Daily Archives: სექტემბერი 8, 2020

ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ‘’ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ამბროლაურისა და ონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ადგილზე გაეცნო

„ამ ეტაპზე ინფიცირებულ პირებთან შემხებლობაში მყოფი ყველა კონტაქტი გამოვლენილია და ჩატარებულია პისიარ ტესტირება. პირველივე კონტაქტების გამოვლენისას დროულად მოხდა სავარაუდო ინფიცირებულთა თვითიზოლაცია და თანმიმდევრულად განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება. მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს ცაგერის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ლაჯანა, ორბელი, ლეშკედა და სპათაგორი. ვიმედოვნებთ, მუნიციპალიტეტში შევინარჩუნებთ სტაბილურ ვითარებას და მკაცრი ზომების მიღება არ გახდება საჭირო“ – განაცხადა გოჩა ენუქიძემ. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2 ...

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მეტ განვითარებას უზრუნველყოფს

,,ჩემი ამოცანა იქნება ზუგდიდში ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მეტ განვითარებას უზრუნველყოფს“-განაცხადა ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, მაცხოვრისკარში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე. ,,ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა როგორი ავარიული იყო, ყველას კარგად გვახსოვს. წელს ეს პრობლემა მოვაგვარეთ და ერთ-ერთ საუკეთესო კეთილმოწყობილ ქუჩად ვაქციეთ. ამავე ქუჩაზეა რეფერალური საავადმყოფო და რამდენიმე კლინიკა. ავარიული გზა, პირველ რიგში, სწორედ სასწრაფო დახმარების მანქანებს უქმნიდა გადაადგილების პრობლემას. ზუგდიდში იმ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, როგორიც ბოლო ორი წელია მიმდინარეობს, ჩვენს ქალაქს არ ახსოვს.  ასევე, მაცხოვრისკარის უბანში მდებარეობს საჭადრაკო სკოლა, რომლის რეაბილიტაციაც დავასრულეთ. სკოლა ჩვენი საამაყო ზუგდიდელი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს. ზუგდიდს უდიდესი საჭადრაკო ტრადიცია აქვს და, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრი ღირსეული ახალგაზრდა აღიზრდება ამ სკოლაში “-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დაწვრილებით »

უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს

უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა. „უახლოეს 2-3 დღეში „ქართული ოცნება“ პარტიული სიის პირველ 15-20 ნომერს დაასახელებს. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, სოფლებში შეხვედრებს, სადაც აუცილებლად დავიცავთ ყველა რეგულაციას. სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული პროგრამის წარდგენა, ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე: კვლევის ალოკაციის გარეშე გამოცხადების ერთადერთი მიზანი და მიზეზი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება იყო

  „კვლევის ალოკაციის გარეშე გამოცხადების ერთადერთი მიზანი და მიზეზი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება იყო, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში რაღაცნაირად ჩააქრონ მუხტი, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ასე არ ხდება, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაციები, „აი-პი-ემი“ და CRS-ი, ყველამ იცის, რომ ორივე „ნაცმოძრაობის“ სატელიტიც არა, მათი ორგანიზაციებია. „ისინი ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძემ: გუშინ იყო პირველი აღიარება, რომ ნაცმოძრაობა და მაშინდელი რუსთავი-2 გვარამიას ხელმძღვანელობით კვლევებს აყალბებდნენ

„ქალბატონ თამარ ჩერგოლეიშვილს გუშინ, პირდაპირ ეთერში უღიარებია, რომ ისინი აყალბებდნენ კვლევებს. ცოტა სხვა სიტყვებით, მაგრამ მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ნაცმოძრაობა და მაშინდელი რუსთავი-2 გვარამიას ხელმძღვანელობით მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ნაც. მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ იყო მომხრე“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, კვლევების ...

დაწვრილებით »

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი სურვილია, დავეხმარო ყველა კომპანიას, რომელიც ღირებულ პროდუქტს ქმნის, ხელი შევუწყო მათ განვითარებას

“ტრადიციის და თანამედროვეობის შეჯერება იძლევა ყველაზე კარგ შედეგებს და ამის ერთგვარი მაგალითია  კომპანია „მადერა ჯორჯია“, რომელიც საქმიანობა სათავეებს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს, მაგრამ არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება, პირიქით, განვითარდა, გაზარდა ბაზარი, გავიდა ექსპორტზე, დაიწყო მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა წარმოება. ძველ ტრადიციას ახალი ტექნოლოგიები და ნოვაციები დაამატა და გაიმარჯვა. სწორედ ესაა ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი –  შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და გავაძლიეროთ“, – ...

დაწვრილებით »

რატი იონათამიშვილი: აღიარებების კულმინაცია იყო ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს

„გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარების კვირეული. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. „პირველი იყო მიხეილ სააკაშვილის აღიარება იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი, რითაც ფაქტობრივად დაასრულა ის დისკუსია, რომ თითქოს ის არის პოლიტიკური დევნილი. შემდეგ იყო გვარამიას მხრიდან აღიარება, რომ ოჯახის და სამშობლოს სიყვარული ყოფილა თურმე ავადმყოფობა. მას შემდეგ, რაც ...

დაწვრილებით »

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, სპეციალისტების რეკომენდაციები მაქსიმალურად დაიცვან

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის გამოვლენის გამო, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და ვირუსის გავრცელების ეფექტური პრევენციის ღონისძიებებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ ...

დაწვრილებით »

ანა მიქელაძე – რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები მედიას ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო. მისი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ...

დაწვრილებით »

რატი იონათამიშვილი – კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს

ეს კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სატუსაღოს ბენეფიციარია. „ეს კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს. ფარისევლობით, სიცრუით, არასერიოზულობით და უპასუხისმგებლობით ეკიდებიან საზოგადოებას, რაც დაუშვებელია. თუ ასე გააგრძელებენ, არ გამოვრიცხავ, რომ მათთვის ერთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სათუო იყოს. სინამდვილეში, მიხეილ ...

დაწვრილებით »