პარასკევი, თებერვალი 7, 2025

ანდრაშ ლასლო USAID-ზე: ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ USAID-ის საქმიანობაზე საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ თუ USAID ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, ეს იქნება კარგი ნიშანი.

„USAID ძალიან აქტიურად მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში და ვისაც აქვს გამოცდილება, ვინც იგრძნო საკუთარ ქვეყანაში USAID-ის მუშაობა, მათ შეუმჩნევიათ ამ ორგანიზაციის მხრიდან ძლიერი პოლიტიკური ჩარევა, პროექტები. მათი საქმიანობის შეფასება ძალიან საინტერესო პროცესია და ეს ახლახან დაიწყო. ჩვენ ჯერ რამდენიმე ინფორმაცია ვიხილეთ და ვფიქრობთ, ეს არის ის, რაც გარკვეულწილად სამომავლოდ ევროპულ პოლიტიკას განსაზღვრავს.

ისინი ზოგჯერ სხვა ქვეყნებში არასამთავრობოებსაც აფინანსებენ, რომლებიც პოლიტიკურ ქმედებებს ახორციელებენ და მათი ქმედებები ძალიან სენსიტიური ყოფილა ბევრი ხელისუფლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო არაპირდაპირი ჩარევა პოლიტიკაში, არჩევნებში, დემოკრატიაშიც კი.

რამდენიმე წლის წინ უნგრეთში მივიღეთ კანონი არასამთავრობოების გამჭვირვალობის შესახებ და ეს ეხება უცხოურ დაფინანსებას. მსგავსი კანონი ბევრ სხვა ქვეყანას აქვს და მათ შორის, საქართველოსაც. მნიშვნელოვანი იყო კანონი იმის გამო, რომ უცხოური გავლენა გახშირდა, ისეთი ფართო სპექტრი მოიცვა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას, არჩევნების უსაფრთხოებას, ერთიანობას და დემოკრატიას დაუკავშირდა.

თუ USAID პარტნიორების დახმარებით ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად შეძლებს ორგანიზაციების დაფინანსებას, არ ექნება უნარი ჩაერიოს დემოკრატიაში, მაშინ ეს იქნება კარგი ნიშანი და წლების განმავლობაში არასამთავრობოების გამჭვირვალობასთან, მათ დაფინანსებასთან დაკავშირებულ ბრძოლას გაცილებით მეტად გააიოლებს, არარელევანტურს გახდის და უფრო მეტიც – დაასრულებს, რადგან მათი აქტივობა შეიძლება, უბრალოდ გაჩერდეს.

ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები აშშ-თან დაეფუძნება გულწრფელ დამოკიდებულებას, დიპლომატიას და პოლიტიკურ დიალოგს. აღარ იქნება საჭირო შემოვლითი გზებით, უკანა მხრიდან შეთანხმებები, ბუნდოვანი დაფინანსებები, რასაც აშშ მიმართავდა ბოლო წლებში”, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობის დაკავებისთანავე 90 დღით სხვა ქვეყნებისთვის საერთაშორისო დახმარების გაწევა გაყინა. მისი ეს განკარგულება USAID-საც შეეხო. მოგვიანებით ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა მკაცრად გააკრიტიკა ორგანიზაცია და ის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, კაია კალასი და მარტა კოსი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩეროს საკანონმდებლო ცვლილებები და დაელოდოს ეუთო/ოდირის შეფასებას. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო შორდება დემოკრატიულ სტანდარტებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევი მიღება ქართულ საზოგადოებაზე გრძელვადიან გავლენას მოახდენს. ისინი მნიშვნელოვნად შელახავს გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უფლებებს და მედიის თავისუფლებას. ეს მოვლენები სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არ ამართლებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ არანაირ მოლოდინს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს შემდგომი დაძაბულობისგან და დაელოდოს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) შეფასებას, როგორც ამას სახალხო დამცველი ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. „საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა დაშინების ტაქტიკას და ძალადობას განსხვავებული ხმების ჩასახშობად. მშვიდობიანი დემონსტრანტები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო სამიზნე გახდნენ. ამჟამად დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც თავისუფლად საუბრობს. მზია, რომელიც ამჟამად შიმშილობს, ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტპატიმარი. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღდგენისთვის არცერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა შესრულდეს. ევროკავშირი მზად რჩება, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა ფრაგმენტები ქართველი და მსოფლიო კლასიკოსების, ასევე, თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების, დრამატურგების, პუბლიცისტებისა და ფილოსოფოსების ცნობილი ტექსტებიდან დედანსა და თარგმანში საჯაროდ წაიკითხეს, გარდა ამისა, შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ნაწარმოებებიდან ამონარიდები შესთავაზეს. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მიწვეულმა მწერალთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრმა, მწერალმა და მთარგმნელმა ნანა შალამბერიძემ თავისი შემოქმედება გააცნო, ასევე, საკუთარი ნაწარმოებებიდან და თარგმანებიდან ნაწყვეტები წაიკითხა. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყოველწლიურად აღინიშნება, ღონისძიებაში კი, პედაგოგებთან ერთად, სტუდენტებიც ენთუზიაზმით ერთვებიან. „ამ თარიღისადმი მიძღვნილ კვირეულში, ყოველწლიურად, სხვადასხვა ქვეყნის 30 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელსაც შეუერთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას, რითაც მასშტაბური ღონისძიების ნაწილი გახდა. მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პროცესით ჩვენი ახალგაზრდების დაინტერესებაა იმდენად, რომ თვითონაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. მნიშვნელოვანია ისიც, ამით გვიძლიერდება ურთიერთმოტივაცია, რათა სწორედ დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესის, სწრაფად ცვლადი ინოვაციების, გაჯეტების, სოციალური ქსელების საუკუნეში შევიყვაროთ კითხვა, ერთმანეთს გავუზიაროთ განუმეორებელი შთაბეჭდილებები, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს, თამამად გადმოიტანონ თავიანთი ნააზრევი ფურცელზე, აღმოვაჩინოთ ნიჭიერი, ახალბედა ავტორები და წავახალისოთ მათი შემოქმედებითი შესაძლებლობები“, - აღნიშნა თალიკო ჟვანიამ. სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, თითოეულმა მონაწილემ ფრაგმენტი ერთი კონკრეტული ავტორის კონკრეტული წიგნიდან წაიკითხა. გარდა ამისა, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა ქართველი პოეტების ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები შეასრულეს.

