ორშაბათი, ნოემბერი 2, 2026

შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები

უკვე რამდენიმე დღეა საკუთარი თვალით ვხედავთ უკრაინელი ხალხის ბრძოლას საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს ბრძოლა უცხო არაა და კარგად ვიცით, თუ რას გრძნობენ ამ მძიმე დღეებში ჩვენი უკრაინელი დები და ძმები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ბრძოლას, მითუმეტეს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ყოველთვის მოყვება მსხვერპლი. მათ შორის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რაც ყველაზე დიდი საშინელებაა ომის დროსაც კი! ამიტომ, სხდომის დაწყებამდე, გთხოვთ, უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის ფონზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„შვილი არა, შვილები დავკარგე… შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები…“ – ამირან გამყრელიძე უმძიმეს ტრაგედიაზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე წლების წინ, მის ოჯახში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას იხსენებს.„შვილი არა, შვილები დავკარგე, სამწუხაროდ... ორნი... შვილი და მისი საცოლე. დღეს ერთად არიან დაკრძალულები... 1995 წელს მოხდა. 20 წლისები იყვნენ და ქორწინდებოდნენ, ერთად სწავლობდნენ. პატარა სახლი გვქონდა, აგარაკი, კახეთის გზაზე და იმ დროს, იძარცვებოდა ხოლმე სახლები.ჩემი შვილი იქ შესამოწმებლად დადიოდა. იქიდან, უკანა გზაზე მოხდა ეს ტრაგედია. სატვირთო მანქანას წინა საბურავი გაუსკდა და ამათ დაეჯახა.სამწუხარო ძალიან, დიდი ტრაგედია იყო. ამიტომ ამაზე არ ვსაუბრობ“, - გაიხსენა ამირან გამყრელიძემ, „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ებრაულ თრილერში – რას გვიამბობს რვაეპიზოდიანი სერიალი “გაქცევა“

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში, ებ­რა­ულ თრი­ლერ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა. ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი ახალ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობს. ის ებ­რა­უ­ლი წარ­მო­ე­ბის მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლის, "გაქ­ცე­ვის“ (Escape) მსა­ხი­ობ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. რვა ეპი­ზო­დის­გან შემ­დგა­რი სე­რი­ა­ლი რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ებს ეფუძ­ნე­ბა და სი­უ­ჟე­ტის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თემა რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტე­ბია. პრო­ექ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბი­საა - მისი გა­და­ღე­ბე­ბი კო­ლუმ­ბი­ა­ში, ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ბი­ჯია სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნოპ­რო­ექ­ტებ­ში ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნის თვალ­საზ­რი­სით.

5 000-ზე მეტი გარდაცვლილი და ინფიცირებულები მეზობელ ქვეყნებში – კონგოში ებოლას ვირუსის აფეთქებამ აქამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია: რა ვითარებაა აფრიკის კონტინენტზე?

კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ებო­ლას ვირუ­სის ეპი­დე­მი­ამ 5 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, რაც ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ეპი­დე­მია უკვე გას­ცდა ქვეყ­ნის სა­ზღვრებს და მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც და­ფიქ­სირ­და.მთავ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ეპი­დე­მია, რო­მე­ლიც მა­ის­ში და­ი­წყო, აგ­ვის­ტო­ში ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ან და მას­შტა­ბურ აფეთ­ქე­ბად იქცა. ამ­ჟა­მად ინ­ფექ­ცია მო­ი­ცავს ქვეყ­ნის 26 პრო­ვინ­ცი­ი­დან 8-ს, სა­დაც 10 300-ზე მეტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა აღ­რი­ცხუ­ლი. ეპი­დე­მი­ის დროს სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 48.6%-ს შე­ად­გენს.ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ეპი­დე­მი­ის ეპი­ცენ­ტრი ქვეყ­ნის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე იტუ­რის პრო­ვინ­ცი­აა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია კონ­ფლიქ­ტის ზო­ნას წარ­მო­ად­გენს, რაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­კა­ვე­ბას საგ­რძნობ­ლად არ­თუ­ლებს.გა­ე­როს ცნო­ბით, ეს არის კონ­გოს ის­ტო­რი­ა­ში ებო­ლას რი­გით მე-17 ეპი­დე­მია და მას­შტა­ბით მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე უდი­დე­სი აფეთ­ქე­ბა. შე­და­რე­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპი­დე­მი­ის დროს, 2018-2020 წლებ­ში, 2 299 გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­ფიქ­სირ­და.მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) ცნო­ბით, ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ეპი­დე­მია 2014-2016 წლებ­ში და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში და­ფიქ­სირ­და, რა­საც 11 325-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და ვირუ­სი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­სა და აშშ-ში გავ­რცელ­და. ბუნ­დი­ბუ­გი­ოს შტა­მი და ვაქ­ცი­ნის არარ­სე­ბო­ბამიმ­დი­ნა­რე ეპი­დე­მია გა­მოწ­ვე­უ­ლია ებო­ლას Bundibugyo-ს შტა­მით, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ან ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.ებო­ლა იშ­ვი­ა­თი და სა­სიკ­ვდი­ლო ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის სიმპტო­მე­ბიც უეც­რად იწყე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბას­თან ერ­თად ვი­თარ­დე­ბა პირ­ღე­ბი­ნე­ბა და დი­ა­რეა, რა­მაც შე­საძ­ლოა ორ­გა­ნო­ე­ბის უკ­მა­რი­სო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, ხოლო ზოგ პა­ცი­ენ­ტში ვლინ­დე­ბა ში­ნა­გა­ნი და გა­რე­გა­ნი სის­ხლდე­ნა. ვირუ­სი ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ანს ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლის სი­თხე­ე­ბით, მათ შო­რის სის­ხლი­თა და პირ­ღე­ბი­ნე­ბის მა­სით გა­და­ე­ცე­მა.მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის აფ­რი­კის ოფი­სის გან­ცხა­დე­ბით, ეპი­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ძი­რი­თა­დი სა­კონ­ტრო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე წვდო­მის გაზ­რდა და ად­გი­ლობ­რივ თე­მებ­თან მუ­შა­ო­ბა. რა­ტომ ჭირს ეპი­დე­მი­ის შე­კა­ვე­ბა?მკურ­ნა­ლო­ბა­სა და პრე­ვენ­ცი­ას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებ­სა და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი.ცოტა ხნის წინ, ებო­ლას გან­გაშ­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ერთი ექთა­ნი მოკ­ლეს, ხოლო მე­ო­რე მე­დი­კო­სი მძი­მედ და­შავ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ახალ­გაზ­რდო­ბამ მათ წყლის წყა­რო­ე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა­სა და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა­ში დას­დო ბრა­ლი.გა­სულ თვეს, ებო­ლას გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის გამო, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა პო­ლი­ტი­კო­სი ცე­მით მოკ­ლეს. აგ­ვის­ტო­ში წი­თე­ლი ჯვრის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ეპი­დე­მი­ის პირ­ვე­ლი 100 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 11 ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტის დროს მათი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და­შავ­დნენ, ხოლო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ავ­ტო­მო­ბილს ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს. ვი­თა­რე­ბა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში: კე­ნია, უგან­და და ნი­გე­რიაებო­ლას შემ­თხვე­ვე­ბი კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მიჯ­ნა­ზე მდე­ბა­რე ქვეყ­ნებ­შიც და­ფიქ­სირ­და:უგან­და­ში ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­ფიქ­სირ­და 20 შემ­თხვე­ვა და 2 გარ­დაც­ვა­ლე­ბა, თუმ­ცა აგ­ვის­ტოს შემ­დეგ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. აქ კონ­გო­დან გა­დამ­სვლე­ლე­ბის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვე­ბი კვლავ მოქ­მე­დებს.კე­ნი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბის 9 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა და 2 გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ხოლო ნი­გე­რი­ა­ში შა­ბათს და­ფიქ­სირ­და 2 სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი იზო­ლი­რე­ბულ­ნი არი­ან და ტეს­ტი­რე­ბას გა­დი­ან.წყა­რო

საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართა.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში, როგორც 2025 წელს, ჩვენი გუნდი კვლავ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ამჯერად 3:4 დამარცხდა.ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხეს.

კაცი, რომელმაც კახეთში ცოლსა და არასრულწლოვან შვილზე იძალადა და მიიმალა, ზესტაფონში დააკავეს – შსს განცხადებას ავრცელებს

კაცი, რომელმაც კახეთში ცოლსა და არასრულწლოვან შვილზე იძალადა და მიიმალა, ზესტაფონში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთიდან ახლად დაბრუნებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რის შემდეგაც, ფიზიკურად იძალადა შვილზეც და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე, იმერეთის რეგიონში, კერძოდ, ზესტაფონში დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში

ბოლო სიახლეები