ორშაბათი, მაისი 19, 2025

აკაკი ზოიძე ევროპულ საქართველოს პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ევროპულ საქართველოს პარტიის სახელწოდების შეცვლას ურჩევს. აკაკი ზოიძემ ოპოზიციურ პარტიას მსგავსი რჩევა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მისცა, სადაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი განიხილეს.

„გაურკვეველია, ევროპული საქართველო რატომ გქვიათ მაშინ, როცა თამბაქოს კონტროლის წინააღმდეგი ხართ, რაზეც მთელი ევროპა დგას. თქვენ შრომის ინსპექციის წინააღმდეგიც ხართ. გირჩევთ, ევროპას თავი დაანებოთ და „ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს“ დაირქვათ. მსგავსი გზით თქვენი სულისკვეთება და ფილოსოფია გამოკვეთილი იქნება“, – მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ზოიძემ.

“ევროპული საქართველო“ “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრულ ახალ რეგულაციებსა და ბიუროკრატიულ მექანიზმებს აკრიტიკიებს. უმცირესობა დღევანდელ განხილვაზე დაინტერესდა, როგორც მუშაობს “სისხლის სამართლის კოდექსის“ და “ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის“ ის ნორმები, რომელიც საწარმო დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და რამდენი პირის მიმართ დადგა სათანადო პასუხისმგებლობა. ოპოზიციის აზრით, შრომითი უსაფრთხოების ნორმების შესრულების და პრევენციის ყველა სწორი გზა სწორედ ეს არის.

“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი მეორე მოსმენით იხილავს.

შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით  თბილისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთ-ერთი პროფკავშირების ორგანიზებული იყო. აქციაზე -“გახადე შრომა უსაფრთხო – ამ სლოგანით რუსთაველის მეტროსთან ხელისუფლებისთვის წარსადგენ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

15 თებერვალს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტში მხარი მეორე მოსმენით დაუჭირეს.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011 წლიდან 2016 წლის ბოლომდე სამუშაო ადგილებზე 776 ადამიანი დაშავდა და 270 დაიღუპა. 2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაათია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლუკა კურტანიძე – ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ, თავისუფლების მოედანზე რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ, დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“

ბრძანება იყო, სამაგალითოდ დავესაჯეთ. თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. დათა ახალაია სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ, ლიკვიდირებაც მოეხდინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, დაიწყო სამაგალითო დასჯა, მიზანმიმართულად ფიზიკური ანგარიშსწორება.„რამდენიმე ათეული ადამიანი ხელკეტებით მისწორდებოდა, ყველაფერი ჩამომახიეს და ასე ნაცემ-ნაბეგვი გამიყვანეს გარეთ. ბრძანება იყო მიცემული, რომ სამაგალითოდ, სახალხოდ დავესაჯეთ. დამაპატიმრეს, ჩამიყვანეს თავისუფლების მოედანზე, წრე შეკრეს და იქ უკვე არა მარტო რეზინის ხელკეტებით, არამედ გასაშლელი რკინის ხელკეტებით მირტყამდნენ. როდესაც დასჯილი ავყავდით ხელბორკილებით, მთავარ სამმართველოში რომ უნდა გადავეყვანეთ, დათა ახალაია მოვიდა და შეურაცხყოფილად მითხრა, „შენ აქ რა გინდა“, ეს ვიდეოშიც ჩანს. სპეცრაზმელს ეუბნება, „თუ რამე დაუმორჩილებლობა იქნა, პირდაპირ თავში“. ანუ, ბრძანება მისცა, რომ შეეძლოთ ლიკვიდირებაც მოეხდინათ. დათა ახალაიასთან იყვნენ სხვა ადამიანებიც. ორი პოლიციელი გადამეფარა, რომლებიც ალბათ სხვა დაჯგუფებიდან იყვნენ და მათ უნდოდათ, გავერიდებინეთ, მაგრამ ის ჯგუფი, რომელიც ახალაიას ექვემდებარებოდა, იმ ბიჭებსაც სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ როცა ამიყვანეს და თბილისის ცენტრალურ სამმართველოში გადამიყვანეს, დერეფანი გააკეთეს, კიბეებზე ნიღბიანები იყვნენ და ვიდრე რამდენიმე სართულზე ავიდოდი, ყველა ფიზიკურად მისწორდებოდა“, –  განაცხადა ლუკა კურტანიძემ.ამასთან, როგორც ლუკა კურტანიძემ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას საკუთარ ერზე და არა ძალადობას.„პირველ რიგში, ახალგაზრდებსა და ახალ თაობას ვეტყოდი იმას, რაც ხდებოდა. ხელისუფლებაში როდესაც ხარ და ძალაუფლება გაქვს, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ის არის, რომ არ უნდა გაგექცეს ძალაუფლება, რომელიც ხელში გიჭირავს. ხელისუფლების მართვა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას, ზრუნვას შენს ერზე და არა ძალადობას, სიკვდილს, შიშს და იმ ტრაგედიას, რაც ათასობით ადამიანმა განიცადა. დაინგრა უამრავი ადამიანის ოცნებები და ფიქრები. საქართველო – სამშობლო, სახელმწიფო არის ყველასი, მაგრამ მისი მართვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ახლა თუ რამე ნაბიჯები იდგმება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მომავალ თაობას, მომავალ ხელისუფლებას ვუთხრათ, როგორ უნდა მართონ სახელმწიფო. რა პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და როგორ გიყვარდეს შენი სამშობლო და დანარჩენი მსოფლიოსგან არ იყო იმ ეროვნული ღირებულებებით გამიჯნული, რომელიც შეგინარჩუნებს შენს იდენტობას, ეროვნულ ღირებულებებს, იქნები დანარჩენი მსოფლიოსთვის ისეთი საინტერესო, როგორიც არის სახელმწიფო საქართველო. დღევანდელი ეს გამოძიებაც ემსახურება იმას, რომ არცერთ ხელისუფლებას მომავალში არ მიეცეს ცდუნება, ჭარბი ძალაუფლების დროს მოხდეს ისეთი უბედურება, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა და ათასობით ადამიანმა მაშინ მივიღეთ. დღეს არის ის თავისუფლება, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი რეალობა“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება, – ამის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს.როგორც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა.„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში, ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში

