მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა

Read Time:44 Second

მებაღეს, რომელმაც ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა, კახა კალაძემ ბინა აჩუქა. ამის შესახებ თავად დევი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოსტების წერით არ გამოვირჩევი, მაგრამ უამრავი ადამიანი მეკითხება და ჩემმა საახლობლომაც იცის ეს მოულოდნელი ამბავი. პირადად კახა კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემ ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში, რომელიც მალე სრულიად გარემონტებული ჩაგვბარდება.

წლებია მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ ქირით თბილისში ისეთ პირობებში, სადაც ბავშვების ჩამოყვანასაც ვერ ვახერხებდით. ამაზე საუბარი და წუწუნი არასდროს მიფიქრია. იმ საბედისწერო დღის შემდეგ უამრავმა ჟურნალისტმა ჩამწერა, მკითხეს სად ვცხოვრობდი და რას ვსაქმიანობდი. არ დამიმალავს და გულწრფელად ვუპასუხე ყველას.

მართალი გითხრათ არ ველოდი ასეთ საჩუქარს. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია.
ეს საჩუქარი უდიდესი შვებაა ჩემი ოჯახისთვის. პირადი შეხვედრის დროს ბატონმა კახა კალაძემ მთხოვა არ გამეხმაურებია ეს ამბავი, მაგრამ ვერ შევძლებ ამ თხოვნის შესრულებას. არასდროს არაფერი დამიმალავს და ამ სიხარულსაც ვერ დავმალავ.
სიკეთით გადაგვეხადოს მე თუ არა ჩემს შვილებს მაინც“, – წერს მეზურნიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი რადიკალური ოპოზიციისთვის მას შემდეგ გახდა მიუღებელი, როდესაც გაანალიზეს, რომ ის ეხება მართლაც ოლიგარქებს, მაგალითად როგორიც არის დავით კეზერაშვილი
Next post არჩილ თალაკვაძე: ზურაბ ჯაფარიძემ საზოგადოებას უნდა აუხსნას, ევროკავშირში რომელ შეხვედრაზე მოისმინა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი იმის გამო უთხრეს, რომ ომში არ ჩაერთო