Daily Archives: სექტემბერი 6, 2020

ირაკლი ჩიქოვანი: კარგი მუშაობის შედეგია, რომ თხილის შემოსავალი ფაროსანამდე არსებულ ნიშნულს უახლოვდება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზუგდიდში ფესტივალს ,,თხილობა 2020“ დაესწრო. პრემიერთან ერთად ფესტივალს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,დღეს საფუძველი ჩაეყარა თხილის ფესტივალს, თხილი ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურა და შემოსავლის მთავარი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თხილის წარმოება ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა და  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი ...

დაწვრილებით »

გორის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა, ავტომობილს სავარაუდოდ, ბავშვის მამა მართავდა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან, 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო ავტომობილი ხეს შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაწვრილებით »

გიორგი გახარია – სახელმწიფო ტექნოლოგიურად, ცოდნით, ფინანსებზე წვდომით თითოეულ ფერმერს უნდა დაუდგეს გვერდით და გვექნება შედეგი

უაღრესად სასიამოვნოა ასეთ თბილ გარემოში, ზუგდიდში, თან ასეთი მნიშვნელოვანი მიზეზით შეკრება. თხილი სამეგრელოსთვის მიუხედავად იმისა, რომ აქ საქართველოს ბევრი რეგიონიდან ვხედავ სტუმრებს და მარტო სამეგრელოში არ იზრდება თხილი, გურიაშიც მოჰყავთ, აჭარაშიც, კახეთშიც, იმერეთშიც, ყველაზე კარგი თხილი და ყველაზე ბევრი მაინც სამეგრელოში მოდის. ამიტომ ეს დღესასწაული, ეს ფესტივალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს სამეგრელოში და უნდა იყოს ზუგდიდში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ, ...

დაწვრილებით »

ამირან გამყრელიძე – რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში და მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით თავი შევიკავოთ ფართომასშტაბიანი შეკრებებისგან

კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინფექციის შემდგომი გავრცელების, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება. „გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია – პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება დასჯადია, თუ გიორგი ვაშაძეს ამაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ჟურნალისტებთან ჭორაობის ნაცვლად, საგამოძიებო ორგანოებში მიიტანოს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება არის კანონით დასჯადი ქმედება, რომელზეც, თუ ასეთი რამ მოხდა და ეს არ არის ვიღაცის თავში დაბადებული ფანტაზია, აღიძრება საქმე და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შტაბის წევრს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებიან. მთავრობის მეთაურის განმარტებით, თუ მას გარკვეული მტკიცებულებები აქვს, ...

დაწვრილებით »

ლევან დავითაშვილი: თხილი არის ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა ჩვენთვის და მას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, ისევე როგორც ღვინოს

იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტად ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ და შევძლებთ, რომ თხილის ასეულობით მილიონი დოლარის ექსპორტი იყოს საქართველოდან და ეს იქნება ოჯახების შემოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში „თხილობა 2020“-ის ღონისძიებაზე განაცხადა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასა და მეთხილეთა ასოციაციას. „მინდა, ...

დაწვრილებით »

გიორგი გახარია: სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს თანმიმდევრულად და დღეს ეს პროგრესი ნათელია

სასამართლოს რეფორმა ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა თანხმდება, რომ სასამართლოს მიმართულებით, ქვეყანაში პროგრესია. „სასამართლოს მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სასამართლოს რეფორმა ქვეყანაში მიმდინარეობს თანმიმდევრულად. იცით, რომ ახლა მეოთხე ტალღისთვის ვემზადებით. ჩვენ, ამ მიმართულებით, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ...

დაწვრილებით »

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა გორში ჩავიდა

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მიზნით საქართველოში შემოყვანილი ამერიკული სამხედრო ტექნიკა ვაზიანისკენ მიემართება. ჯავშანმანქანებმა სტრაიკერება მარშირების პროცესში გორში შემოიარეს, წრე გააკეთეს და გზა განაგრძეს. საქართველო 7-18 სექტემბრის ჩათვლით მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ მასპინძლობს, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. სწავლებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში საზღვაო გზით შემოყვანილია ამერიკული სამხედრო ტექნიკა – საბრძოლო ...

დაწვრილებით »

ინოეთში პირველად კორონავირუსის 90,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 90,632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 4,113,811-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,065 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 70,626-ს აღწევს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ ...

დაწვრილებით »

გიორგი ვაშაძე – პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა ექნება, უმკაცრესად დაისაჯოს

როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, რომ ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა მაინც ექნება, უმკაცრესად იქნება დასჯილი სამართალდამცავი უწყებების და ხელისუფლების მხრიდან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი თანაგუნდელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე ისაუბრა. ვაშაძის განცხადებით, „არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, არიან ჯგუფები, რომლებიც პირადი ცხოვრებით შანტაჟს არ მოერიდებიან“. ...

დაწვრილებით »