ლუკა კურტანიძე – კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, 26 მაისის აქციაზე ისეთი დასჯა, დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას

კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლუკა კურტანიძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.ლუკა კურტანიძის თქმით, ცნობადი ადამიანების სამაგალითოდ დასჯა ხდებოდა, რათა დანარჩენი ხალხისთვის ეს ყოფილიყო მაგალითი, რომ არავის დაინდობდნენ.ლუკა კურტანიძე ამბობს, რომ 26 მაისის აქციაზე ხალხი პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა.„ყველა სფერო მოიცვა იმ შიშმა, იმ რეჟიმმა, რომელიც მაშინ სუფევდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდა, იმხელა პროტესტი მქონდა, სხვანაირად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ამიტომ მქონდა ბედნიერება, საქართველოსთვის სამართლიანობისთვის მებრძოლა და ნაციონალური რეჟიმის დასასრულისთვის ჩვენი სიტყვა გვეთქვა. აქცია 21 მაისს დაიწყო, მანამდე წინ უძღოდა მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრები, შემდეგ 25-ში გადმოინაცვლა პარლამენტის წინ. მიუხედავად ინფორმაციისა, რომ იქნებოდა სადამსჯელო სპეცოპერაცია, უამრავი ადამიანი გადაცმულფორმიანი მოდიოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ დაშლილიყო აქცია, მაგრამ ათასობით ადამიანი დარჩა. ლიდერებს, რომლებიც იქ ვიყავით, გვქონდა უდიდესი პასუხისმგებლობა, ამ აქციაზე ბოლომდე ვყოფილიყავით. როცა მოსაღამოვდა, უფრო და უფრო დაიძაბა ვითარება და 25 მაისის მიწურულს, თორმეტს აკლდა 10 წუთი, მერიიდან ერთ-ერთი წარმომადგენელი, დოლიძე მობრძანდა, წაიკითხა, რომ უნდა დავშლილიყავით, თორემ დაიწყებოდა სპეცოპერაცია.ხალხს, რომელიც იქ ვიყავით, გვქონდა პასუხისმგებლობა და ვიდექით ჩვეულებრივად, ყოველგვარი დესტრუქციული ნაბიჯების გარეშე, ატრიბუტებს, რომლებიც მოწყობილი იყო 26 მაისისთვის, ყველა ვუფრთხილდებოდით, ყველაფერს ვიცავდით, რომ რამე არ დაზიანებულიყო.ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს იმ მარაზმს, რაც ხდება, როდესაც ბორდიურზე გადასვლა კი არა, იწვის პოლიციის მანქანები, ზოგიერთი პოლიტიკოსი ხელით ეხება პოლიციას და ა.შ. შედარება არ შეიძლება, მაშინ ჩვენ ვიცავდით იმ პროტოკოლს, რასაც მშვიდობიანი დემონსტრაცია ჰქვია. 26 მაისის პირველ წუთებზე დაიწყო შემოტევა სხვადასხვა მხრიდან და რკალი ნელ-ნელა შეიკრა.მხუთავი საშუალება იყო გამოყენებული, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, დაიწყო დარბევა, დასჯა მომიტინგეების და სასტიკი გასწორება, რომელიც ყველამ ვიცით.მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვემსახურებოდი საქართველოს და საქართველოს სახელით უმაღლეს კვარცხლბეკზე თვალცრემლიანი ვიდექი, რადგან ერს და სამშობლოს ვემსახურებოდი. კოშმარულ სიზმარში მეგონა თავი, ისეთი დასჯა და ისე დაუნდობელი ცემა, ანგარიშსწორება დაიწყო, მეგონა, სხვაგან ვიყავი. ჩემს თვალსაწიერზე გაიარა, როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ ყველას. აქ იყო მაგალითი, რომ გაგანადგურებთ ყველას და ამ ხალხს, ვინც თქვენთვის მაგალითია. პირველ რიგში, ისინი ისჯებოდნენ სამაგალითოდ, რომ შიში, რომელიც სუფევდა, უფრო გაღრმავებულიყო“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

