მამუკა ბახტაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Read Time:29 Second

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს, ენრიკო აავის შეხვდა, რომელიც 2012-2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტს ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს გააცნო ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაქარია ქუცნაშვილის ბიურო სააგენტო „რეგინფოს” მოუწოდებს, გაასწოროს მათ მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია.
Next post ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები ციხეში გაუსაძლის პირობებზე ყვებიან