მიხეილ ჩხენკელი – რაც უნდა რთული იყოს დღეს სხვა საკითხზე მსჯელობა, ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ უნდა მივმართოთ

Read Time:42 Second

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ლუკა სირაძის ოჯახს და აღნიშნა, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ, რათა მოსწავლეებს სტრესის გადალახვაში დაეხმარონ.

„უპირველეს ყოვლისა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა მწუხარებას 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანაკლასელებს, მთელს ჩვენს საზოგადოებას. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მუშაობენ “მწვანე სკოლის”, მე-100 და 169-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში.

სამინისტროში მუშაობს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიანი ცხელი ხაზი, სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი.

რაც არ უნდა რთული იყოს დღეს ნებისმიერ სხვა საკითხზე მსჯელობა, სწორედ ჩვენი შვილების ინტერესები მოითხოვს, რომ მთელი ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივმართოთ განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ვაშაძე: მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი
Next post საფრანგეთში ძლიერი ქარის გამო, 140 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი