სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026

არჩილ თალაკვაძე – საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვება ბრიტანეთისადმი სოლიდარობის დასტურია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოდან რუსი დიპლომატის გაშვება ბრიტანეთისადმი სოლიდარობის დასტურია.ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

მისი თქმით, საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვანია.

„ეს ფაქტი ცალსახად მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვაა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯისადმი. საქართველოს მხრიდან რუსი დიპლომატის გაშვება ამ სოლიდარობის დასტურია. ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ნაბიჯიც ამ სოლიდარობის დასტურია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს საქართველოს ტერიტორიის დასატოვებლად შვიდდღიან ვადას აძლევს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ასპინძა, სოფელი ბალანთა  იყო.მიწისძვრის სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

დონალდ ტრამპი – კანადაში დაფუძნებულ კომპანია Bombardier-ს აშშ-ში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება, თუ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადაში დაფუძნებულ, ძვირადღირებული კერძო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია Bombardier-ს შეერთებულ შტატებში თვითმფრინავების გაყიდვის უფლება აღარ ექნება.აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს მხოლოდ იმ შეთხვევაში მოხდება, თუ კომპანია თვითმფრინავების წარმოებას შეერთებულ შტატებში დაიწყებს.ამასთან, ტრამპის თქმით, კანადა შტატებს უსამართლოდ ექცევა, რადგან Bombardier-ის მსგავს ამერიკელ კომპანიას, Gulfstream Aerospace-ს კანადაში ოპერირების უფლება არ აქვს.„შეერთებულ შტატებში Bombardier-ის გაყიდვა აღარ მოხდება! მათი პროდუქცია საკმარისად კარგი არ არის! მათი შემოსავლის 50 პროცენტზე მეტი შეერთებული შტატებიდან მოდის. ისინი ამერიკელი მყიდველების, ამერიკული კომპანიების, ამერიკული აეროპორტებისა და ამერიკული სერვისის ხარჯზე ცხოვრობენ და ეს ყველაფერი მაშინ, როცა კანადა ბლოკავს ჩვენს დიდ ამერიკულ ბანკებსა და კომპანიებს. მათ Gulfstream Aerospace-საც კი დაუბლოკეს ბიზნესის კეთება კანადაში. ეს სრულიად უსამართლო და უკანონოა! ეს ერა დასრულდა! თუ მათ ჩვენი ბაზარი სურთ, აქ უნდა აწარმოონ თვითმფრინავები და შეწყვიტონ ამერიკის „ყულაბად“ გამოყენება. იყიდეთ ამერიკული. იფრინეთ ამერიკული თვითმფრინავებით. ისიამოვნეთ ამერიკული სასმელებით. იმოგზაურეთ ამერიკის ტბაზე. ამერიკა პირველ რიგში!“, – წერს ტრამპი.ცნობისთვის, 2026 წლის იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ Bombardier Global Express-ის ბიზნეს თვითმფრინავების სერტიფიცირებას გააუქმებდა და კანადაში წარმოებულ ყველა თვითმფრინავზე 50-პროცენტიან იმპორტის ტარიფებს დააწესებდა.

ირაკლი ღარიბაშვილი – მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები, მე საქართველოს ვემსახურები, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით

მე არავის ვებრძვი, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა.„საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო. ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ. ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ. როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს. თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა! აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი – ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, – წერს ღარიბაშვილი. 

ნიკოლოზ სამხარაძე – სიმართლე, რაც ოპოზიციის თაობაზე ვიცოდით, ახლა სააშკარაოზე გამოაქვთ, დარჩენილი თუ იყო ვინმე, ვინც არ იცოდა, რა ხდებოდა, ყველას ეცოდინება, რა საფუძვლებზე...

სიმართლე, რაც ოპოზიციის თაობაზე ვიცოდით, ვის ჰქონდა გავლენები და ვინ იყო არაფორმალური მმართველი, ეს ყველაფერი ახლა სააშკარაოზე გამოაქვთ. გვასაღებდნენ, რომ პროევროპულ, დემოკრატიულ საწყისებზე აგებული ძალა იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძის თქმით, კარგი პროცესი მიმდინარეობს, რადგან საზოგადოებაში თუ ვინმე იყო დარჩენილი, ვინც არ იცოდა, ოპოზიციაში რა ხდებოდა, ყველას ეცოდინება, რა საფუძვლებსა და ღირებულებებზე დგას „ნაციონალური მოძრაობა“.„მათ პროდასავლურ ძალებად მოხსენიებას მოვერიდებოდი, რადგან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, არჩევნებს არ აღიარებენ და ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით პრობლემები აქვთ, არ მგონია, ვინმემ პროდასავლურად შერაცხოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ალექსანდრე თამაზაშვილი ტელეკომპანია ,,იმედს”-ასე თუ გააგრძელებთ, სააკაშვილის პერიოდის “იმედს” აუცილებლად აჯობებთ სიცრიუს გავრცელებაში…

,,სამწუხაროდ, ნელ-ნელა „ფორმულას“, „ტვ პირველს“ და მსგავს ტელევიზიებს ემსგავსებით… შეიძლება, ადამიანი აღარ მოგწონდეთ და აღარ „ადიდებდეთ“, მაგრამ იქამდე არ უნდა დაეშვათ, რომ მსგავსი სიბინძურე გაავრცელოთ. ასე თუ გააგრძელებთ, სააკაშვილის პერიოდის “იმედს” აუცილებლად აჯობებთ სიცრიუს გავრცელებაში…P.S. აბა, გაიხსენეთ : სულ რამდენიმე წლის წინ, თქვენივე ეთერებიდან, ვის დამსახურებად მიიჩნევდით, თქვენი საყვარელი “ბუა” სააკაშვილის დაპატიმრებას და საქართველოში სამოქალაქო ომის აცილებას?!- წერს  ალექსანდრე თამაზაშვილი

ბოლო სიახლეები