რა გახდა ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების მიზეზი
57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
“ეროვნული კინოცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ერეკლე ბადურაშვილის ოჯახს. ქართველი რეჟისორი და სცენარის ავტორი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა” – ვკითხულობთ კინოცენტრის განცხადებაში.
ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა, მომღერალი ნინი ქარსელაძე, რომელიც რეჟისორის ნათლულია.
“ჩემი ნათლიები. გიო და ერეკლე.
ღმერთმა თავისთან წაიყვანა…. მეორე ნათლიაც აღარ მყავს.
მიყვარხართ და სულ ჩემს გულში იქნებით!!!!” – დაწერა ნინიმ.
როგორც გაიკრვა, რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა, თირკმელი წარსულშიც აწუხებდა, თუმცა მაშინ მოახერხა და გამოჯანმრთელდა.
ბადურაშვილის სხვა ახლობლებმა ჩვენთან საუბარში ასევე, განაცხადეს, რომ ის კლინიკაში გუშინ ღამით მოათავსეს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...