ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

Read Time:29 Second

კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

ვაქცინაციის კამპანიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 300 მილიონი დოზა გაიხარჯა.

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს დაჟინებით მოუწოდა, სრული ვაქცინაცია გაიარონ, რათა თავი დაიცვან კორონავირუსის ვარიანტებისგან, განსაკუთრებით ე.წ. ინდური შტამისგან.

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი არავაქცინირებულ ადამიანებს კიდევ უფრო დაუცველს გახდის. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს დელტა ვარიანტის გამო. ეს გაცილებით იოლად გადამდები, პოტენციურად მომაკვდინებელი და განსაკუთრებით საშიში ვარიანტია ახალგაზრდებისთვის. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ გამოსავალი გვაქვს. მეცნიერება და მონაცემები ცხადყოფს, რომ ვაქცინაცია ამ ვარიანტებისგან თავის დასაცავად საუკეთესო საშუალებაა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევას ულოცავს
Next post მამუკა მდინარაძე – 2012 წლამდე ერთი და იგივე პირთა წრე ჩანაწერებს ფიზიკური პირების დაშანტაჟებისთვის იყენებდა, დღეს ცდილობენ გამოიყენონ პოლიტიკური სუბიექტების, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ დაშანტაჟებისთვის