ირაკლი ჩიქოვანი: კარგი მუშაობის შედეგია, რომ თხილის შემოსავალი ფაროსანამდე არსებულ ნიშნულს უახლოვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ზუგდიდში ფესტივალს ,,თხილობა 2020“ დაესწრო. პრემიერთან ერთად ფესტივალს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ირაკლი ჩიქოვანი, ალექსანდრე მოწერელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,დღეს საფუძველი ჩაეყარა თხილის ფესტივალს, თხილი ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურა და შემოსავლის მთავარი წყაროა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. თხილის წარმოება ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვნად განვითარდა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში წამყვანი ადგილი დაიკავა. ხელისუფლების, ასოციაციის და ფერმერების კარგი მუშაობის შედეგია ის, რომ წელს თხილის შემოსავალი ფაროსანამდე არსებულ ნიშნულს უახლოვდება. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ფესტივალი „თხილობა 2020“ მიზნად ისახავდა თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევების და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა.
სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სადაც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოდგენილი იყო თხილი და თხილის პროდუქცია, ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამეგრელოს კუთხისთვის დამახასიათებელი პროდუქცია. მოეწყო ელარჯის და ჯანჯუხას მომზადების მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ, დააგემოვნებინათ და შეეძინათ დახლებზე გამოფენილი პროდუქცია.
ფესტივალის ფარგლებში დაცული იყო კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები. ადგილზე ხორციელდებოდა თერმოსკრინინგი.
ზუგდიდში ფესტივალი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიება ,,ღამის შოუს“ ბენდის კონცერტით დასრულდა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...