კახა კალაძე: მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება
მანჯგალაძის ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
კახა კალაძე მოსახლეობის კითხვებს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ირაკლი ხელაძესთან ერთად პასუხობს. ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე, როდის დასრულდება მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია და როდის მოიხსნება წყლის ხშირად შეწყვეტის პრობლემა, კახა კალაძე პასუხობს, რომ სამუშაოები ნოემბერში დასრულდება. რაც შეეხება წყლის შეწყვეტას, მისი თქმით, ამის გარეშე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
„გვინდა კიდევ ერთხელ მოგიბოდიშოთ წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხვანაირად შეუძლებელია სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. თუმცა ამ ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის შეწყვეტა მანამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მესმის რთულია, მაგრამ სჯობს ცოტაც მოვითმინოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველა პრობლემა გადაიჭრება, მათ შორის წყლის ხშირად დაწყვეტა სხვადასხვა ავარიის გამო. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება. ეს ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში და გპირდებით, რომ სრულად განახლებული და მოწესრიგებული იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ამასთან, ირაკლი ხელაძის თქმით, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, ნაძალადევის გამგეობამ ე.წ. სამკუთხედი ბაღის განახლების სამუშაოები დაიწყო.
„მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული პროექტია, რადგან აქ ინფრასტრუქტურა მთლიანად ამორტიზებული იყო. ავტომანქანით გადაადგილება რთული იყო. 70-80 წელი არაფერი განახლებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერთან“ ერთად, დაიწყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივებისთვის სანიაღვრე ქსელი ემატება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ქუჩაზე ახალი ლედ განათებების ქსელი მოეწყობა. ამასთან, აღნიშნულ ქუჩაზე არის ე.წ. სამკუთხედი ბაღი, რომლის რეაბილიტაციაც ნაძალადევის რაიონის გამგეობამ დაიწყო და საბოლოოდ, ქუჩასთან ერთად, ეს სივრცეც სრულად განახლდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...