მამუკა ხაზარაძე – გახარიას პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად, ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი – ამ პარლამენტში დარჩენა ბიძინა...

რუსთაველის რვა ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულიად უუნაროები ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის, რადგან ოპოზიციური მანდატების გაუქმებით, ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რაიმე სახის ლეგიტიმური გადაწყვეტილების მიღებას, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 113 ხმაა საჭირო ერთი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 113 ხმა ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაციისთვის; 100 ხმა ორი მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციის გადასინჯვისთვის; 100 ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა უცხოეთის მოქალაქეზე მიწის გასხვისებისთვის; 90 ხმაა საჭირო კონკორდატში ცვლილებების დასამტკიცებლად; 90 ხმაა საჭირო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად; 90 ხმაა საჭირო სახალხო დამცველის ასარჩევად. „ქართულ ოცნებას“ კი პარლამენტში მხოლოდ 89 მანდატი გააჩნია. ეს იყო ჩვენი სტრატეგია, ეს იყო პროდასავლური ოთხი კოალიციური გაერთიანების სტრატეგია, რომ ეს ხალხი, რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა არჩევნებზე, დარჩენილიყვნენ მარტო და ვერ მიეღოთ ვერანაირი გადაწყვეტილება, ასევე, ახალი არჩევნების ჩატარების იძულება მომხდარიყო. დღევანდელ ვითარებაში შემდეგი მოცემულობა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი გააჩნია, პარლამენტში დღეს, ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს. საკითხის დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია-საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა, იმ ძალის ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ჩემთვის ეს არის საქართველოში რუსული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას მიათრევს და იზოლაციას უკეთებს ევროპული ფასეულობისგან, რომელსაც ქართველი ხალხი ძირძველად ეკუთვნის, მიათრევს დამპყრობლისკენ, რუსეთისკენ და ისეთი სისტემებისკენ, როგორიც არის მაგალითად, ირანი და კომუნისტური პარტიის ჩინეთი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობილ რუს ბლოგერს ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს

მალდივის კუნძულებზე, ცნობილ რუს ბლოგერს და მომღერალს, ნასტია ვიტონოვას ზღვაში ცურვის დროს ზვიგენი დაესხა თავს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალს ზვიგენმა ხელში უკბინა, რის გამოც ის პანიკაში ჩავარდა. მას ტურისტული ნავის ეკიპაჟის წევრები დაეხმარნენ და ჭრილობა დაუმუშავეს. მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ვიტონოვას ხელი აქვს დასისხლიანებული და ის პანიკურ მდგომარეობაშია. ვიდეოში ბლოგერს მეგობარი ამშვიდებს, რომელიც ეუბნება, რომ ნაკბენისგან სისხლი არ მოეწამლება და მთავარია, რომ თითები არ დაკარგა.

პეტრე ცისკარიშვილი – გახარია მანდატს ებღაუჭება, მას ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დაუდგება, ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ხალხის, ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებენ“

გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც სულ რამდენიმე თვეში დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აპრილ-მაისში ვნახავთ რეალურ სახეს, გახარიაs პარტია არის ხალხის, ოპოზიციის მხარეს თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებს“. „ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ბოლო სიახლეები