სამშაბათი, ოქტომბერი 20, 2026

ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს.

“სასამართლომ  განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი  უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდადებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში”, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

წყარო “მთავარი არხი”

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალებს.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებში მიგრანტები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პარიზი მალე “მუსლიმური ქალაქი” გახდება.აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ დიდ შეცდომას უშვებდა.„მთელი მსოფლიო შედიოდა. როგორც იცით, პარიზი ძალიან მალე მუსლიმური ქალაქი გახდება. ჩვენ საზღვრები ჩავკეტეთ, მან კი - არა“, - აღნიშნა ტრამპმა.მანამდე მან სოციალურ ქსელში საფრანგეთის ხელისუფლებას საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა. “საფრანგეთი იწვის! ჩაკეტეთ საზღვრები და აიღეთ გააკონტროლეთ სიტუაცია”, - დაწერა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას არ ვაპირებ, თუმცა თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების შუა პროცესში შეწყვეტას არ აპირებს, თუმცა, თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, მოლაპარაკებების შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია.„როდესაც შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებ, იმ ადამიანების წინააღმდეგ ასე არ გამოდიხარ, ვისთანაც მოლაპარაკებებს მართავ. საქმე უკრაინასთან დაკავშირებულ შეთანხმებას ეხება. ირანის საკითხზეც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რადგან ისინი ამ მიმართულებით ძალიან კარგად იქცევიან. ასევე, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს მძევლებთან და დიზელთან დაკავშირებით. ეს ჩემი საქმეა. როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, ასე არ იქცევი“, – განაცხადა ტრამპმა რესპუბლიკელების კრიტიკის საპასუხოდ.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რესპუბლიკელების უმრავლესობას მისი სჯერა და მოლაპარაკებების პროცესში მის გადაწყვეტილებებს ენდობა.ჟურნალისტის კითხვაზე, რა გარანტია მისცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომ შეთანხმების მიღწევა სურს, ტრამპმა განაცხადა, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. მისი თქმით, ვაშინგტონი ასევე ცდილობს, მიაღწიოს მძევლის გათავისუფლებას, რომლის დაბრუნებასაც აშშ დიდი ხანია, ჯერ კიდევ მის პრეზიდენტობამდე, ცდილობს.ტრამპის განცხადებით, ირანის საკითხთან დაკავშირებითაც დადებითი ვითარებაა, რადგან რუსეთი ირანს არ ეხმარება.„ირანს ძალიან ძლიერად ვუტევთ, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთს იქ არაფერი გაუკეთებია. ვფიქრობ, ეს ძალიან დადებითი ფაქტორია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზეც მიმდინარეობს და ის პროცესის ნაადრევად შეწყვეტას არ აპირებს.„არ ვაპირებ მოლაპარაკებების შუა პროცესში ჩაშლას. თუმცა ამის გაკეთების უფლება ნებისმიერ დროს, დაუყოვნებლივ მაქვს. თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, მოლაპარაკებების შეწყვეტა ყოველთვის შემიძლია“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა.ჟურნალისტის კითხვაზე, სანქციების შეჩერებით პუტინს ხომ არ უჭერს მხარს, ტრამპმა უპასუხა, რომ მისი მთავარი მიზანი ომის დასრულება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.„მე მხარს ვუჭერ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის შეწყვეტას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ ამას ვაკეთებ. სიმართლე გითხრათ, ზელენსკი ვითარებას დიდად არ უწყობს ხელს. ვფიქრობ, მას ომის დასრულება არ სურს. მე კი მინდა, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინელი ქალის განცხადებაზე, რომელშიც, მისი თქმით, ქალი ზელენსკის ადანაშაულებდა უკრაინელი მამაკაცების დაღუპვაში. ტრამპის განცხადებით, ქალი ამბობდა, რომ უკრაინელი მამაკაცები იღუპებიან, ბევრი მათგანი ფეხებს კარგავს, ზოგი კი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხვდება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ამ ქალის დაპატიმრება სურთ.ჟურნალისტის კითხვაზე, უზიარებს თუ არა აშშ უკრაინას ინფორმაციას რუსეთის თავდასხმების შესახებ, ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის და უკრაინის დასახმარებლად დიდი რესურსი აქვს გაღებული.„დიახ, ჩვენ სადაზვერვო ინფორმაციას ვუზიარებთ. ძალიან ბევრს ვაწვდით. იცით, რა? უკრაინას ბევრი რამ მივეცით, მათ კი ჩვენთვის არაფერი მოუციათ“, – განაცხადა ტრამპმა.

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი გარდაიცვალა

ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.„საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა , მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა, პარიზის რამდენიმე უბანში კი დემონსტრაციები აიკრძალა. პარიზის პოლიციის პრეფექტურის განცხადებით, კომენდანტის საათი დედაქალაქის რამდენიმე უბანში ორშაბათს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.ამასთან, პარიზის რამდენიმე უბანში დემონსტრაციების გამართვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 20:00 საათიდან სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე აიკრძალა.კომენდანტის საათი ნიცაშიც დაწესდა. ნიცის მერმა, ერიკ ჩიოტიმ, ქალაქში კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე ამოქმედდება და კვირამდე გაგრძელდება. მერის განცხადებით, კომენდანტის საათი მხოლოდ არასრულწლოვნებზე გავრცელდება.კომენდანტის საათი ამოქმედდა ლიონშიც. შეზღუდვა ორშაბათს, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე ამოქმედდება და სამშაბათს, დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს – მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია...

ისახავს მიზნად. იდეოლოგიის და მოგვიანებით ამ მოძრაობის ჩამოყალიბების მთავარი მიზეზი კოლონიური წარსულის გადაფასება გახდა. თუმცა, როგორც ჩანს, „კოლონიური წარსულის გადაფასებას“ აფროამერიკული რასა ევროპული ეთნოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს. ამ პროცესს ხელი შეუწყო ევროკავშირის ლიბერალურმა საემიგრაციო პოლიტიკამაც.დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის. ულტრამემარცხენე მოძრაობამ, რომელსაც მიგრანტებისა და ლგბტ თემის სრული მხარდაჭერა აქვს, წინასაარჩევნო კამპანია ვითომ განათლების რეფორმის მოთხოვნით დაიწყო. მათ კარგად იციან, თუ რამდენად ძლიერია საფრანგეთში ულტრამემარჯვენე მარი ლე პენის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს ეთნიკური ფრანგების უმრავლესობა, მათ შორის ებრაული თემი. სწორედ ამიტომ, აფროამერიკული „ვოუქიზმი“ საფრანგეთში ანტისემიტურ მოძრაობად გარდაიქმნა. ისინი ავიწროებენ ეთნიკურ ებრაელებს, წვავენ მათ მაღაზიებს და უნივერსიტეტებშიც კი აკონტროლებენ - ვინ არის ებრაელი. ეს პროცესები საუკუნის წინანდელი ფაშიზმის საწყის ეტაპს გვახსენებს.ამ მოვლენების ფონზე ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ არ მოქმედებს პრეზიდენტი მაკრონი შესაბამისად? მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულია აქციის ათასობით მონაწილე და პოლიციაც ხშირად ხისტია, მაკრონის საერთო ლიბერალური მიდგომა ეჭვებს აჩენს - ხომ არ აწყობთ ეს მოვლენები „დიპ-სტეიტის“ ბიუროკრატებს ევროპაში? მათ აქვთ შიში, რომ ძალაუფლება არ წაართვან საკმაოდ მომძლავრებულმა ულტრამემარჯვენე პარტიებმა, რომლებიც წინასაარჩევნოდ ქუჩებში აუცილებლად დაიწყებენ სახალხო მობილიზაციას. ამიტომ, კონსერვატიულ მოძრაობას მათ წინასწარ დაუპირისპირეს სოციალურ პოლიტიკაზე „ანთებული“ ლიბერალები. მემარჯვენე ძალებისთვის კი ასეთი ხმაურისა და მღელვარების გადაფარვა ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, მაკრონს რამდენიმე თვეღა დარჩა საპრეზიდენტოდ და მისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუმცა, ალბათ ეს სხვისთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუ ამ პროცესებს არა სოციალურ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში შევხედავთ, აშკარაა: ეს არეულობა, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისთვის, ვიღაცის ინტერესებში ნამდვილად შედის“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები