დაიწყო პროექტი მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად

Read Time:1 Minute, 19 Second

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ,,ქალთა გლობალური ფონდის’’ (Global Fund for women) მხარდაჭერით იწყებს პროექტს მიუსაფარი და მარტოხელა ქალების ხელშესაწყობად.

პროექტის მიზანია ბენეფიციართა სოციალური ინკლუზია და მხარდაჭერა COVID-19 პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. ვირუსის გავრცელების შედეგად, პანდემიისა თუ პოსტ-პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად სწორედ, სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ. მათ შორის არიან მიუსაფარი ქალები და მათი ოჯახები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით ესაჭიროებათ დახმარება.

პროექტი 6 თვეს გასტანს და რამდენი ეტაპად განხორციელდება: საწყის ეტაპზე სამოქალაქო განვითარების ცენტრი პროექტის ბენეფიციარ ქალებს შეარჩევს, ჩატარდება მათი საჭიროებების კვლევა, შემუშავდება რეკომენდაციები, ასევე მოხდება თითოეული მონაწილის უზრუნველყოფა პირველადი ჰიგიენური ნივთებითა და არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებით.

პროექტის მონაწილე ქალები სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე შეირჩევიან  მკვლევართა ჯგუფის მიერ. ისინი იქნებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი,  მარტოხელა ქალები, ქუჩაში ცხოვრების ან მუშაობის გამოცდილებით, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება.  პროექტში მონაწილეობის მსურველმა ქალებმა თავად, ან ახლობლის მეშვეობით უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი 10 სექტემბრის ჩათვლით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1YEkSyrknqEdEejYW8ps-GgqX1GotBH1wUe-jQ-vczI8/edit?fbclid=IwAR0SZ4Hl4qlnP2CkKMg9o-3YMLlYBjn6GVIH7XUtLfP0DA3y–iL9nd0Qn8

პროექტის შემდგომ ეტაპზე, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი დაიწყებს აქტიური ფანდრაიზინგისა და ადვოკატირების კამპანიას. მომზადდება ბენეფიციართა ფოტო და ვიდეო ისტორიები, მონაწილეთა თანხმობით, საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. კამპანიაში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ცხადია, ფანდრაიზინგის შედეგად მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მიუსაფარ და მარტოხელა ქალთა საჭიროებებს.

პროექტის განხორციელებაში CSDC-ის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად 20 მოხალისეც ჩაერთვება, რომლებიც სპეციალურად გადამზადდებიან და მიიღებენ შესაბამის თეორიულ ცოდნას ბენეფიციართა აღნიშნულ ჯგუფთან სამუშაოდ. თუმცა, პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის, აუცილებელი იქნება საზოგადოებისა და სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა, რათა ერთად შევძლოთ პანდემიით დაზარალებული და მარტოხელა ქალების წინაშე არსებული პრობლემების, თუნდაც მცირე ნაწილის აღმოფხვრა.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/CSDC.ge/

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით
Next post გიორგი ვაშაძე – პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, ჩემი ამოცანა იქნება, ყველა ადამიანი, ვისაც პირადი ცხოვრებით შანტაჟის მცდელობა ექნება, უმკაცრესად დაისაჯოს