სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს – დავით მათიკაშვილი

ადამიანებთან მაქსიმალურად ჰუმანური და ადამიანური დამოკიდებულების ჭრილში წყვეტს შსს ძალიან ბევრ საკითხს, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

„როდესაც შსს-ს აქვს მის არსენალში კანონმდებლობით მინიჭებული სხვადასხვა საშუალებები ასეთ სიტუაციებში (აქციების) შეუძლიათ, რომ გამოიყენონ უფრო მძიმე საშუალებები იმისთვის, რომ აღადგინონ წესრიგი.

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ და ცდილობენ მაქსიმალურად რბილად, მაქსიმალურად ბევრი გაფრთხილებით, ადამიანების არა დაშლით, არამედ განრიდებით იმ კონკრეტული ეპიცენტრიდან მოახდინონ სიტუაციის დამშვიდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“კვარა”, მიყვარხარ”, – გიორგი მიქაუტაძის მიმართვა ხვიჩა კვარაცხელიას ფრანგულ CANAL + Sport-ის ეთერიდან

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ეს­პა­ნუ­რი "ვი­ლი­ა­რე­ა­ლის" შემ­ტევ გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეს ფრან­გულ CANAL + Sport-თან ინ­ტერ­ვიუ ჰქონ­და, რომ­ლის ბო­ლო­საც ჰკი­თხეს, ჰქონ­და თუ არა რამე სათ­ქმე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის, რო­მე­ლიც რთულ ტრავ­მას ებ­რძვის.“კვა­რა", ჩემო ძმაო, იმე­დი მაქვს, ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა. შე­ი­ნარ­ჩუ­ნე სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და იცო­დე, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შენ გვერ­დით ვდგა­ვართ... მე ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რად­გან შენ ძლი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ. მალე ისევ ერ­თად ვი­თა­მა­შებთ... "კვა­რა", მიყ­ვარ­ხარ”, - ასე მი­მარ­თა გი­ორ­გიმ ხვი­ჩას.შე­გახ­სე­ნებთ, პსჟ-ს მარ­ცხე­ნა გა­რე­მარბმა ხვი­ჩა კა­ვარ­ცხე­ლი­ამ "ბარ­სე­ლო­ნას­თან" და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ჯვა­რე­დი­ნი იო­გე­ბი გა­ი­წყვი­ტა. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ოპე­რა­ცია კა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ დო­ჰა­ში გა­ი­კე­თა და სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურსს მალე და­ი­წყებს.მი­ქა­უ­ტა­ძის "ვი­ლი­ა­რე­ა­ლი" კი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე ტურ­ში "კვა­რას" პსჟ-ს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გი­ორ­გი "კვა­რას" გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ჩემ­პი­ო­ნე­ბის კა­რის აღე­ბას შე­ეც­დე­ბა. ჩვე­ნე­ბუ­რი ლი­გა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვია, "ლი­ვერ­პულ­სა" და "ნა­პო­ლის" გა­უ­ტა­ნა, "ბო­რუ­სი­ას­თან" კი კუ­თხუ­რი­დან სა­გო­ლე პასი შე­ას­რუ­ლა.

ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება.მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ეტაპი როგორც თავად ევროკავშირისთვის, ისე გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის. დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს, ასევე გაფართოების ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და მის შესაძლო შედეგებს.სამიტზე ასევე იმსჯელებენ, როგორ შეიძლება შეცვალოს გაფართოებამ ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია.სამიტის სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვასილე ტოფანი და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი.

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, არის ტყუილი”

ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, “დებატების” ეთერში, როინ შავაძის მკვლელობის საქმეს იხსენებს და აცხადებს, რომ რაც მიხეილ სააკაშვილმა შავაძის შესახებ ისაუბრა, სიცრუეა.“რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა როინ შავაძის საქმეზე და თქვა, რომ ეს იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარის კოორდინატებსო, რაც არის ტყუილი!მსგავსი ბრალდება როინ შავაძის მიმართ არც ყოფილა, არც არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და, იქვე, პრაქტიკულად მან გაამართლა როინ შავაძის მკვლელობა.კიდევ ერთხელ, სტრასბურგს დავეყრდნობი: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ შავაძე გაქცევას აპირებდა და მისი მოკვლა იყო აუცილებელი, არც მის მიმართ რაიმე ძალის გამოყენება იყო საჭირო. ასევე, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ შავაძე იყო ნაწამები, სანამ გარდაიცვლებოდა,” – აცხადებს სოზარ სუბარი.

სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მცხოვრებ ლევან გობრონიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.ლევან გობრონიძეს დაუდგინდა მეოთხე სტადიის პაპილარული ადენოკარცინომა, დაავადება ორგანიზმში რამდენიმე ადგილას არის გავრცელებული და აქვს მეტასტაზები. იმუნოთერაპიის კურსის გაგრძელება ძვირი ჯდება, თითო დოზა დაახლოებით 5 000 დოლარი, რისი ფინანსური შესაძლებლობაც ოჯახს აღარ აქვს.დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკი – GE29BG0000000783944200თიბისი ბანკი – GE52TB7769445064300016მიმღები ლევან გობრონიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალების გამო.სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.„თამაზ ნატრიაშვილის გარდაცვალებით ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ დაკარგა გამორჩეული მეცნიერი, მკვლევარი და ინოვატორი, რომლის მრავალწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული საინჟინრო მეცნიერებისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებაში.მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა საავტომობილო ძრავების სიმძლავრის, ეკონომიური და ეკოლოგიური მაჩვენებლების კვლევასა და გაუმჯობესებას, ძრავებში ალტერნატიული საწვავის გამოყენებას, ახალი ტექნოლოგიური მანქანების შექმნას, სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესებისა და მყარი სხეულების დარტყმითი პროცესების შესწავლას, რობოტიზებული სისტემების დამუშავებასა და ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენებას.2006 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა პრიორიტეტულ სამეცნიერო პროგრამას - „ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობასა და სატრანსპორტო საშუალებებში“, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კვლევები განხორციელდა დისტანციურად მართვადი მობილური მანქანების, ტექნოლოგიური და სპეციალური დანიშნულების ჩარხების შექმნისა და სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების მიმართულებით.თამაზ ნატრიაშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 4 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო. მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე და პატენტი. მისი ცოდნა, გამოცდილება, სამეცნიერო მიღწევები და ინოვაციური ხედვა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართული მეცნიერებისთვის.თამაზ ნატრიაშვილის სახელი და ღვაწლი მუდამ დარჩება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართული სამეცნიერო საზოგადოების ისტორიაში.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მოწაფეებს და უსამძიმრებს მათ ამ მძიმე დანაკარგს.შვილის გარდაცვალებით გამოწვეული აუნაზღაურებელი ტკივილის მიუხედავად, მან ღირსებითა და თავდადებით განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა. დღეს კი მისი წასვლით კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი განიცადა ოჯახმა, მეგობრებმა და სრულიად ქართულმა სამეცნიერო საზოგადოებამ.ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, - აღნიშნულია რექტორის სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები