Daily Archives: ოქტომბერი 10, 2020

იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს  

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს 160-ე სეზონის გახსნას ულოცავს. “ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი,  ჩვენი ქალაქის, თითოეული ჩვენგანის სიამაყეა. სამსახიობო ხელოვნების ტაძარი, რომლის სცენაზე თამაშობდნენ ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი ვარსკვლავები. თეატრი, რომელმაც გვაჩუქა არაერთი საინტერესო რეჟისორი, სპექტაკლი და წარუშლელი შთაბეჭდილება. თუ დღეს ჩვენ გვაქვს პრეტენზია ქუთაისს ვუწოდოთ ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე-ჩემო სვანებო – დღეს მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით

  მადლობა უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით, წლების განმავლობაში ერთად ვაკეთეთ. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნების გუნდს“, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და წარმადგინა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონსა და ცაგერის მაჟორიტარობის კანდიდატად. მე მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს. ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკუთრების და რეგისტრაციის პროცესი და კიდევ უფრო ...

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძე დავით გარეჯის საკითხზე: ეს არის სამართლებრივი პროცესი – არავის მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დააზიანოს

„ეს არის სამართლებრივი პროცესი. მე წარმოვადგენ პოლიტიკურ ორგანოს – საქართველოს პარლამენტს, შესაბამისად, მე სამართლებრივ და საგამოძიებო დეტალებში არ შევალ და წინასწარ შეფასებებს არ გავაკეთებ“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს საკითხი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას. „ ეს არის საკითხი, რომელიც პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას და სწორედ ამიტომ, გასაკვირია, როდესაც ოპოზიციური ...

დაწვრილებით »

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15,5 კილომეტრიანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე 15.5 კმ-იანი მონაკვეთის შეკეთება დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთი 15.5 კმ-იანი (კმ19,5-კმ35) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა: მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ...

დაწვრილებით »

NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა

NBA-ის ჩემპიონის ვინაობა 1, ან 2 თამაშის შემდეგ გაირკვევა. სუპერფინალის მე-5 მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ვერ შეძლო „მაიამი ჰიტის“ დაამარცხება და შესაბამისად ჩემპიონობისთვის ბრძოლა გრძელდება. „მაიამი ჰიტმა“ 111-108 გაიმარჯვა და სერიაში ანგარიში 3-2 გახდა. „მაიამი ჰიტიდან“ ჯიმი ბატლერი და დანკან რობინსონი გამოირჩნენ. ბატლერის ანგარიშე 35 ქულა, 12 მოხსნა, 11 გადაცემა და 5 ჩაჭრაა, ხოლო რობინსონმა 26 ქულა დააგროვა. „ლეიკერსიდან“ ლებრონ ...

დაწვრილებით »

ბაკურიანში წყლის დებიტის გაზრდისა და სეზონზე უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სისტემის რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფისა და წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2 პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 10 მილონ ლარამდეა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველი პროექტი ითვალისწინებს სათავე ნაგებობისა და ამორტიზებული მაგისტრალური მილსადენის ახლით ჩანაცვლებას, წყლის ჩამკეტ-მარეგულირებელი მოწყობილობების შეცვლას, რაც უზრუნველყოფს ქსელის გამართულ ფუნქციონირებას. მეორე პროექტით გათვალისწინებულია ...

დაწვრილებით »

კახა კალაძე: სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ

სვანები განსაკუთრებული მორალური კოდექსის, მაღალი ღირსების პატრიოტი ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ერთგულად ემსახურება სამშობლოს და განსაკუთრებით აფასებს ჩვენი დალოცვილი მიწის თითოეულ გოჯს, – განაცხადა თბილის მერმა, კახა კალაძემ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას. კახა კალაძის თქმით, მესტიაში ტურისტების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა და განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც როგორც მოსახლეობის შემოსავლებზე, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზეც ...

დაწვრილებით »

არჩილ თალაკვაძე: გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს

ჩვენ გვაქვს საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მესტიაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა. „მოხარული ვარ, რომ ჩემს მეგობრებს, საყვარელ ხალხს კიდევ ერთხელ ვხვდებით, რათა შევაჯამოთ გაკეთებული საქმე და განვიხილოთ მომავალი, რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ. სვანეთმა და სვანეთმა ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა შემოუნახეთ ...

დაწვრილებით »

იუსტიციის სახლი: რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი დაჯავშნილი არ ჰქონდათ

კორონავირუსის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 5 მაისიდან წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ემსახურება. ბოლო პერიოდში გამოვლინდა დაჯავშნის სისტემის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ფაქტები. კერძოდ, რამდენიმე პირი იუსტიციის სახლის ათეულობით სერვისს წინასწარ ჯავშნიდა და მოგვიანებით ამ ჯავშანს თანხის სანაცვლოდ აუქმებდა იუსტიციის სახლთან მისული იმ მოქალაქეების სასარგებლოდ, რომელთაც ვიზიტი მანამდე დაჯავშნილი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ გაცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სერვისის დაჯავშნისას, ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია: ნელ-ნელა, მთაში მიგრაციული პროცესები შეჩერდა და ადამიანები მთას უბრუნდებიან

მესტია უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი არგუმენტი. ამიტომ, მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები მთას უბრუნდებიან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას. „ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველგან – მთაშიც, ბარშიც, თბილისშიც, მესტიაშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთნაირი ...

დაწვრილებით »