გრიგოლ ვაშაძე: მმართველმა გუნდმა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი

Read Time:1 Minute, 7 Second

მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ  საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ინიციატივის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება იყოს იმგავრი საარჩევნო სისტემა, რომელიც “სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას”

„მმართველმა გუნდა მოიტანა წინადადება, რომელიც რის აბსოლუტურად მიუღებელი და არ მესმის ამ წინადადების მოტანის აზრი თუ არა რაღაცნაირად ჩვენი მედიატორების თვალში გამოჩენა რომ „მზად ვართ კომპრომისისთვის“. მოიტანეს წინადადება, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით 50 მაჟორიტარი და 100 პროპორციული დეპუტატი და არა მარტო 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს ასე, არამედ საქართველოში ყველა მომდევნო არჩევნები უსასრულობამდე. ასეთი არასერიოზულობა მე არ მინახავს. ეს წინადადება აჩვენებს როგორ წვალობენ. ძალიან მინდა ჩავიხედო იმ სოციოლოგიურ კვლევებში, რომელიც აიძულებს მმართველ გუნდს ამ წვალებაში იყოს. დიალოგს თავს ვერ ანებებენ, საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან მონაწილეობას არ მივიღებთო, ესმით რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, სახელმწიფოში, საზოგადოებაში საშინელი კრიზისია.

არ ვიცი როდის გაგრძელდება მოლაპარაკებები. ჯობია მოლაპარაკებები ამ ოთახში, ვიდრე დაპირისპირება ქუჩაში, მაგრამ ერთი რამ მმართველმა გუნდმა უნდა გაიგოს, ჩვენ მზარდამჭერებს, ჩვენი პარტიის წევრებს და საერთოდ საქართველოს ამომრჩეველს ვერასდროს ავუხსნით თუ დავთანხმდებით რამეს, რაც განსხვავდება მათი კარდინალური მოთხოვნისგან. ნუ იქნება ისეთი სისტემა, რომელიც სახელმწიფოში შეინარჩუნებს ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” ოპოზიციას შემდეგ ინიციატივას სთავაზობს: მომავალ პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს, ასევე  შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გაიზრდება ამ სისტემაში პროპორციული წილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, 10 175 მასწავლებლობის მსურველიდან ზღვარი მხოლოდ 2 293 პირმა გადალახა
Next post მიხეილ ჩხენკელი – რაც უნდა რთული იყოს დღეს სხვა საკითხზე მსჯელობა, ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება განათლების სისტემის გაუმჯობესებისკენ უნდა მივმართოთ