ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

ბრისტოლში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოს საპატიო კონსული, დერეკ პიკაპი წარადგინა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, დერეკ პიკაპი მრავალი წელია ბრისტოლ-თბილისის დაძმობილების ასოციაციის თავმჯდომარე და თბილისის საპატიო მოქალაქეა. საგარეო უწყების ინფორმაციით, საპატიო საკონსულოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქალაქს შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს დესპანი ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომადგნელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა. ასევე, განიხილეს ქალაქებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების განვითარების პერსპექტივები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს

გეკა გელაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.„თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეს ცნობილი გახდა, რომ გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრმა თამაზ ბორაშვილი წარადგინა.

ირაკლი კობახიძემ სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მიხეილ სააკაშვილი – გარჩევების დრო არ არის, ჯერ ესენი მოვიშოროთ და მერე იქნებ ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ – რაც შეეხება 7 ნოემბრის საქმეს,...

დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, “ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და მერე კისერიც გიტეხიათ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.მან სასამართლოს მიმართა, “7 ნოემბრის საქმე დაასრულონ”.“მინდა სასამართლო შემადგენლობას ვუთხრა, რომ იმდენი წელია ეს პროცესი მიმდინარეობს, რომ ტკბილად შევაბერდით ერთმანეთს ყველა. ამასობაში, გამიჩნდა შვილი, რომელიც დღეს სკოლაში წავიდა, გამიჩნდა შვილიშვილი, ბევრი რამ შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. თქვენთანაც შეიცვალა ან თმები დაგცვივდათ და მაინც, მრავალი წელია ვაგრძელებთ აქციებს. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომელიც ამ პროცესით იკმაყოფილებს ჩემდამი სადისტურ ლტოლვას. ბიძინა, იშოვე ფული, დაიმკვიდრე თავი, როგორც დიქტატორმა მსოფლიოში, შენც გაგიჩნდა შვილიშვილები, გახდი ბაბუა და არ დადგა დრო, რომ ეს ცირკი დაასრულო?საქმე, რომელზეც მასამართლებთ, შედგენილია “ეფ-ეს-ბეს” აგენტის, ოთარ ფარცხალაძე- რომანოვის მიერ. მხოლოდ ამის გამო, რომ “ეფ-ეს-ბეს” ნომრიანმა აგენტმა მოამზადა (ჩემი საქმე) და ხელი მოაწერა მერე მისმა ხელქვეითმა, ნორმალურ სიტუაციაში ეს საქმე უნდა იყოს შეწყვეტილი, მაგრამ ჩვენ არ ვართ ნორმალურ სიტუაციაში”, - განაცხადა სააკაშვილმა.სააკაშვილი გამოეხმაურა გიორგი ბარამიძის დაკავებასაც.“გია ბარამიძე სამშობლოს ღალატისთვის გაამწესეს ციხეში. ამაზე მეტი ანეკდოტი არ არსებობს. ეს კაცი თავზე გვაფურთხებს, გვასკლინტავს და ჩვენ ვისხდეთ? “ნაზი ბულბული გალიაშია დატყვევებული” - პაატა ბურჭულაძე. (ციხესთან) დილით, გარეთ, 6 საათზე, იკრიბებიან ყვავები და სწორედ 6 საათზე, პაატა ბურჭულაძე უსმენს ყვავების ჭყავილს.გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა მთავარი და ამაზე ვინ კამათობს, მშვიდობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თუ შევეგუებით კორუფციას, კრიმინალს და ა.შ. აი, ეს არის თურმე მშვიდობა. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა ქართველი ხალხისთვის. არასდროს, არასდროს, არასდროს! საქართველო არ ყოფილა ერთი ადამიანის საკუთრება...გუშინ ტელევიზორში მოვისმინე, “იამაყეთ ჩვენი ეროვნული პროდუქტით, წვენით”. რა წვენი ხალხო?! აი, ეს უნდათ ამათ - “წვენის, ტყლაპის ინოვაციით დაიკმაყოფილეთ თავი, იამაყეთ თქვენო ელარჯით”, - განაცხადა სააკაშვილმა.ამასთან, სააკაშვილმა ისაუბრა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზეც. მისი თქმით, ამბიცია არის მშვიდობა, მაგრამ არა ღირსების შელახვის და “ბოდიშების მოხდის ფონზე”.“ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ ყველანი უნდა დავირაზმოთ. “სხვათა შორის” ბრძოლა არ გამოვა. 2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს “ნაციონალური მოძრაობა” და ეს ხან გამოსდის ფულით და .... დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ და მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ.2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ გელაძე სოციალურ ქსელში თავად წერს.როგორც გელაძე აღნიშნავს, საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ.მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას“, - წერს გელაძე სოციალურ ქსელში.

გია ვოლსკი – ბარამიძის განცხადება პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა

ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.მისი თქმით, ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება განცხადება, რომელიც გია ბარამიძემ გააკეთა.„ასე უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ხელის დადება ქართველ სამხედროებზე, რომ ისინი ასეთ მძიმე დანაშაულს ჩადიოდნენ, რასაკვირველია, შეიძლება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს ემსახურებოდეს. ეს მოწინააღმდეგე მხარე ჩვენი საკმაოდ მძიმე ბრალდებით არის დადანაშაულებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ოკუპაცია ხორციელდება. ბარამიძე ამბობს, რომ ის მხარე, რომელიც ებრძოდა საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას, მართალია. ჯერ ერთი, ტყუილია, რომ ეს ხდებოდა და მეორეც, პირდაპირ სახელმწიფოზე მიტანილი შეტევაა.უკვე გასცა პასუხი რუსეთის მხარემ, რომ ადამიანს დევნიან იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვაო. ქართველების მიმართ სიძულვილის გაღვივება და ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების გაღვიძება, რასაკვირველია, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამ ამოცანებს ემსახურება ის განცხადება, რომელიც გააკეთა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო სიახლეები