ავტობუსის გაჩერებებზე მსუბუქი მანქანის დაყენებისთვის ჯარიმა 5-ჯერ გაიზრდება

Read Time:39 Second

მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს ავტობუსებისთვის მონიშნულ ადგილებზე გაჩერების შემთხვევაში შესაძლოა ჯარიმა გაეზარდოთ. კანონპროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომოტეტმა პირველი მოსმენით იმსჯელა.

“იზრდება სანქცია, იყო ჩვეულებრივ 10 ლარი და გახდება 50 ლარი, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ არასწორი პარკირება, ეს არის მოძრაობის შეფერხება და ავტობუსებისა და მარშუტკებისთვის, რომლებიც იქ უნდა გაჩერდნენ, ხელის შეშლა”, – აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი კახა კუჭავა.

ამავე საკანონმდებლო პაკეტში საუბარია ტრანზიტულად მოძრავი ავტომობილებისთვის ჯარიმის გაზრდაზეც, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილების შემთხვევაში სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების მძღოლები 20 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდებიან.

შეგახსენებთ, რომ 1 მარტიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან უნდა გაჩერდნენ. მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამაშვილი: პრემიერი ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ხოლო ოპონენტები – საკუთარ ინტერესებზე
Next post თამარ ჩუგოშვილმა გაერო-ს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა