ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

ავტობუსის გაჩერებებზე მსუბუქი მანქანის დაყენებისთვის ჯარიმა 5-ჯერ გაიზრდება

მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა გაეზარდოთ. კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომოტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.

“იზრდება სანქცია, იყო ჩვეულებრივ 10 ლარი და გახდება 50 ლარი, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არასწორი პარკირება, ეს არის მოძრაობის შეფერხება და ავტობუსებისა და მარშუტკებისთვის, რომლებიც იქ უნდა გაჩერდნენ, ხელის შეშლა”, – აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი კახა კუჭავა.

ამავე საკანონმდებლო პაკეტში საუბარია ტრანზიტულად მოძრავი ავტომობილებისთვის ჯარიმის გაზრდაზეც, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილების შემთხვევაში სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მძღოლები 20 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან უნდა გაჩერდნენ. მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მათი მოსვლის შანსი წლიდან წლამდე უფრო მცირე ხდება

ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ, მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.ირაკლი ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე. კერძოდ, გვარამიამ აღნიშნა: „ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება“.ქადაგიშვილის თქმით, ნიკა გვარამია თავის მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავს.„საარჩევნო შედეგებს თუ ვნახავთ, მათი ხელისუფლების შანსი წლიდან წლამდე უფრო და უფრო მცირე ხდება. რა თქმა უნდა, მათ საარჩევნო გზით ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ, გადატრიალების უნარიც არ აქვთ და ამიტომ თავიანთ მცირერიცხოვან ამომრჩეველს ფუჭი განცხადებებით კვებავენ. ყველაფერი ხელისგულზე დევს.ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის შემთხვევაში ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, რადგან ქართველ ხალხს ახსოვს ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს როგორი იყო ცხოვრება. მათ შორის, როგორი იყო დემოკრატია, „დემოკრატიის მამები“ ხომ არიან. უზურპირებული, დარბეული და მიწასთან გასწორებული და ერთ კაბინეტში სარედაქციო მედიაგარემო იყო საქართველოში. ახლა კი ეს ადამიანი ამბობს, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეო. ნიკა გვარამია ბიზნესს ესაუბრება, რომელიც დატერორებული იყო. გახსოვთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ბიზნესმენები მოვიდნენ, რომლებიც მოჰყვნენ, ციხეში როგორ გადიოდნენ საკონცენტაციო ბანაკების მსგავს სიტუაციას. ეს ამ ბიზნესს, მედიას და ქართულ საზოგადოებას ხომ ახსოვს? რა თქმა უნდა, ისინი ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვლენ. მათი ძირითადი აქცენტია სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობაზე, ამიტომ აფინანსებენ მათ.ხელისუფლებაში არჩევნებით რომ მოვიდნენ, ამის შანსი არ აქვთ და ეს კარგად იციან. გაგიგიათ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდეს, რასაც აქ გვარამია-ხოშტარია და მათი და-ძმანი ახორციელებენ?  მსგავსი რამე ევროპის არცერთ ქვეყანაში არც დაესიზმრებათ. აბა, ნახეთ, სომხეთში ოპოზიციის ლიდერი რის გამო დააკავეს. ეს განცხადება საზოგადოებას მოასმენინეთ. საქართველოში მსგავს განცხადებას კი არა, უარესს ქმედებებს აყურებინებენ საზოგადოებას. ასეთი განცხადებებით საკუთარ ბაბლში ტრიალებენ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მუქარიდან რეალობამდე – როგორ იცვლება ძალთა განაწილება- ირანის ელჩის შეფასება ტრამპის განცხადებებზე

 ირანის ელჩი  ტრამპის განცხადებებს აფასებს. ,,უკან დახევა დაიწყო; გამარჯვების ილუზია კი ინგრევა. ის, ვინც ერის მოთმინებას ანგარიში არ გაუწია, ახლა რეალობის საფასურს იხდის. ახალი ბალანსი მუქარაზე კი არა, ირანის დგომაზე წერია-წერს ალი მოჯანი.

„სქაი ნიუსი“ – ირანისთვის შეთავაზებული 15-პუნქტიანი გეგმა მოიცავს ბირთვულ განიარაღებას, ამერიკისთვის ბირთვული მასალების გადაცემას და ირანის მიერ მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეჩერებას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანისთვის შეთავაზებული 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს თეირანის ბირთვულ განიარაღებას, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული მასალების გადაცემას და ირანის მხრიდან მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერის შეჩერებას.ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ისრაელის ტელელარხზე, Channel 12-სა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.კერძოდ, 15-პუნქტიანი გეგმა მოიცავს:ირანმა უნდა გაანადგუროს თავისი ბირთვული შესაძლებლობები; უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არასდროს დააპირებს ბირთვული იარაღის შექმნას; ირანი აღარ გაამდიდრებს ბირთვულ მასალას; ყველა გამდიდრებული მასალა აშშ-ს გადაეცემა; არსებული ბირთვული ობიექტები განადგურდება, გაუქმდეება ნატანზის, ისპაჰანისა და ფორდოუს ბირთვული ობიექტები; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს როლი გაძლიერდება, სააგენტო მიიღებს წვდომას ირანის პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა ბირთვულ ინფორმაციაზე; ირანი უარს იტყვის თავისი მარიონეტული ჯგუფების, „ჰეზბოლასა“ და „ჰუსიტების“ მხარდაჭერაზე; შეწყვეტს მარიონეტული ძალების დაფინანსებას და შეიარაღებას; ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, ღია დარჩება როგორც თავისუფალი საზღვაო ზონა და მომავალში ღია იქნება; ირანი შეზღუდავს თავისი რაკეტების რაოდენობას და დიაპაზონს; ირანი რაკეტებს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს.ამის სანაცავლოდ, ირანის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება; ირანი შეიმუშავებს სამოქალაქო ბირთვული ენერგიის პროგრამას (ირანს დახმარებას გაუწევენ ბუშერში სამოქალაქო ბირთვული პროექტის შემუშავებაში).

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია

1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენა იყო.„დღეს განსაკუთრებული დღეა ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორიაში. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ჩვენი ერის ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა და განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე ვხვდებით.1917 წლის 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას, პრაქტიკულთან ერთად, უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დღეს საქართველოს ეკლესიამ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რამაც კვლავ გააერთიანა ერი და ბერი. ამ ისტორიულმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ერის ერთგულება საკუთარი სარწმუნოების, ტრადიციებისა და სულიერი ფასეულობების მიმართ.გისურვებთ მშვიდობას, ერთობასა და სულიერ სიმტკიცეს, განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე დღეებში. დაე, უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია, რათა მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ სამშობლოსა და ჩვენს ტრადიციებს“, – წერს ყაველაშვილი.

დონალდ ტრამპი​ – უნგრეთო, გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს, ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია, მას ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა...

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უნგრეთში მოახლოებული არჩევნების ფონზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ტრამპი აღნიშნავს, რომ ორბანი არის ძლიერი ლიდერი, რომელმაც დაამტკიცა, რომ შეუძლია, ფენომენალურ შედეგებს მიაღწიოს.„ის დაუღალავად იბრძვის თავისი დიდი ქვეყნისა და ხალხისთვის და უყვარს ისინი ისევე, როგორც მე ვებრძვი და მიყვარს ამერიკის შეერთებული შტატები. ვიქტორი მუშაობს, რათა დაიცვას უნგრეთი, განავითაროს ეკონომიკა, შექმნას სამუშაო ადგილები, ხელი შეუწყოს ვაჭრობას, შეაჩეროს უკანონო იმიგრაცია და უზრუნველყოს კანონი და წესრიგი! უნგრეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებმა ჩემი ადმინისტრაციის დროს თანამშრომლობისა და გამორჩეული მიღწევების უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია და ეს დიდწილად პრემიერ-მინისტრ ორბანის დამსახურებაა. მე ველოდები, რომ გავაგრძელებ მასთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა ორივე ქვეყანამ კიდევ უფრო წარმატებით განაგრძოს ამ უზარმაზარ გზაზე წინსვლა წარმატებისა და თანამშრომლობისკენ. ვამაყობდი, რომ ვიქტორს 2022 წელს არჩევნებში დავუჭირე მხარი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ დიდი პატივია. არჩევნების დღეა 2026 წლის 12 აპრილი. უნგრეთო: გადით და ხმა მიეცით ვიქტორ ორბანს. ის ნამდვილი მეგობარი, მებრძოლი და გამარჯვებულია და მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა არჩევისთვის ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა აქვს – ვიქტორ ორბანი არასდროს გაუცრუებს იმედს დიდებულ უნგრელ ხალხს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ვიქტორ ორბანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები