაცია თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს, გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო. შესაბამისად, საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან.განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს”,- ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები