არჩილ თალაკვაძე Gorbi-ს კვლევაზე: ეს უკვე მესამე ავტორიტეტული კვლევაა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჩანს

Read Time:35 Second

ეს უკვე მესამე ავტორიტეტული კვლევაა, რომელშიც „ქართული ოცნების“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჩანს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ, საარჩევნო კამპანიის შედეგად, კიდევ უფრო გავზრდით ჩვენდამი მხარდაჭერას, რადგან ყველა წინა კამპანიის შედეგები ამას გვიჩვენებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში მივიღოთ უმრავლესობა, ჩამოვაყალიბოთ მთავრობა და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალში მმართველობაზე. ამასთან, რასაკვირველია, ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შედეგზე უფრო მეტად ორიენტირებული პოლიტიკა, მეტად თანამშრომლობითი პარლამენტი და უფრო მეტად დემოკრატიული პოლიტიკა გვჭირდება ქვეყანაში. ესაა ჩვენი ღირებულებები, ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ასახა საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო რეფორმებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Gorbi-ს კვლევის შედეგების თანახმად, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