მამუკა მდინარაძე: ჩერგოლეიშვილმა აღიარა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს

Read Time:54 Second

ნაცებმა აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო დღეების 5 აღიარების შესახებ წერს და აცხადებს, რომ აღიარების სერია და ლუსტრაცია გაგრძელდება.

„ნაცების“ ბოლო დღეების 5 აღიარება:

1. სააკაშვილმა აღიარა მძიმე დანაშაულები, უბრალოდ „ვორდინგში“ სიტყვა დანაშაული სიტყვა შეცდომით ჩაანაცვლა.

2. გვარამიამ აღიარა, რომ ოჯახის სიყვარული ავადმყოფობად მიაჩნია.

3. ნაცებმა აღიარეს, რომ მათი პარტია მართლაც კრიმინალური ოპოზიციაა და გეგმაში მხოლოდ არეულობა აქვთ, რადგან მათ ლუსტრირებული (მსჯავრდებული) და სხვა ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს.

4. ვაშაძემ აღიარა, რომ სააკაშვილი მისთვის უკვე ფულის მსხვილ კუპიურასთან ასოცირდება.

5. და ბოლოს, ჩერგოლეიშვილმა აღიარა ის, რასაც დიდი ხანია ვამბობთ – ნაცები და მათი კომპანიები უკვე წლებია აყალბებენ სოციოლოგიურ კვლევებს. თქვა, რომ ისინი კვლევებში მალავდნენ მონაცემებს იმის შესახებ, რომ თავად ნაცმოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარიც კი არ უჭერდა მხარს სააკაშვილის პრემიერობას.

სამწუხარო ისაა, რომ ამ კვლევებს ხშირად ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, რომლებსაც ისევე ატყუებდნენ, როგორც ქართულ საზოგადოებას.
იმდენად არიან აჭრილები, რომ დარწმუნებული ვარ, აღიარების სერია და ლუსტრაცია გაგრძელდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post რატი იონათამიშვილი – კრიმინალური ოპოზიცია საკუთარი დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო ბუნების ლუსტრაციას ყოველდღე ახდენს