დიმიტრი ხუნდაძე: მეტი დაფასება სჭირდება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სადარაჯოზე დგას
მესმის, რომ ბიუჯეტი, მით უფრო, ჩვენი, სექტორალური მიმართულებებით, არასდროს არის საკმარისი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მეტად პრიორიტეტულია. მეტი დაფასება სჭირდება სამედიცინო მიმართულებასთან ახლოს მდგარ ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ვინც სიცოცხლის სადარაჯოზე დგას. ეს იქნება სასწრაფო ბრიგადის ექიმი, სოფლის ექიმი, მძღოლი თუ სხვა ,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისი თქმით საბიუჯეტო სახსრების დამატებით მობილიზებას საჭიროებს.
„ბიუჯეტში ვერ ვნახე და ვერც მოვისმინე სოფლის ექიმების 25-პროცენტიანი სახელფასო მატება. სოფლის ექიმების როლი პანდემიის პირობებში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მათი მუშაობის ხარისხის ამაღლებისთვის ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.
ჩვენ გვქონდა ასევე მსჯელობა და დაპირებაა, რომ დისკრიმინაციულ და არათანაბარ ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასწრაფოს ბრიგადებთან მიმართებაში, რაც არის თბილისსა და რეგიონებს შორის. ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით და ვფიქრობ ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს.
საპენსიო მატებასთან დაკავშირებით არ ჩანს პირველი ჯგუფის და შშმ ბავშვების საპენსიო მატების ციფრობრივი ასახვა. გადაწყვეტილება მისაღებია ვეტერანებთან მიმართულებითაც.
გაზრდილია დიაბეტის პროგრამის დაფინანსება, მაგრამ გლუკოზის უწყვეტი სისტემის დანერგვა ბავშვებში, გვინდა მეტი დაზუსტება და გათვალისწინება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...