მამუკა ხაზარაძე – ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ არსებობს

ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.ხაზარაძის თქმით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა შექმნა არალეგიტიმური კომისია და დაიწყო პოლიტიკური ლიდერების დაბარება და ზეწოლა.მამუკა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ მივიდნენ კომისიის სხდომაზე თავად და ბადრი ჯაფარიძე.„კომისია, რომელიც შექმნა არალეგიტიმურმა პარლამენტმა, შექმნა კანონის დარღვევით. არალეგიტიმური კომისიაა და პირველივე საქმე დაიწყეს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის დაბარებით. ეს კომისია თითქოს შეიქმნა წინა ხელისუფლების რაღაც საქმეების გასარკვევად და დაიწყეს პოლიტიკური ლიდერების დაბარება და პოლიტიკური ზეწოლა. ჩვენ უარი განვაცხადეთ კომისიაზე მისვლაზე ორი მიზეზის გამო – ერთი, რომ არალეგიტიმურია და მეორე, არალეგიტიმურს რომ არაკანონიერად აქვს შექმნილი ეს კომისია, მაგრამ იქვე ვთქვით, რომ მურუსიძის სასამართლოში, ანუ ბიძინა ივანიშვილის სასამართლოში მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. ჩვენ მსგავსი წერილი ან კითხვა, ამდენი ხნის განმავლობაში არ მოგვსვლია არავისგან, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბიზნესმოღვაწეობის პერიოდში, ბოლო 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, სადაც ვინმეს რაიმე პრეტენზია გამოეხატოს ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ასეთი რამ არ არსებობს. დღეს პროცესი არის პოლიტიკურად მოტივირებული. ბადრის პროცესზე ძალიან საინტერესოა, რომ მოსამართლემ საქმეში დატოვა ის მტკიცებულებები, რომლებიც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმის დამადასტურებლად, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ეს საქმეში დევს. ეს საკმაოდ საინტერესო აბავია ჩვენთვისაც. ჩვენ უნდა ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ არაკანონიერ ხელისუფლებას და ამას გავაკეთებთ ნებისმიერი ტრიბუნიდან, სასამართლოს სხდომა იქნება, ქუჩა, თუ დასავლეთის ტრიბუნა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა მოტყუებით ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება, გააყალბა, 89 დეპუტატით არის წარმოდგენილი. გააყალბა, ჩაიდო ჯიბეში ხალხის ხმები და ამავე დროს, ეს არალეგიტიმური პარლამენტი ქმნის რაღაც კომისიას უკანონოდ. რატომ არის უკანონო, თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა წულუკიანს და ჰკითხოთ, სად არის 50% ოპოზიციური პარტიებისა იმ კომისიაში. არ არსებობს ასეთი. ნახეთ, რამდენ დარღვევასთან გვაქვს საქმე. ერთ დიდი, გლობალური – ადამიანებისთვის ხმების წართმევა და გაყალბება, მეორე უკვე დანაშაულებების კასკადი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არ დავიღლებით და მოქალაქეებს ვეტყვით თქვენი, მედიის საშუალებით და ყველა ტრიბუნიდან, რა არაკანონიერ ქმედებებს სჩადის ის ე.წ ხელისუფლება, ე.წ. პრემიერი, ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. პარლამენტი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კახიანი – რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური

რაც დრო გადის, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან აღიარებებს ვისმენთ, რომ არჩევნები ლეგიტიმური იყო. ამ აღიარებებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.გიორგი კახიანმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „ანი წითლიძე ამბობს, რომ არჩევნებში ზუსტად ის ციფრი და პროცენტები მიიღეს, რაც ცესკო-ს მონაცემებშია ასახული“. ვლადიმერ ბოჟაძის შეფასებით, ანა წითლიძემ თქვა ის, რაც არის სიმართლე.კახიანის თქმით, მათ კარგად იციან, რა რაოდენობის ხმები მიიღეს და ეს პროცენტულად როგორ იყო გამოხატული.„ამის მიუხედავად გაყალბებაზე საუბრობენ, რაც მათი მოქმედების სტილია. იციან, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ და ამიტომ, არეულობით და რევოლუციური გზით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ. იმასაც ხვდებიან, რომ შანსი არც ამ მიმართულებით არ აქვთ. რაც დრო გადის, საზოგადოება კიდევ ერთხელ რწმუნდება იმაში, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმური“,- განაცხადა კახიანმა.

ბოლო სიახლეები