Daily Archives: სექტემბერი 3, 2020

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივ მოსახლეობას უჩაშონასა და ოფაჩხაფუში შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნების“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი უჩაშონისა და ოფაჩხაფუს მოსახლეობას შეხვდა, მათ საკუთარი ხედვები გააცნო და სოფლებში არსებული პრობლემები მოისმინა. ,,უჩაშონაში გზის პრობლემა რამდენიმე წლის წინ მოვაგვარეთ. ამ სოფელთან ერთად, ზუგდიდში ყველა სოფელთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. ახლა პრობლემა შიდა გზებია, თუმცა მის მოგვარებაზე მუნიციპალიტეტი ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შევხვდა

გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შევხვდა. შეხვედრისას იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც ამ სფეროს წარმომადგენლები  დგანან. გოჩა ენუქიძის განცხადებით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა და ამასთან, განსაკუთრებული დაფასება სჭირდება ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. დეპუტატმა მადლობა გადაუხადს საბავშო ბაღის აღმზრდელებსაც, რომლებიც ახალ თაობას ონის მუნიციპალიტეტს და ჩვენს ქვეყანას ღირსეულად უზრდიან.

დაწვრილებით »

კომუნიკაციების კომისია: „ობიექტივმა“ და „გირჩი ტვ“-მ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებით კანონი დაარღვიეს

კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, ...

დაწვრილებით »

გიორგი ვოლსკი: კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კიბერშეტევა არის გამოძახილი ამ ბოლო პერიოდის მოვლენების: საკმაოდ დაძაბული განცხადებების გაცვლა – გამოცვლა რუსეთთან, მათი უსაფუძვლო ბრალდებები და ამ ბრალდებებზე ხისტი პასუხი, რაც ჩვენგან მოისმინეს. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმაც საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, კიბერშეტევის საფრთხე ყოველთვის არის, ეს მარტო საქართველოს არ ემუქრება, თუმცა, რეალურად დასადგენია წყარო, საიდანაც ...

დაწვრილებით »

ოკუპირებული აფხაზეთიდან 50-მდე სტუდენტი ენგურის ხიდის გავლით გადმოვიდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან 50-მდე სტუდენტი ენგურის ხიდის გავლით გადმოვიდა. სტუდენტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა მას შემდეგ შეძლეს, რაც მათ დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებითი საშვები დაურიგა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ისინი მარტო გადმოვიდნენ, მათ მშობლებს კი დე ფაქტო სოხუმმა არ მისცა უფლება ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულიყვნენ. ყველა მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა განმუხურში არსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.

დაწვრილებით »

საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართება

საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფოსთან ერთად აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიო რაგბთან საქართველოს ნაკრების 8 ერში მონაწილეობასთან დაკავშირებით – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა განაცხადა. მისივე გნაცხადებით, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რაიმე სიახლის შემთხევაში რაგბის კავშირი ინფორმაციას გაავრცელებს. ნოემბერ-დეკემბერში ექვსი ერის ექსპერიმენტული ტურნირი ჩატარდება, რომელშიც 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპული მედია საშუალებების ინფორმაციით ...

დაწვრილებით »

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპში, ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. „2019 ...

დაწვრილებით »

გოჩა ენუქიძე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო და სამუსიკო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. დეპუტატის განცხადებით შეხვედრების მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია. იგრძნონ გოჩა ენუქიძის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის თანადგომა. გოჩა ენუქიძის განცხადებით თითოეული სფეროს წარმატებული განვითარება  მუნიციპალიტეტების სიძლიერის განმაპირობებელია, ამიტომ იქნება მათ გვერდით ყველა კეთილ საქმეში დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის.

დაწვრილებით »

ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათგან სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა. ,, დღეს ისტორიული სოფლის, ჭკადუაშის მოსახლეობას შევხვდი. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. როგორც გამოიკვეთა, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ახალმა პროგრამებმა მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა მისცა. ამ სოფელში უმთავრესი პრობლემა ცენტრალური საავტომობილო გზა იყო. სოფლის ცენტრამდე მისასვლელი მონაკვეთი უკვე დასრულებულია. სამანიოს, სანაჭყებიოს და ჯინჯოლავების უბანში კი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე  პროექტი უკვე არსებობს და ექსპერტიზის სტადიაზეა“. სოფლის ცენტრში გამართული შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანი ჭკადუაშში დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა: ,,ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, ცხოვრება შიშველი ხელებით ხელახლა დაიწყეს. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თუმცა ეს საკმარისი არ არის. პროცესი გრძელდება, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში არცერთი დევნილი ოჯახი საკუთარი ჭერის გარეშე არ დარჩება“ – აღნიშნა დევნილებთან შეხვედრაზე  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. ვიდეოს ლინკი: https://wetransfer.com/downloads/8a0c140a1ec798dff988bc7dbc7f5bc320200902181923/08dd8d?fbclid=IwAR10vEMJbTeNIaUg8QONwmDi0v88wcP3UKm50KEieVPouk-Q-LaudbJs2RA —

დაწვრილებით »

გიორგი გახარია: შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი

შეუძლებელია ქვეყნის გამარჯვებასა და წარმატებაზე ვისაუბროთ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც იქნება თავის სამშობლოში დევნილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კასპში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენისას განაცხადა. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ – კასპში, გორში, ქართლში, სამეგრელოში, კახეთსა თუ სამცხეში, ოკუპაცია არის ჩვენი უდიდესი პრობლემა და ოკუპაცია არის პრობლემა, რომელიც იქნება ყოველდღიურად, სანამ ჩვენ ამ პრობლემას ...

დაწვრილებით »