ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ციხეში გაუსაძლის პირობებზე ყვებიან

Read Time:25 Second


,,ტელეიმედის” ინფორმაციით ლიბიაში დაკავებული, საქართველოს სამი მოქალაქე 153-ე დღეა ლიბიის ციხეში გაუსაძლის პირობებში არიან. მათ ინტერესებს უკვე ორი თვეა არავინ იცავს. მეზღვაურები ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული ადვოკატი თავის მოვალეობას არ ასრულებს.

დაკავებულთა ოჯახები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საქმეში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა, როგორც დაკავებულებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან.

ლიბიაში სამი ქართველი მეზღვაური სექტემბერში დააკავეს მათ პატიმრობა შეუფარდეს. ქართველ მეზღვაურებს საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და კონტრაბანდას ედავებიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა ბახტაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
Next post iPhone X-ის მემკვიდრე 4 ახალი მოდელი გამოვა