Daily Archives: სექტემბერი 14, 2020

იოსებ ხახალეიშვილი:  მხოლოდ ერთობით შევძლებთ ქუთაისი იყოს წარმატებული და ძლიერი ქალაქი

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს მათ ქალაქ მუზეუმისა და სულხან-საბას ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და თითოეული მათგანის საჭიროებებს გაეცნენ. “ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი იქნება.  ამასთანავე, ქუთაისს უნდა გავუძლიეროთ კულტურულ-საგანმანათლებლო სტატუსი. ჩვენთვის, ასევე,  ...

დაწვრილებით »

ჩიქოვანი: ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართული შეხვედრები ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა. ,,დღევანდელი შეხვედრები ზუგდიდში ჩიქობავას და დარასელიას ქუჩების მცხოვრებლებთან შეხვედრით დავასრულეთ. ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების, ბუნების, რელიგიური საგანძურის და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ პოტენციალის ათვისებით, შესაძლებლობა გვექნება, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. დადიანების სასახლეთა კომპლექსის სრული რეაბილიტაცია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების ინიცირება ჩემს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიმაჩნია” – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას, ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარცევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

დაწვრილებით »

,,ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე „სავაჭრო ცენტრი – 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,  „სავაჭრო ცენტრი – 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მათ  საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და  გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის ...

დაწვრილებით »

მარიამ ქვრივიშვილი: ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ

ხვალიდან, ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურისტები საქართველოში შემოსვლას პისიარტესტის პასუხის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებაში. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ნაცვალგების ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე: ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ტყუილს მაქსიმალურად იყენებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ქცევის კოდექსზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპონენტები ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ტყუილი – ამას მაქსიმალურად იყენებენ. „ჩვენ ვხედავთ უამრავ ტყუილს და სპეკულაციას. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ღრმა ანალიზში არიან, ვინ რას ატყუებს და თუ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, მას სჯერა ტელეკომპანია „მთავარის“ – აღარ არსებობს სიუჟეტი, რომელიც ტყუილზე არ არის დაფუძნებული. ...

დაწვრილებით »

თბილისის მერია: სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ

სიცრუეა და დეზინფორმაციაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათი თქმით, ამ ცრუ ინფორმაციის გამო, დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. „გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს. აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და ...

დაწვრილებით »

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს

ბათუმის სამშობიარო სახლში 7 ორსული კოვიდინფიცირებული პაციენტი მოათავსეს. ინფიცირებულები თავს კარგად გრძნობენ. მათ ვირუსის სიმპტომები არ აქვთ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ კლინიკათა რიცხვი, რომლებიც კოვიდინფიცირებულებს უმკურნალებენ. მათ შორის ერთი იქნება ქობულეთშიც. მისივე თქმით, მომატებული შემთხვევების მიუხედავად, აჭარაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დაწვრილებით »

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ბოტების სამიზნე გახდა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ყალბი „ფეისბუქ“ მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა. ვიდეო-რგოლზე გაბრაზების აღმნიშვნელი რეაქციით უცხო ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთის და აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირებული ექაუნთებით ეხმაურებიან. „ქართულ ოცნებაში“ ეჭვობენ, რომ ე.წ. ტროლებს და ბოტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პოლიტიკური ოპონენტები მართავენ.

დაწვრილებით »

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას მოვუწოდებთ, ხელი მოაწერონ საარჩევნო ქცევის კოდექსს

ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მან ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ხელი მოაწერონ შემუშავებულ დოკუმენტს. „აქტიურად ვიყავით ჩართული ქცევის კოდექსის შემუშავებაში. დღეს ოფიციალურად ...

დაწვრილებით »

დეპუტატის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურების შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატის ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურებს განსაზღვრავს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება. ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულება ექნებათ მხოლოდ პარლამენტში არჩეულ წევრებს. აქამდე ეს წესი მხოლოდ მაჟორიტარებზე ვრცელდებოდა და ცვლილების მიღების შემთხვევაში პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებზეც გავრცელდება. როგორც კანონპროექტის თანაავტორი, რატი იონათამიშვილი განმარტავს, გადაწყვეტილება კოვიდ 19-ის პერიოდში რისკების თავიდან აცილებას ითვალისწინებს. „დარეგისტრირდა 66 საარჩევნო სუბიექტი. მათ ჰყავთ ...

დაწვრილებით »