ოთხშაბათი, ნოემბერი 4, 2026

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია.

მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი აქვს მინიჭებული. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები, რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება.

“ძალიან კარგად მახსოვს ჩემ მიერ ჩატარებული გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ეს დაუვიწყარი ემოციაა, მიუხედავად იმისა, რომ გულის გადანერგვა არ არის ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია. ემოციური თვალსაზრისით კი ეს პროცედურის ერთ-ერთი პიკია, რაც ექიმმა შეიძლება კარიერაში გააკეთოს”, – ამბობს ქართველი კარდიოქირურგი.

ექიმის თქმით, კარდიოქირურგიაში ოპერაციის დრო ლიმიტირებულია, “რადგან გვიწევს გულის გაჩერება”. “როდესაც გულში კონსტრუქციას ვაკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ამუშავდება შემდეგ ეს ყველაფერი. ყოველთვის ემოციურია ის მომენტი, როდესაც გულს ვაჩერებთ და შემდეგ გული თავიდან იწყებს ამუშავებას, პირველი იმპულსი როდესაც ჩნდება, პირველი შეკუმშვა, პირველი სიგნალი, როდესაც სიცოცხლე იწყებს დაბრუნებას. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ბავშვი იღვიძებს და მის მზერას შეხედავ. ყოველთვის სათუოა ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი – გაიღვიძებს თუ არა. ჩვენ შეიძლება კარგად ჩავატაროთ და აღვადგინოთ მისი დეფექტები, მაგრამ შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს და არ გაიღვიძოს. ამიტომ ძალიან გასახარია, როდესაც ბავშვი იღვიძებს”, – ამბობს კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლაშა ხუციშვილმა ამერიკელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ვითარება და საშუალოვადიანი პროგნოზები. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერით საერთაშორისო პროგრამებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს.შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შეხვედრას დაესწრო საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის ოფიცერი ამირ ალავი. 

შემოსავლების სამსახური – 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა ელექტრონულად განხორციელდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვა  ელექტრონულ ფორმატში განხორციელდება, რაც მატერიალური დოკუმენტის ნაცვლად, ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერას ითვალისწინებს.ახალი მექანიზმის ფარგლებში, არამეწარმე ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის შემთხვევაში, შესყიდვის აქტს თავად მყიდველი მხარე გამოწერს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან -https://eservices.rs.geელექტრონულ დოკუმენტში აისახება იგივე რეკვიზიტები, რასაც ითვალისწინებს არსებული მატერიალური ფორმის დოკუმენტი. მას, ასევე დაემატა ანგარიშსწორების ფორმისა და ანაზღაურების მდგომარეობის მითითების შესაძლებლობა.მნიშვნელოვანი სიახლეა, შესყიდვის აქტის ელექტრონულად დადასტურების მექანიზმიც, რომელიც მონაწილე მხარეს შესყიდვის ოპერაციის დადასტურების სამ ალტერნატიულ საშუალებას სთავაზობს:·         მობილურ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის მყიდველისთვის მიწოდებას და მყიდველის მიერ მისი სისტემაში შეყვანით დოკუმენტის დადასტურებას;·         გამყიდველის მიერ მობილურ ტელეფონზე მიღებული ბმულის საშუალებით დოკუმენტის დადასტურებას;·         გამყიდველის მიერ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან დოკუმენტის დადასტურებას.ასევე, სიახლეა ის, რომ გადასახადის გადამხდელს ნებაყოფლობით შეუძლია გამოიყენოს  ელექტრონული შესყიდვის აქტი არამეწარმე ფიზიკური პირისგან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაშიც.ელექტრონული შესყიდვის აქტის გამოწერა შესაძლებელია არაუგვინეს საქონლის შესყიდვის დღის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ხოლო მისი დადასტურება ან უარყოფა -  ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.შესყიდვის აქტის გამოწერა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში:·         თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ისეთ ქონებას, რომლის საკუთრების უფლება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება. მაგალითად, ბინას, მიწას ან ავტომობილს;·         თუ საქონლის გამყიდველს აღნიშნულ ოპერაციაზე უკვე გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადები, ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი;·         თუ ფიზიკური პირისგან შეიძენთ ხე-ტყეს, რომელზეც მოქმედებს ხე-ტყის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვის სპეციალური წესი.ახალი ელექტრონული შესყიდვის აქტი მარტივად იქნება ინტეგრირებადი საბუღალტრო პროგრამულ სისტემებში, რაც ხელს შეუწყობს შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებას, დოკუმენტების გაციფრულებასა და პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.განხორციელებული სიახლის შესახებ, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე არსებული ელექტრონული პორტალის https://www.rs.ge/Meetingsspace- ,,შეხვედრების სივრცე" დახმარებით, მიზნობრივ ჯგუფებთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ფორმულას ჟურნალისტი – ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ადგილზე დავრჩეთ, რადგან აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ – ძლიერი...

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების ინფორმაციით, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმშიც დაკვამლიანებაა.არხის ჟურნალისტის, სოფო ვარდიაშვილის ინფორმაციით, ნიუსრუმში ახლა 22 ჟურნალისტი იმყოფება, მათთან ავიდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადის წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილზე დარჩენა ურჩიეს და უთხრეს, რომ ახლა ყველაზე უსაფრთხო ადგილას არიან.„ნიუსრუმში ახლა 22 ადამიანი ვართ. ამ ეტაპზე კარგად ვართ. ახლა სახანძრო-სამაშველოს თანამშრომლები ამოვიდნენ და გვითხრეს, რომ აქ ვართ ყველაზე უსაფრთხოდ. კარი გვაქვს დაკეტილი იმიტომ, რომ ძლიერი კვამლია ყველა მხრიდან. ლიფტი გათიშეს. ჩვენ ვცადეთ კიბით ჩასვლა, რაც იყო ძალიან საშიში, იმიტომ, რომ კვამლის გამო ხილვადობა საერთოდ არ იყო და უკან ამოვბრუნდით. ველოდებით შემდეგ ინსტრუქციას“, - განაცხადა სოფო ვარდიაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართული დიპლომატიის დღის ფარგლებში წიგნის – „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასლან აბაშიძისა და გიორგი ლობჟანიძის წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - პრეზენტაცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, გამოცემა წარმოადგენს პირველ ქართულენოვან ნაშრომს, რომელშიც დიპლომატიური და საკონსულო სამართალი ერთიან სასწავლო კონტექსტშია წარმოდგენილი. წიგნის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს საგარეო ურთიერთობათა სფეროში სპეციალიზებული ცოდნა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართლის ამ ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების საფუძვლიან შესწავლას.სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის, პროფესორ ივანე გიორგაძის თქმით, წიგნში განხილულია დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ძირითადი პრინციპები, ნორმები და ინსტიტუტები. ამასთანავე, გადმოცემულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს შექმნისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა საქმიანობაც, საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებთან ერთად, დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ნორმებით რეგულირდება.„ქართული დიპლომატიის დღის აღნიშვნა და წიგნის - „დიპლომატიური და საკონსულო სამართალი“ - წარდგენა ჩვენი ფაკულტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა. ეს გამოცემა მნიშვნელოვანი შენაძენია ქართულენოვანი აკადემიური ლიტერატურისთვის, რადგან დიპლომატიურ და საკონსულო სამართალს ერთიან სასწავლო-სამეცნიერო კონტექსტში წარმოაჩენს და მკითხველს საშუალებას აძლევს, სიღრმისეულად გაეცნოს საგარეო ურთიერთობათა სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო პრაქტიკას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომი ხელს შეუწყობს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტებისთვის პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და ამ სფეროში ქართულენოვანი საგანმანათლებლო რესურსების გამდიდრებას.თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პირობებში დიპლომატიური და საკონსულო სამართლის ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, მსგავსი აკადემიური ნაშრომების შექმნა არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ დარგში სამეცნიერო კვლევების განვითარებასა და მომავალი დიპლომატებისა და სამართლის სპეციალისტების პროფესიულ მომზადებასაც ემსახურება“, - განაცხადა ივანე გიორგაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, გამოცემა მკითხველს სთავაზობს დიპლომატიური და საკონსულო საქმიანობის სამართლებრივი მექანიზმების სისტემურ მიმოხილვას და მნიშვნელოვან სასწავლო რესურსს წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ურთიერთობების, ისე სამართლის მიმართულებით. წიგნი განკუთვნილია სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირებისთვის, დარგის სპეციალისტებისა და საკითხით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისთვის. გამოცემის რედაქტორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი როინ მეტრეველი და პროფესორი რომან შენგელია, ხოლო რეცენზენტები - პროფესორები დავით გეფერიძე და ნინო ბოჭორიშვილი.

ბარაკ ობამა – ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა იმ ლიდერებს, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ, ხალხს სურს პოლიტიკა, რომელიც აერთიანებს და არა ჰყოფს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, შაულედურ არჩევნებში ამომრჩეველმა მხარი იმ ლიდერებს დაუჭირა, რომლებიც არსებულ გამოწვევებს კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხებენ.„დღეს საღამოს ამერიკელი ხალხის გზავნილია, რომ მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ხალხს აერთიანებს და არა ყოფს“, – წერს აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი.მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია შემდგომი ზიანის თავიდან აცილება.„მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციას კიდევ ორი წელი აქვს, ახლა ჩვენი საქმეა აქტიური მუშაობა, შევიტანოთ ცვლილებები ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ზიანი და ჩავუყაროთ საფუძველი მომავალს“, – განაცხადა ობამამ.ცნობისთვის, 3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები გაიმართა. პირველადი შედეგებით, როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ხმების დათვლა კვლავ მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები