ხუთშაბათი, თებერვალი 12, 2026

შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზა: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ვერ იხდის – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის. იგი იმყოფება საავადმყოფოში და რადგან საავადმყოფოში იმყოფება, მის მიმართ უნდა გავრცელდეს პაციენტის უფლებები. აქ პაციენტის უფლებაზე რომ საუბარი არ არის, ძალიან მარტივი გასაგებია“ – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზორან მილანოვიჩი – საქართველოს მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამ დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა, წერდნენ ქაღალდის ფურცელზე

სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ამ დროს ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩნდათ ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე, საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.მილანოვიჩის თქმით, ხორვატია საქართველოს გვერდით დგას და მას მხარს უჭერს.მე ჩამოვედი ფართო დელეგაციით, ეკონომისტები არიან ჩემთან ერთად, რომლებიც წამყვან ბიზნესებს წარმოადგენენ ხორვატიაში, სკანდინავიურ ქვეყნებს, მათ აინტერესებთ საქართველოს ბაზარი, კავკასიის ეს ზონა. ჩემი და ყველას სოლიდარობა საქართველოსთან, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მე ვთვლი, რომ თქვენ მშვიდობიანად შეძლებთ, აღიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ გრძნობების დონეზეც კი თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ჩვენც გვქონდა უზარმაზარი პრობლემები, ჩვენი მტერი უფრო სუსტი იყო, ვიდრე თქვენი. ვფიქრობ, ეს არ იქნება ინტერპრეტირებული, როგორც პრორუსული აგიტაცია, რადგან ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ სამყაროში. მე აქ ვიმყოფები დღეს და ხვალ ჩემს მეგობრებთან ერთად, ზოგიერთს წლებია ვიცნობ, მანამდე არ შევხვედრივარ ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს, ახლა შევხვდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება ძალიან მაღალ დონეზე, რომელიც ემყარება ურთიერთპატივისცემას. ნება მომეცით, დავასრულო, რომ სახელმწიფო, ერი, რომელსაც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი ჰყავდა, ასეთი პოეტი, ამავე დროს, ყველაზე წინ წასულ ევროპულ ქვეყნებსაც არ გააჩენდა ასეთი დონის ლიტერატურა, ხელოვნება და წერდნენ ქაღალდის ფურცელზე. საქართველო იმსახურებს გაგებას, მხარდაჭერას და ამისთვისაც ვიმყოფები აქ“, – განაცხადა მილანოვიჩმა.ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მიხეილ ყაველაშვილი – ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის, ხორვატიის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ხორვატიის პრეზიდენტს ემოციური და თბილი სიტყვებისთვის, ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხორვატიელ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ღირსეული ქვეყნის პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ამ სიმართლის თქმას ითხოვს საქართველო ევროპელი ბიუროკრატებისგანაც.„ჩვენს საზოგადოებას მინდა, მივმართო, რომ დიახ, ევროკავშირის ღირსეული ქვეყანა, ხორვატია და მისი პრეზიდენტი სიმართლეს საუბრობს და სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან და იმ ქვეყნების წარმომადგენლებისგან, რომლებსაც ორმაგი სტანდარტი, სხვა დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან. ეს არის ნამდვილი ღირსეული ლიდერის დამოკიდებულება და აქ არ არის ზედმეტი არაფერი. ეს არის სიმართლის აღიარება და დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს თანასწორი ქვეყნის ღირსეულ პრეზიდენტებს შორის თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა: „ევროპულ ბიუროკრატიას არ მივცემ ჩემი სახელით საუბრის უფლებას, საქართველოს არ აქვს ურთიერთობები მოსკოვთან და აბრალებენ პრორუსულობას, ამას ვერ ვიგებ“.ცნობისთვის, ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან:  ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსი  ბარტოლ შიმუნიჩი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო და ევროპის საკითხებში ნევენ პელიცარიჩი, პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ველიბორ მაჩკიჩი, ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბრანკო ზებიჩი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრის დამტკიცების დროს დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თურქეთის იუსტიციის ახალი მინისტრის დამტკიცების დროს ქვეყნის პარლამენტში ჩხუბი მოხდა. მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ და ოპოზიციის კანონმდებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მინისტრთა კაბინეტის რეორგანიზაციის დროს იუსტიციის მინისტრად აკინ გიურლეკის წარდგენისას.ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა სცადეს, ხელი შეეშალათ აკინ გიურლეკისთვის პარლამენტში ფიცის დადებისას.აკინ გიურლეკი სასამართლოს უმაღლეს თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დანიშნა. სტამბოლის მთავარი პროკურორის რანგში გიურლეკი თავმჯდომარეობდა მთავარი ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ რამდენიმე წევრის წინააღმდეგ წარმოებულ გახმაურებულ სასამართლო პროცესებს, რომლებსაც ოპოზიცია, დიდი ხანია, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ჩხუბის გამო სპიკერმა სხდომა 15 წუთით შეწყვიტა, ვიდრე წესრიგი აღდგებოდა. აკინ გიურლეკმა ფიცი მოგვიანებით მმართველი პარტიის კანონმდებლების გარემოცვაში დადო.გიურლეკმა სტამბოლის ყოფილ მერს, ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ნოემბერში ფართომასშტაბიანი ბრალდება წაუყენა, რომელშიც მას კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ 142 საქმეში ადანაშაულებდა.

16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან

16 წელი ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან2010 წლის 12 თებერვალს ქართველი მოციგავე ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნამდე საწვრთნელი დაშვებისას ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა

უკრაინელი მრბოლელი ვლადისლავ ჰერასკევიჩი რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამო ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს

უკრაინელი სკელეტონ მრბოლელი, ვლადისლავ ჰერასკევიჩი ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია რუსეთთან კონფლიქტში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის გამოყენების გამო. ამის შესახებ „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია.როგორც უცხოური მედია წერს, დისკვალიფიკაციის თაობაზე სპორტსმენს დილით ადრე, საცურაო ობიექტზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ კირსტი კოვენტრისთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს.ვლადისლავ ჰერასკევიჩის გუნდმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებს.სკელეტონის შეჯიბრი 12 თებერვალს დაიწყება.

ბოლო სიახლეები